პური - აუცილებელი, მაგრამ სახიფათო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პური - აუცილებელი, მაგრამ სახიფათო

საქართველოში, სადაც ხორბლის მსოფლიოში ცნობილი ჯიშების ნახევარზე მეტია აღმოჩენილი (რის გამოც ქვეყანას ხორბლის აკვნადაც მოიხსენიებენ), პურ-ფუნთუშეულის წარმოების სფეროში არსებული მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. ალბათ, მრავალი თქვენგანი დამეთანხმება, რომ ჩვენს მაღაზიებსა თუ საცხობებში ნაყიდი პური იმავე თუ არა, მეორე დღეს ნამცეცებად იშლება ან, პირიქით, ისე მკვრივდება, რომ ცემენტში მოზელილი გეგონებათ. ან ობით იფარება. ან ისეთი წებოვანი ხდება და ისეთ სუნს უშვებს, რომ ხელის მოკიდებაც აღარ მოგინდებათ. ან ისეთი მომჟავო ან მოტკბოა, რომ ჭამის სურვილი გეკარგებათ. ალბათ, ნაცნობ-მეგობრისგან თქვენც გაგიგონიათ: “პურს ისეთი გემო და სუნი აღარ აქვს, როგორიც წინათ”, ან “პური ყუათიანი აღარ არის”, ან “კაცმა არ იცის, რას გვაჭმევენ” და სხვა. ექსპერტები კი ამ ყველაფერს ამატებენ: “პური შესაძლოა სახიფათოც იყოს”. ყველაფერი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო. ჩვენს მაღაზიებში ჯერ საფურაჟე ფქვილით გამომცხვარი პური გამოჩნდა, რომელსაც ალაგ-ალაგ ქვიშაც ერია, შემდეგ ეგრეთ წოდებული “კომუნისტური სახელმწიფო სტანდარტი” (ГосТ-ი) გაუქმდა და დაიწყო სრული უკანონობა - ვინ, როგორ და რა ფქვილისგან აცხობდა პურს, არავინ იცოდა. ცოტა ხანში ეს პური გაძვირდა კიდეც, რაზეც მომავალმა “ვარდებიანმა რევოლუციონერებმა” ვაი-უშველებელი დააწიეს შევარდნაძის მთავრობას, თუმცა მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, პურის ფასმა უფრო მოიმატა, ხარისხმა კი დაიკლო. მომდევნო ფაზა ამ ყველაფრის დაკანონება გახლდათ. კანონით, მავნე პროდუქტის გაყიდვა იკრძალება, მაგრამ შესამოწმებელი ნორმა დღესაც არ არის დადგენილი. ეგრეთ წოდებული “შავი პური” სპეცსაღებავებით ან დამწვარი შაქრით იღებება და დიდ საფრთხეს წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის თუ წონის დაკლების მსურველთათვის, ხოლო ლაბორატორია, რომელიც დაადგენს, შეღებილია თუ არა პური, საქართველოში არ არსებობს. ერთი სიტყვით, ოც წელიწადზე მეტია, ისეთ პურს ვჭამთ, რომელიც ჯანმრთელობას გვინგრევს და სიცოცხლეს გვიმოკლებს, გამკითხავი კი არავინ არის. არც ახლანდელი “გოსტი” ჩანს და არც ევროსტანდარტი, რომლის მიხედვითაც უნდა ცხვებოდეს პური. ფაქტია ისიც, რომ წლებია, საქართველოში მასობრივად აღარ შემოდის სათანადო ხარისხის მქონე ნედლეული, არ მოწმდება წისქვილკომბინატები თუ კერძო საცხობები. ის კი არა, ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ხორბალი დაფქვის წინ არ ირეცხება და მასში მიწის ყველა ბაქტერია რჩება! შედეგად გამომცხვარი პური მეორე დღეს ობისგან მწვანდება. ობის სოკოთი პური საცხობი ღუმლიდან გამოღების შემდეგაც შეიძლება დაბინძურდეს: ჰაერიდან, პერსონალის დაუბანელი