რატომ არის საზიანო ზოგიერთი საკვები მაღალი ქოლესტერინისა და ჰიპერტენზიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის საზიანო ზოგიერთი საკვები მაღალი ქოლესტერინისა და ჰიპერტენზიის დროს

ქოლესტერინის მომატება

სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება საგრძნობლად ზრდის გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს. რისკი კიდევ უფრო იზრდება, როცა ქოლესტერინი მომატებული აქვს მაღალი არტერიული წნევით, შაქრიანი დიაბეტით ან სიმსუქნით დაავადებულ ადამიანს. ხშირად ეს დაავადებები ერთდროულადაც გვხვდება. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად ქოლესტერინის ცვლის რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია სპეციალური დიეტა, განსაზღვრული ტიპის ცხიმების შეზღუდვა. არსებობს საკვები ცხიმის ოთხი ძირითადი სახეობა: ნაჯერი ცხიმები, ტრანსცხიმები, ქოლესტერინი და უჯერი ცხიმები. ქოლესტერინის მომატების დროს რეკომენდებულია ნაჯერი ცხიმების, ტრანსცხიმებისა და ქოლესტერინის შეზღუდვა. ნაჯერი ცხიმებით მდიდარია ცხოველური წარმოშობის თითქმის ყველა პროდუქტი: საქონლის, ხბოს, ცხვრის, ბატკნის, ღორის ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზეული და ზღვის პროდუქტები, ნატურალური რძე და რძის ნაწარმი - ყველი, კარაქი, ნაყინი. იშვიათად ნაჯერი ცხიმები მცენარეულ საკვებშიც გვხვდება. ამ მხრივ აღსანიშნავია ზოგიერთი ტროპიკული მცენარის (პალმის, ქოქოსის) ზეთი, კაკაოს ზეთი (კაკაოს კარაქი). გარდა ამისა, ნაჯერ ცხიმებს დიდი რაოდენობით შეიცავს სხვადასხვა კულინარიული ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტი: ძეხვი, სოსისი, ბეკონი, ჩიფსი, ასევე - საკონდიტრო ნაწარმი: ნამცხვრები, ფუნთუშები, კრეკერი. ნაჯერი ცხიმებით მდიდარი საკვები ქოლესტერინითაც მდიდარია. ტრანსცხიმების მაგალითებია მარგარინი, სწრაფი კვების პროდუქტები, მზა კულინარიული ნაწარმი და ტკბილეული. მათი შეზღუდვა ტრანსცხიმების შესამცირებლად აუცილებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ საკვების მეშვეობით მიღებული ქოლესტერინი (მისი რეკომენდებული სადღეღამისო ოდენობა 200-300 მგ-ია) ზრდის სისხლში ქოლესტერინის დონეს. ქოლესტერინის ძირითადი წყარო ცხოველური ნაწარმია. ამ ნივთიერებით განსაკუთრებით მდიდარია კვერცხის ყვითრი, გულ-ღვიძლი, თირკმელები და ტვინი. ამის საპირისპიროდ, უჯერ ცხიმებს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო ეფექტი ახასიათებს, ვინაიდან ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ნაჯერი ცხიმები უჯერით ჩავანაცვლოთ. უჯერი ცხიმებით მდიდარია ზეითუნის, კანოლის, არაქისის, ავოკადოს, ასევე - მზესუმზირას, სიმინდის, სოიის, ნიგვზისა და თხილის ზეთი, ცივი წლის ბინადარი ცხიმიანი (ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმების შემცველი) თევზი (განსაკუთრებით - ქაშაყი, ორაგული, სკუმბრია), თევზის ქონი და ზღვის ბინადართა ზეთი (ხშირად მას თევზის ზეთად ან ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებად მოიხსენიებენ). შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ პაციენტს, რომელსაც ანტიქოლესტერინული დიეტა სჭირდება, საკვების არჩევანი აღარ აქვს, მაგრამ ასე არ არის. ზემოთ მითითებული პროდუქტების დიდი ნაწილი მხოლოდ იზღუდება, რაციონიდან მათი ამოღება არ არის აუცილებელი. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მრავალი, მაგალითად, ხსნადი ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითებას. ხსნადი უჯრედისით მდიდარი მცენარეული პროდუქტებია მარცვლეული (შვრია, შვრიის ბუღული და ქატო, ქერი), პარკოსნები (ცერცვი), მუხუდო, ბრინჯის ქატო, ციტრუსები, ჭოტოსნები (წიწაკა), ხილი (მარწყვი და ვაშლის რბილობი). აღიარებულია, რომ მცენარეული ეთერზეთების შემადგენელი ნივთიერებები თრგუნავს ნაწლავში ქოლესტერინის შეწოვას და ამცირებს სისხლში მის შემცველობას. ასეთი ნივთიერებები მცირე რაოდენობით გვხვდება ხილში, ბოსტნეულში, თხილში, მარცვლეულსა და ბურღულეულში, პარკოსნებში. მათი მიღება სასარგებლოა.

მაღალი წნევის დროს აკრძალულია

არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებისთვის და წნევის მოსაზღვრე მაჩვენებლების მქონე პაციენტებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სპეციალური დიეტით შესაძლებელია წნევის დაქვეითება. ეს საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ მედიკამენტების დოზა და რაოდენობა, ზოგჯერ კი საერთოდ ავიცილოთ თავიდან მათი მიღება. არტერიული ჰიპერტენზიის დროს სწორი კვება გულისხმობს მცენარეული ცილის, მარცვლეულის, დაბალცხიმიანი რძის ნაწარმის, ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. ქვემოთ კი იმ პროდუქტებზე ვისაუბრებთ, რომლებიც წნევის მომატებას უწყობს ხელს.


