ზეთი, რძე, რძის ნაწარმი... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზეთი, რძე, რძის ნაწარმი...

თუმცა მათ შემადგენლობასაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, კარგად გავარკვიოთ, რამდენია მათში სასარგებლო თუ ზიანის მომტანი ნივთიერებები, რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ ჩვენს ჯანმრთელობაზე. კულინარიულ სამყაროში დღემდე არაფერი გამოჩენილა ისეთი, სასარგებლო თვისებებით რძის პროდუქტებს რომ აღემატებოდეს. ისინი შეიცავენ აბსოლუტურად ყველა ნივთიერებას, რაც კი საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის: სრულფასოვან ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, არაორგანულ მარილებს, ვიტამინებს, ჰორმონებს და ე.წ. იმუნურ სხეულებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხმარება. ტრადიციული დიეტოლოგიური თეორიების მიმდევრები მიიჩნევენ, რომ რძე და რძის ნაწარმი ყველასთვის სასარგებლოა. არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის თანახმადაც, ეს საკვები მხოლოდ ბავშვებისთვის არის სასურველი, ზოგიერთ დიეტოლოგს კი თითოეული პროდუქტის შესახებ საკუთარი მოსაზრება აქვს. ისევე როგორც ნებისმიერ საკვებს, რძის ნაწარმსაც აქვს ღირსებებიც და ნაკლოვანებებიც, ასე რომ, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმზე მათი ზემოქმედება სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. რძე ცილოვანი პროდუქტია, ცილა კი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება, ვინაიდან უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს. არცთუ დიდი ხნის წინ მედიცინაში გაბატონებული იყო აზრი, რომ ჭარბი ცილა ორგანიზმიდან თირკმელების მეშვეობით გამოიდევნებოდა. დღეისათვის დადასტურებულია, რომ ჭარბი მიღებისას ცილა უჯრედებში გროვდება და დამანგრეველ პროცესებს იწვევს. ასე რომ, ცილების ჭარბი მოხმარება არცთუ უსაფრთხოა. იყო დრო, როდესაც ძროხის რძეს ჩვილებს დედის რძის ნაცვლად ასმევდნენ. საბედნიეროდ, პედიატრიამ ამაზე უარი თქვა, შედარებით მოზრდილ ბავშვებს კი ძროხის რძისგან დღესაც ხშირად უმზადებენ ფაფებს. დიეტოლოგების აზრით, დროა, დიასახლისებმა შეიცვალონ აზრი ამ ერთი შეხედვით უწყინარ პროდუქტზე. ძროხის რძე მხოლოდ ხბოსთვის არის მისაღები, ისიც - სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე. ძროხის რძე მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ცილებს. თხის რძეში ცილების შემცველობა ნაკლებია. ბავშვისთვის სწორედ ნაკლებკონცენტრირებული ცილებია საჭირო. ძროხის რძეში არსებულ ჭარბ ცილას ორგანიზმი მთლიანად ვერ ითვისებს, მისი აუთვისებელი ნაწილისგან კი ტოქსიკური ცილოვანი მჟავები წარმოიქმნება, რომლებმაც შესაძლოა სათავე დაუდოს ალერგიას, ფილტვების ანთებას, ქრონიკულ რინიტს, ნუშურა ჯირკვლების ანთებას (ტონზილიტს), ადენოიდებს, რევმატულ დაავადებებს, გასტრიტს, კოლიტს, სიმსივნურ პათოლოგიებს. რძის ფხვნილს, რომელსაც ნატურალური ძროხის რძის ალტერნატივად განიხილავენ, მრავალი დიეტოლოგი მიუღებელ პროდუქტად მიიჩნევს, ვინაიდან მასში მაღალია არაორგანული ნივთიერებების, მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ფერმენტების შემცველობა. თერმული დამუშავებისა და პასტერიზაციის შემდეგ სასარგებლო თვისებებს კარგავს ნატურალური რძეც. არსებობს ნაშრომები ორგანიზმზე პასტერიზებული რძის არასასურველი გავლენის შესახებ. ვერც შესქელებული რძის სასარგებლო თვისებების შესახებ მოისმენთ რამე სასიკეთოს - ის კონსერვირებული პროდუქტია და კადმიუმს შეიცავს. თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, თამამად შეიძლება დავასკვნათ: ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, რძე საერთოდ არ არის დიეტური პროდუქტი. ის უნდა განვიხილოთ როგორც უძვირფასესი ნედლეული, რომლისგანაც რძის ნაწარმი მზადდება.