ხელებიდან და სხვა. არცთუ იშვიათად წააწყდებით კარტოფილის ჩხირით დასნებოვნებული ფქვილისგან გამომცხვარ პურსაც. ასეთი პური გარედან საღი ჩანს, გაჭრილს კი არასასიამოვნო სუნი აქვს, ხოლო რბილობი - წებოვანი და სველი. მართალია, ასეთი პური არ მოგკლავთ, მაგრამ კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება გარანტირებული გექნებათ. სხვა საქმეა ის პესტიციდები და სხვა შხამ-ქიმიკატები, რომლებითაც მავნე კუსებურას და მარცვლეულის სხვა მავნებლებსა თუ პარაზიტებს ებრძვიან. ეს შხამები ადამიანის ორგანიზმშიც გადადის. დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ტოქსიკური აირი, რომლებითაც ხორბალს და ფქვილს ამუშავებენ, თანდათან გროვდება ლაბორატორიის ვირთხების ორგანიზმში და თავის ტვინისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებს იწვევს. და თუ ზოგიერთ “მარცვლეულის ბიუროკრატს” უკვე დარღვეული აქვს ტვინის ფუნქცია, ამის გამო ჩვენ რატომ უნდა ვზღოთ?! ეს ყველაფერი არ არის: ხშირად პურს წებოვანას ანუ გლუტენს უმატებენ, რათა მაჩვენებლები ნორმამდე გაზარდონ. შედეგად დოკუმენტებში პური კარგია, საჭმელად კი უვარგისი. პურპროდუქტების მრეწველობა აქტიურად იყენებს თერმოფილურ საფუარსაც, რომელიც ადამიანის უჯრედებში ვირუსების შეღწევის ალბათობას ზრდის. წესების მიხედვით, მეწარმე რეგისტრაციის დროს აპატენტებს თავის რეცეპტურას და პურის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს, რა ფქვილისგან არის ის დამზადებული და რა დანამატებს შეიცავს, თუმცა ასეთეტიკეტიან პურს თითო-ოროლას თუ წააწყდება მყიდველი. მომხმარებელმა ხომ უნდა იცოდეს, რაში იხდის თავისი შემოსავლის თითქმის ნახევარს? ჩვენ ხომ ჯანმრთელობა კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული. როგორ უნდა გაუმჯობესდეს პურის ხარისხი? ამ კითხვაზე პასუხი სასწრაფოდ და ერთობლივად უნდა გავცეთ მოქალაქეებმა, პურპროდუქტების მწარმოებლებმა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის მამებმა. სხვა გამოსავალი არ არსებობს, რადგან პურს - ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამ პროდუქტს - საფრთხე ემუქრება და მასთან ერთად საფრთხე გვემუქრება ჩვენც, მის მომხმარებლებს. როგორ ავირჩიოთ ნაკლებად მავნე პური? პურის ვარგისობის ვადა საშუალოდ სამი დღეა. თუ ეტიკეტზე მეტია მითითებული, პური კონსერვანტებით არის გატენილი. პურის ქერქი უნდა იყოს ხრაშუნა, ოდნავ ამობურცული, პრიალა და გლუვი. ტალღოვანი ქერქი იმაზე მეტყველებს, რომ პური კარგად არ არის გამომცხვარი და მალე დაობდება. თუ თითის დაჭერისას ფორმა სწრაფად არ აღდგა, ნუ შეიძენთ. პურს არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო, არ უნდა იყოს დამწვარი, დასვრილი, ჩავარდნილი და ზედმეტად თეთრი. შეფუთული პურის დაბინძურების შანსი ნაკლებია. დაბოლოს, ყველაზე სასარგებლოდ მაინც საღი (გაუწმენდავი, დაუცეხვავი) ან ღერღილი მარცვლეულის პური მიიჩნევა.