თევზეული და ნანადირევი გემრიელი, მაგრამ საშიში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თევზეული და ნანადირევი გემრიელი, მაგრამ საშიში

თავად ზღვის პროდუქტებს ბრალი არაფერში მიუძღვით - ყველაფერი ტექნიკური პროგრესის ბრალია. წარმოების მავნე ნარჩენები მდინარეებსა და ზღვებში ხვდება და ნელ-ნელა გროვდება წყლის ბინადართა ორგანიზმში. ბოლო დროს თევზების ორგანიზმში ხშირად პოულობენ დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალს. თუ ის ადამიანის ორგანიზმში მოხვდა, ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია. საფრთხე ემუქრება ადამიანის ნერვულ, საჭმლის მომნელებელ, სასუნთქ სისტემებს და თირკმელებს. ვერცხლისწყლის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა ტვინის დაზიანებაც გამოიწვიოს. აშშ-ის დაავადებათა გავრცელების პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრმა ყველაზე საშიში ზღვის პროდუქტების სია გამოაქვეყნა. ამერიკული გველთევზა, მეცნიერთა აზრით, ყველაზე სახიფათოა, რადგან შესაძლოა, დიდი რაოდენობით შეიცავდეს პოლიქლორირებულ ბიფენილებს და ვერცხლისწყალს. მეორე ადგილზეა სვიისა და ზუთხის ხიზილალა - ამ თევზების ქვირითში დროთა განმავლობაში შესაძლოა სახიფათო ქიმიური ნარევები დაგროვდეს. ატლანტის ოკეანის ცისფერი თინუსიც სახიფათო ზღვის პროდუქტთა სიაში მოხვდა. მისი ორგანიზმი უხვად აგროვებს ვერცხლისწყალს. ავსტრალიური ნარინჯისფერი ჩიქვი ევროპაში ცნობილი დელიკატესია. ის შესაძლოა მომწიფების ხანგრძლივი პერიოდის გამო გახდეს სახიფათო. ზვიგენი ძლიერ დაბინძურებულ სახეობად მიიჩნევა, რადგან ზღვებისა და ოკეანეების სხვა დაბინძურებულ თევზებს მიირთმევს. ატლანტის ოკეანის ორაგული მეცნიერებმა ლაბორატორიის პირობებში გამოიყვანეს და ზღვაში გაუშვეს, სადაც ის არცთუ ისე ცუდად მრავლდება. ასე რომ, ამჟამად ბევრი გენმოდიფიცირებულ ორაგულს მიირთმევს. რაც შეეხება მდინარეებსა და ტბებს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა - წყლის ცირკულაცია მათში ნაკლებინტენსიურია, ვიდრე ზღვებსა და ოკეანეებში და თუ საწარმოო ნარჩენები აქაც მოხვდა, რა თქმა უნდა, უწინარესად ის ცოცხალი ორგანიზმები დაბინძურდება, რომლებსაც ადამიანი საკვებად იყენებს. ნურც ის ორი უდიდესი კატასტროფა დაგვავიწყდება, რომლებმაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ძლიერ შეცვალა ეკოსისტემა. ვგულისხმობთ ჩერნობილისა და იაპონიის ატომური ელექტროსადგურების დაზიანებას, რის შედეგადაც ნიადაგსა თუ წყლებში დიდი რაოდენობით მოხვდა რადიაქტიური ნივთიერებები და მძიმე ლითონები. აი, რამდენიმე ფაქტი: ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ რადიონუკლიდებით შავი ზღვის აკვატორიის თევზეულის დაბინძურება ავარიამდელ დონეს 2000 წელს დაუბრუნდა, კიევის წყალსატევის თევზეულის დაბინძურება ავარიამდელ დონეს 2041 წელს დაუბრუნდება, ხოლო კახოვსკის წყალსატევში - მხოლოდ 2059 წელს. დაბოლოს, სასარგებლო ინფორმაცია მათთვის, ვისაც სურს იცოდეს, სად რომელ თევზს იჭერენ: კიბორჩხალას და ორაგულს - რუსეთში (სახალინი), კალმახს - ნორვეგიაში, არგენტინასა და ფინეთში, კალმარებს - რუსეთში (პრიმორიეს მხარე), საირას - რუსეთსა (კურილიის კუნძულები) და იაპონიაში, მინტაის (ვირთევზასებრთა ოჯახი) - იაპონიაში, რუსეთსა და ჩინეთში.


