დიეტა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის

საკვების სადღეღამისო კალორიულობისა და სხეულის მასის გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, საკვები შედგება ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების, ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენ-ტებისაგან. ყოველდღიურად მიღებული კალორიების 55-60% უნდა მოდიოდეს ნახშირწყლებზე, 11-15% ცილებზე, 30% კი - ცხიმებზე.

70-იან წლებამდე დიაბეტიანებისათვის რეკომენდებული იყო ნახშირწყლების მაღალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტებით კვება. თანამედროვე რეკომენდაციებით ამ კატეგორიისათვის სასურველი და უმჯობესია რთული ნახშირწყლებითა და უჯრედისით მდიდარი, და ამავე დროს შაქრისა და ცხიმის დაბალი შემცველობით გამორჩეული პროდუქტებით კვება. საკვები რაციონიდან აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ადვილად შესათვისებელი ნახშირწყლები (გლუკოზა, ფრუქტოზა და სხვ.) და ცხოველური ცხიმები. კვება დანაწევრებული უნდა იყოს, ანუ მოიცავდეს არც თუ დიდ ულუფებს და ჩვეულზე უფრო მეტად ხშირი იყოს.

მთავარი პრინციპი, რომელიც დიაბეტიანებს და არა მხოლოდ მათ მისცემს ჯანსაღად ყოფნის საშუალებას, ასეთია - იკვებეთ რაციონალურად, დაბალანსებულად, ხშირად და არც თუ დიდი ულუფებით!

კიდევ რა უნდა გაითვალისწინოთ

  • უპირატესობა მიანიჭეთ ე. წ. "ნელ ნახშირწყლებს", ანუ რომელთა შეთვისება შედარებით ნელა ხდება. ისინი, როგორც წესი, სისხლში ნელ-ნელა ხვდება და უჯრედებიც ასწრებენ მათ შეთვისებას. შესაბამისად, შაქრის დონეც ამ დროს არსებითად არ იმატებს. იმისათვის, რომ უფრო მეტად შეანელოთ ნახშირწყლების შეწოვა, საკვების ყოველ მიღებაზე ბოსტნეული მიირთვით. ბოსტნეული გარდა იმისა, რომ დანაყრების შეგრძნებას იწვევს, ნაწლავების ნორმალურ ფუნქციობას უზრუნველყოფს და ორგანიზმს წიდებისაგან ასუფთავებს. ბოსტნეული დაგეხმარებათ სხეულის მასის დარეგულირება-შენარჩუნებაში. ამგვარად ბოსტნეული დღეში სამჯერ უნდა მიირთვათ!
  • უნდა ამოიღოთ საკვები რაციონიდან რაფინირებული ნახშირწყლები (შაქარი, ნამცხვრები, მურაბა და სხვა ტკბილეული). უარი უნდა განაცხადოთ აგრეთვე ცხიმზე, მით უფრო ცხოველურზე. უპირატესობა მიანიჭეთ უცხიმო ხაჭოს, რძეს, მცენარეულ ცილას (სოიო, ლობიო, ბარდა, სოკო). მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული, თუმცა გახსოვდეთ, რომ "ძალიან ტკბილი ხილი" - ყურძენი, მანგო და სხვა, დიდი რაოდენობით თქვენთვის არასასურველია.

* * *

სისხლში შაქრის დონის დაქვეითებისათვის განკუთვნილი რამდენიმე რეცეპტი

მოცვის ფოთლების ნაყენი

აიღეთ 10-15 ფოთოლი, ჩაუშვით 0,5 ლიტრ მდუღარე წყალში. გააჩერეთ 20-25 წუთი, გადაწურეთ და დღეში 4-5-ჯერ მიირთვით ჭამამდე 15 წუთით ადრე ნახევარი ჩაის ჭიქა.

ტყის მარწყვის წვენი

სეზონზე ახლად დაკრეფილი ნაყოფის წვენი ყოველდღიურად 5-6 სადილის კოვზის მოცულობით მიირთვით, მოგვიანებით პერიოდში კი მარწყვის ფოთლების ნაყენით გააგრძელეთ სამკურნალო კურსი (დღის განმავლობაში სასურველია ერთი ჩაის ჭიქა ნაყენის დალევა).

შვრიის ნაყენი

100 გრამ შვრიის მარცვალს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 30-40 წუთი. მიირთვით დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე ნახევარი ჭიქა.

დაფნის ფოთლების ნაყენი

აიღეთ დაფნის 10-12 ფოთოლი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2-3 საათი. მიირთვით ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.

თინათინ გოცაძე