ასაკოვანმა ადამიანებმა რძის ნაწარმი ზომიერად უნდა მიიღონ. ზრდასრული, მით უფრო - ხანში შესული ადამიანისთვის მისი სიჭარბე არამც და არამც არ არის სასურველი. სამაგიეროდ, მაწონი ნებისმიერ ასაკში დასაშვებია. მაწონი, დიეტოლოგთა აზრით, შეუთავსებელია შაქართან, თაფლთან, ორცხობილასთან, პურთან, ხილთან... რძის ნაწარმიდან ყველაზე სკეპტიკურად რატომღაც კარაქს უყურებენ და მთელ იმ მავნე ზემოქმედებას, რომელსაც რძის ზოგიერთი პროდუქტი ახდენს ორგანიზმზე, მას მიაწერენ. კარაქის ასეთი ცალმხრივი შეფასება არასწორია. მას, ისევე როგორც მაწონს, ყველსა და ხაჭოს, უდავოდ აქვს სასარგებლო თვისებებიც. კარაქი ენერგიის წყაროა. მას ევალება ორგანიზმში სითბოს რეგულაცია, დიდი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, მათ შორის - მხედველობისთვის აუცილებელ A ვიტამინს და მინერალურ მარილებს. წარმოდგენა, რომ კარაქი ქოლესტერინის მატების მიზეზია, უსაფუძვლოა. სინამდვილეში კარაქი კი არ არის მიზეზი, არამედ მისი არასწორი მომზადება და ტექნოლოგიური გამოყენება. თუ არასწორად გამოვიყენებთ, ნებისმიერი პროდუქტი გვავნებს. ეკოლოგიურად და ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული კარაქი ადამიანმა დღეში 1 ან 2 ჩაის კოვზი აუცილებლად უნდა მიიღოს. ხაჭო, განსაკუთრებით - უცხიმო, დიეტური პროდუქტია. გარდა ცილებისა, ის შეიცავს ძალზე სასარგებლო ნივთიერებას - კალციუმს, ამიტომ განსაკუთრებით საჭიროა მოზარდებისთვის - ამ ასაკში ხომ ძვლოვანი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ზრდასრულმა ადამიანმა კი ეს პროდუქტი ზომიერად უნდა მიიღოს. ხაჭო დიეტური რაციონის მნიშვნელოვანი კომპონენტია ჭარბი წონის, შაქრიანი დიაბეტის, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების დროს. არაჟანი საკმაოდ ძნელად მოსანელებელი პროდუქტია, რომელიც ცილებს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს. ძლიერი ცხიმიანობის გამო ის თრგუნავს ღვიძლის ფუნქციას და შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის დაავადებასაც შეუწყოს ხელი. თუ ჯანსაღ კვებაზე ვართ ორიენტირებულნი, არაჟანს სასურველი პროდუქტების რიცხვს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ. ბოლო ხანს საკმაოდ პოპულარული გახდა იოგურტი, თუმცა ზოგიერთი დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ ის კომერციული პროდუქტია, რომელიც ესენციების, ემულგატორების, გაურკვეველი არაორგანული დანამატების ერთობლიობას წარმოადგენს. ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია ყველის გარეშე. დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ ისიც ძნელად მოსანელებელი პროდუქტია. ყველი საკმაოდ მაღალკალორიულია, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ შეიცავს ნივთიერებებს, რომელთა ზომიერი მიღება აუცილებელიც კია ორგანიზმისთვის. ჯანსაღი კვების თვალსაზრისით, მარგებელია ახალგამოყვანილი უმარილო ყველი. რაც შეეხება ჩვენს ბაზარზე ფართოდ ფეხმოკიდებულ უცხოური ყველის ნაირსახეობებს, მათ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ დიეტურს. უფრო მეტიც - ზოგიერთი მათგანი თირკმლის ფუნქციაზე, ძვალსახსროვან სისტემაზე, ლიმფურ სისტემასა და წონაზე უარყოფითი გავლენის გამო შესაძლოა დაავადების წყაროდაც კი იქცეს. მაწონი ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. ის შეიძლება ჩავრთოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანის რაციონში, განურჩევლად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, თუმცა ზოგი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ჯანსაღი კვების თვალსაზრისით სასარგებლოდ არის მიჩნეული შინ დამზადებული (სოფლის) მაწონი და არა ქარხნული ნაწარმი, რომელიც არასასურველ დანამატებს შეიცავს და გაჯერებულია არაორგანული მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ფერმენტებით. მაწონი უნდა მომზადდეს ძროხის ნატურალური რძისგან და არა რძის ფხვნილისგან. დაუშვებელია მაწვნის თერმული დამუშავებაც. მაწვნისგან განსხვავებით, დიეტურ პროდუქტს ვერ ვუწოდებთ ნადუღს. ის დიდი ოდენობით მაღალი კონცენტრაციის ცილას შეიცავს. ნადუღის ხშირი და უხვი მიღებისას უჯრედებს უჭირთ ცილის დამშლელი ფერმენტების გამოყოფა, ცილა ორგანიზმში გროვდება და ტოქსიკური მჟავების წარმოქმნას უწყობს ხელს. ამგვარად, ნადუღი არ შეიძლება ყოველდიური რაციონის ნაწილი იყოს. ზეთი საკმაოდ კალორიული პროდუქტია. ის მცენარეული ცხიმია. მცენარეული ცხიმი სასარგებლოა, მაგრამ მხოლოდ უმი და არარაფინირებული.