როდის ხდება საკვები მავნებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის ხდება საკვები მავნებელი

ყოველგვარ საკვებს მისთვის დამახასიათებელი ფერმენტული არე სჭირდება, ამიტომ, როდესაც კუჭში ერთდროულად სხვადასხვა ტიპის პროდუქტი ხვდება, ორგანიზმი იბნევა და ვერ ახერხებს მათ ბოლომდე მონელებას, რაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გაურკვევლობას იწვევს და საბოლოოდ რომელიმე პათოლოგიურ პროცესს უდებს სათავეს. მაგალითად, ცილების მონელებას კუჭში 1,5-2 საათი სჭირდება, ნახშირწყლებისას - გაცილებით ნაკლები, 25-30 წუთი. როდესაც კუჭში უწესრიგოდ და დიდი რაოდენობით იყრის თავს სხვადასხვა სახის პროდუქტი, ეს ორგანო იძულებული ხდება, ერთდროულად გამოიმუშაოს მჟავე და ტუტე ფერმენტთა დიდი ულუფები, რომლებიც ანეიტრალებს ერთმანეთს და ფუნქციათა განხორციელებაში უშლის ხელს. იმის გამო, რომ ნახშირწყლები კუჭში მცირე ხანს ყოვნდება, თორმეტგოჯა ნაწლავში პრაქტიკულად მოუნელებელი გადადის და თან ცილების მოუნელებელი ნარჩენებიც მიაქვს. საკვების მოუნელებელი ნაწილები თავს იყრის მსხვილ ნაწლავში, სადაც მათი გადამუშავება ფერმენტთა უქონლობის გამო ვერ ხერხდება და მოუნელებელი გროვები შეკრულობას იწვევს. გარდა ამისა, ორგანიზმი წვრილ და მსხვილ ნაწლავებში არსებული მასიდან, ჩვეულებისამებრ, საჭირო ნაერთების ათვისებას იწყებს. მათთან ერთად შეიწოვება მოუნელებელი ნაერთებიც, რომლებიც უკვე მავნეა, წამლავს ორგანიზმს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ასუსტებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს ორგანიზმის თავდაცვით პოტენციალს. ხანგრძლივი დაუბალანსებელი და არასწორი კვება აჩქარებს დაბერებას, ამასთანავე, დაუჟანგავი ცილები და ნახშირწყლები ორგანიზმში ცხიმებად ლაგდება და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, რასაც საბოლოოდ სიმსუქნემდე და სხვა პათოლოგიებამდე მივყავართ. საკვების მავნეობას ხელს უწყობს ზოგიერთი ხალხის ეროვნული სამზარეულოსა და კვების თავისებურებები. ჩვენში ასე გავრცელებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი, ღვიძლის პათოლოგიები, დაზიანებული ნაწლავის სინდრომი და სწორი ნაწლავის პათოლოგიები ეროვნული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი სწორედ ისეთი თავისებურებების დამსახურებაა, როგორებიცაა:

  • საკვების მრავალფეროვნება;
  • კერძების მომზადების შედარებით სწრაფი მეთოდები;
  • ცხარე და არომატული სანელებლების სიუხვე;
  • ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტი და ფართო გამოყენება.

ხორცის, თევზის, რძის ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის ცხარე და ნიგვზიანი კერძების ერთდროულ მირთმევას ჩვენი კვების კულტურა არ კრძალავს, რაც იწვევს ნაირ-ნაირი საკვების არარაციონალურ და არათანმიმდევრულ მიღებას, კუჭ-ნაწლავის ფუნქციათა მოშლას, ქრონიკულ ავადმყოფებში - მიძინებული დაავადებების გამოღვიძება-გამწვავებას, რასაც ხშირად არასასურველი შედეგი მოსდევს.