სუფრის მარილი და ნატრიუმი

სუფრის მარილი და ნატრიუმი ორი ძალზე უარყოფითი ფაქტორია მაღალი არტერიული წნევისა და გულის დაავადებების დროს. მათი შეზღუდვა ორივე შემთხვევაში აუცილებელია. დიდი ოდენობით მარილის მიღება ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას, სისხლძარღვთა კედლის შეშუპებას, რაც წნევის მატებას იწვევს. იგივე შეიძლება ითქვას ნატრიუმის შესახებაც. იგულისხმება მარილის არა მხოლოდ ის ულუფა, რომელსაც ვამატებთ კერძს, არამედ მზა საკვებში არსებული სუფრის მარილიც. ამიტომ არის, რომ განვითარებულ ქვეყნებში სურსათის ეტიკეტზე მითითებულია მარილისა და ნატრიუმის შემცველობაც.

შებოლილი ხორცი

შებოლილი ხორცი და ხორცპროდუქტები ნატრიუმის ნამდვილი ბომბია. მათში მარილის შემცველობა საკმაოდ მაღალია. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ამ პროდუქტებს ხშირად ვამატებთ ყველს, კეტჩუპს, მარილიან თონის პურს... კომენტარი ალბათ ზედმეტია.

პიცა

ყველის, შებოლილი ხორცის, მაიონეზის, ტომატის კომბინაცია, ხშირად - მარილიან ცომთან ერთად, ნატრიუმის მართლაც საგანგაშო რაოდენობას შეიცავს. განსაკუთრებით არასასურველი კი გაყინული პიცაა. საგემოვნო თვისებების შესანარჩუნებლად მწარმოებლები იძულებულნი არიან, სხვა კონსერვანტებთან ერთად დიდი რაოდენობით მარილიც გამოიყენონ. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ნახევარფაბრიკატებზეც.

მწნილი და კონსერვი

ორივე მათგანის მომზადებისას აუცილებელია დიდი რაოდენობით სუფრის მარილი, რათა საკვებმა დიდხანს გაძლოს. სრულიად უვნებელი კიტრიც კი კონსერვირების შემთხვევაში ნატრიუმის წყაროდ იქცევა. რაც უფრო მეტხანს ინახება მწნილი, მით უფრო “მდიდრდება” ბოსტნეული მარილით.

შაქარი

ყველამ იცის, რომ შაქარი არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის დროს. აი, არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში კი შაქრის შეზღუდვა ერთი შეხედვით უცნაურია. თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. შაქარი და მისი შემცველი სასმელები კალორიების მდიდარი წყაროა და წონის მატებას იწვევს, ჭარბი წონა და სიმსუქნე კი არტერიული წნევის მომატების მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამერიკის გულის ასოციაცია გვირჩევს, ქალებმა შაქრის მოხმარება დღეში 6, ხოლო მამაკაცებმა 9 ჩაის კოვზამდე შეამცირონ.

ყავა

თუ მაღალი არტერიული წნევა გაქვთ ან მისი მაჩვენებლები ახლოსაა ნორმის ზედა ზღვართან, დროა, ყავის სმის ჩვევაზე უარი თქვათ. დილით მირთმეულმა ყავამ შესაძლოა წნევის ეპიზოდური მომატება გამოიწვიოს. იგივე ითქმის კოფეინის შემცველ სხვა სასმელებზეც - ჩაიზე, კოლაზე.

ალკოჰოლი

მაღალი არტერიული წნევის დროს ალკოჰოლს ორმაგი ეფექტი აქვს: მისმა ზომიერმა მოხმარებამ შესაძლოა წნევის დაქვეითებას შეუწყოს ხელი, ჭარბი მიღება კი წნევის მომატების მიზეზად იქცეს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რას ნიშნავს ალკოჰოლის ზომიერი მოხმარება? ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიჩნევა, რომ ჯანმრთელი მამაკაცებისთვის ნებადართული ულუფაა დღეში ორი ერთეული, ხოლო ქალებისათვის - ერთი. ერთ ერთეულად ითვლება 14 გრამი სუფთა ალკოჰოლი, რასაც შეიცავს:

  • 340 მლ-მდე ლუდი (ალკოჰოლის 5%-იანი შემცველობით);
  • 225 მლ-მდე ლიქიორი (ალკოჰოლის 7%-იანი შემცველობით);
  • 140 მლ-მდე ღვინო (ალკოჰოლის 12%-იანი შემცველობით);
  • 40 მლ-მდე არაყი და სხვა მაგარი სასმელები (ალკოჰოლის 40%-იანი შემცველობით).

სამი ერთეულისა და მეტის მიღება წნევის მომატებას იწვევს, ხოლო ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება - მყარ ჰიპერტენზიას. გარდა ამისა, ალკოჰოლმა შესაძლოა დააქვეითოს წნევის დამწევი მედიკამენტების ეფექტი. აღარაფერს ვამბობთ კალორიებზე, რომელსაც ალკოჰოლი შეიცავს და ამით წონის მატებას უწყობს ხელს.