ნანადირევი

თუ შინაურ პირობებში ადამიანს თითქმის ყველა ცხოველის გამრავლება ძალუძს, მაშ, რა საჭიროა დროისა და ენერგიის ხარჯვა გარეულ ცხოველებზე სანადიროდ? სინამდვილეში გარეული ცხოველებისა თუ ფრინველების ხორცი უნიკალური თვისებებითა და მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა. ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე (აქტიური ცხოვრების წესი, ძლიერი სტრესი და სხვა), იგი ნაკლებ ცხიმს შეიცავს და სპეციფიკური გემო აქვს. ნანადირევის კუნთოვან მასაში ადამიანისთვის მეტად საჭირო ვიტამინები, ამინმჟავები და სხვა სასარგებლო ნივთიერებები მოიპოვება. მაგრამ ნანადირევს თავისი მინუსებიც აქვს. მაგალითად, ხორცი, ჩვეულებრივ, უფრო მაგარია და ამიტომ სპეციფიკურ კულინარიულ დამუშავებას მოითხოვს. გარდა ამისა, ცხოველები, რომლებიც საკმაოდ არასტერილურ გარემოში ბინადრობენ, შესაძლოა რომელიმე დაავადების ან პარაზიტების მატარებელნიც იყვნენ. მაჩვის, დათვისა და ტახის ხორცი ხშირად ტრიქინელოზით არის ინფიცირებული. ეს მძიმე დაავადება თითქმის მოურჩენელია და ზოგჯერ სიკვდილსაც კი იწვევს. ამ ცხოველების ორგანიზმში მცხოვრები ტრიქინელას მატლები ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემდეგ ზრდა-განვითარებას იწყებენ და კუნთებში იბუდებენ. დაავადების სიმძიმე ორგანიზმში მოთესილი მატლების რაოდენობაზეა დამოკიდებული. გარდა ალერგიული გამოვლინებებისა, დაავადებას ახასიათებს კონიუნქტივიტი სისხლჩაქცევებით, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე. მოსალოდნელია ფრჩხილქვეშა სისხლჩაქცევები, გულის კუნთის, ფილტვებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. ტრიქინელები ადამიანის ორგანიზმში შინაური ცხოველის (ღორის) ხორციდანაც შეიძლება მოხვდეს. გარეული თხისა და ირმის ხორციდან ადამიანის ორგანიზმში ხვდება ბრტყელი ჭიები (ფინოზი, ცისტიცერკოზი). ამ პარაზიტებით გამოწვეული დაავადება ტრიქინელოზთან შედარებით ნაკლებსაშიშია, თუმცა სასიამოვნოს მაინც ვერ დავარქმევთ. ფინების განადგურება შესაძლებელია გაყინვით (4-8 დღე -12-15 გრადუსზე), თუმცა ამის შემდეგ აუცილებელია ხორცის კარგად მოხარშვა, ტრიქინელებს კი სიცივისა არ ეშინიათ. თეორიულად, ტრიქინელებით დაბინძურებული ხორცის მცირე ნაჭრების 5-6 საათის განმავლობაში ხარშვა დაავადებას თავიდან აგაცილებთ, მაგრამ ამდენ ხანს ხარშვის შემდეგ ხორცის ჭამას, დამეთანხმებით, აზრი აღარ აქვს. ამიტომ უმჯობესია, ნანადირევი ვეტერინარიულ ლაბორატორიაში შევამოწმებინოთ - ასე თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხისგან დაზღვეული იქნება. გარეული ცხოველები სალმონელოზითაც ავადდებიან. ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთია: ხარშვა, ხარშვა და ხარშვა. ეცადეთ, მზა პროდუქტი მოარიდოთ იმ საგნებთან კონტაქტს, რომლებიც უმი ხორცის დასაჭრელად გამოიყენეთ. აკრძალულია უმი ფარშისთვის გემოს გასინჯვაც. გარეული იხვის ხორცშიც კი მრავალი პარაზიტი შეიძლება ბინადრობდეს, ამიტომ ჯობს, თავი დაიზღვიოთ და ვეტერინარიულ ლაბორატორიას მიმართოთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, ნანადირევი კარგად გაყინოთ და შემდეგ დიდხანს ხარშოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ გარეული ცხოველების ხორცი სწრაფად უნდა დამუშავდეს, თორემ შესაძლოა, კვებითი ღირებულება დაკარგოს. თუ ხორცმა მომწვანო ფერი მიიღო ან უსიამოვნო სუნი დაიკრა, იცოდეთ, რომ მისი ხრწნა დაიწყო. ასეთი ხორცი უნდა განადგურდეს, რადგან საკვებად აღარ ვარგა. თუ გარეული ცხოველის ხორცი მაღაზიაში ან ბაზარში შეიძინეთ, აუცილებლად მოიკითხეთ პარაზიტებზე ვეტერინარიული გამოკვლევის დამადასტურებელი საბუთი. თუ პროდუქტის სისაღეში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, ჯობს, მისი ყიდვისგან თავი შეიკავოთ.