გოგრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გოგრა

ამ ბოსტნეულის რბილობი, რომელიც კალათბურთის უზარმაზარ ბურთს მოგვაგონებს, დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს. ბავშვებისთვის ის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან აჩქარებს ზრდას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს. გარდა ამისა, გოგრაში არის B, C, PP, E ჯგუფის ვიტამინები. ისინი ანელებენ დაბერების პროცესს და გვინარჩუნებენ სექსუალურ აქტივობას, ოპტიმალურ წონას. ისევე როგორც ყველა ნარინჯისფერი ნაყოფი, გოგრაც ანტიდეპრესანტად ითვლება. მიირთვით ხშირად და დეპრესია ვერ მოგერევათ! ამ ბოსტნეულს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ გოგრის კერძები რეკომენდებულია სამკურნალო და პროფილაქტიკური კვებისთვის. მისი ნარინჯისფერი რბილობი არ იწვევს კუჭის წვენის გაძლიერებულ გამოყოფას, რითაც ხელს უწყობს წყლულის სწრაფ შეხორცებას. გოგრის მინერალური შემადგენლობა - სპილენძის, ფოსფორისა და რკინის მარილების სიუხვე - უხდება სისხლწარმოქმნას, ამიტომ ის ძალიან კარგია ანემიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. ამავე დროს პექტინით მდიდარი გოგრა შესანიშნავად ებრძვის მავნე ქოლესტერინს. ძალიან სასარგებლოა გოგრა ღვიძლის, თირკმლის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ის ერთსა და იმავე დროს გამხსნელი და შარდმდენი საშუალებაა. გოგრის კერძები რეკომენდებულია ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადების, ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის გამწვავების, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტისა და პიელონეფრიტის დროს. არომატული და ტკბილი გოგრა ძალიან კარგია ზღვის ავადმყოფობის დროს და შვებას ჰგვრის ტოქსიკოზით დატანჯულ ორსულს. გახეხილი ბოსტნეულის კომპრესი უხდება ეგზემას, დამწვრობას და მუწუკოვან გამონაყარს. ნედლი გოგრის პიურე შესანიშნავია კუჭის შეკრულობის დროს. თირკმელების სამკურნალოდ გამოიყენება არა რბილობი, არამედ უმი გოგრის წვენი - 1/2 ჭიქა დღე-ღამეში. ამ ტკბილ ნარინჯისფერ წვენს აქვს დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ეფექტიც. მიიღეთ 1 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, უძილობის შემთხვევაში - 1/2 ჭიქა ძილის წინ. გოგრის დიეტა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აწუხებს გულის დაავადებები და თირკმლისმიერი შეშუპება. ამ დროს ავადმყოფმა 4 თვის განმავლობაში უნდა ჭამოს გოგრა - დღე-ღამეში 0,5 კგ უმი და 1,5 კგ მოხარშული ან შემწვარი. მრავალი დაავადებების დროს ნამდვილი პანაცეაა გოგრის თაფლი. 1 კილოგრამ გახეხილ რბილობს ამატებენ 200 გ შაქარს, ურევენ და აყენებენ. გამოყოფილ წვენს რბილობისგან აცალკევებენ და გასქელებამდე ათბობენ ნელ ცეცხლზე. ბოლოს ამატებენ მიხაკსა და დარიჩინს. გოგრის თესლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში ჭიების საწინააღმდეგოდ და შარდსასქესო ორგანოების დაავადებათა სამკურნალოდ, განსაკუთრებით - შარდის გაძნელებული გამოყოფისას. პარაზიტების საწინააღმდეგოდ ეფექტურია შემდეგი ნარევი: აურიეთ ერთმანეთში დარჩეული გოგრის თესლი და 1 ჭიქა ადუღებული წყალი, მიიღეთ დილით, უზმოზე, შემდეგ მარჯვენა გვერდზე დაიდეთ ცხელი სათბური და 2 საათი ასე იწექით. პროცედურა გაიმეორეთ კიდევ ორჯერ, 10-დღიანი შუალედებით. ცისტიტის დროს კარგია გოგრის თესლის ნაყენი: 200 გ თესლი დაფქვით ყავის საფქვავში, დაამატეთ 1/2 ლ ადუღებული წყალი, მთელი ღამით დააყენეთ თერმოსში, შემდეგ გააცივეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამის წინ. ერთი მუჭა გოგრის თესლი დაგიცავთ პროსტატიტისგან. თუთიით მდიდარი ეს პროდუქტი ანელებს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის უჯრედების ზრდას. გოგრის ზეთი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღადგენენ ნერვულ სისტემას, ამაღლებენ პოტენციას, ააქტიურებენ იმუნიტეტს. გოგრის ყუნწიც კი სასარგებლოა! მისი ნახარში შესანიშნავი სავლები საშუალებაა კბილის ტკივილის დროს.

გოგრის სადილი

4 ულუფისთვის საჭიროა: 1 ცალი საშუალო ზომის გოგრა, 2 წიწილა, 50 გ ბრინჯი, 500 გ ვაშლი და ქლიავი, 2-3 თავი ხახვი, 100 გ ნაღების კარაქი, ზეთისხილი, მწვანილი, მარილი. მწიფე გოგრა გავრეცხოთ, მოვხადოთ “სახურავი” (მოვაჭრათ ყუნწიანი ნაწილი და მივცეთ ღრმა ჯამის ფორმა), კოვზით ამოვუღოთ თესლი და ცოტაოდენი რბილობი. წიწილები გავასუფთაოთ, დავჭრათ, შევაშროთ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ 1 სუფრის კოვზ ნაღების კარაქში შეწითლებამდე. ხახვი დავარჩიოთ, დავჭრათ და მოვშუშოთ მეორე ტაფაზე იმავე რაოდენობის კარაქში. ვაშლს ამოვჭრათ გული, ქლიავს გამოვაცალოთ კურკა, დავჭრათ მსხვილად. მოვხარშოთ ბრინჯი და შევურიოთ ხახვს. ბრინჯი და ხახვი ერთმანეთში ავურიოთ და ჩავდოთ გოგრაში. შემდეგ ჩავაწყოთ წიწილის ნაჭრები და ბოლომდე შევავსოთ ვაშლითა და ქლიავით. დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, დავახუროთ “სახურავი” (გოგრის მოჭრილი ნაწილი) და დავამაგროთ ხის ჩხირებით. მოვუსვათ გოგრას დარჩენილი კარაქი, მოვათავსოთ ფორმაში და შევდგათ ღუმელში 2-3 საათით 2000ც ტემპერატურაზე. შემდეგ გადმოვიღოთ ლანგარზე და თავი მოვხადოთ. ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულებაა 606 კკალ.