რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ სიმსუქნის მიზეზის დასადგენად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა კვლევები უნდა ჩაიტაროთ სიმსუქნის მიზეზის დასადგენად

ჩააბარე ანალიზები

წონის მატება საკმაო საფუძველია იმისთვის, რომ ექიმს მიმართოთ. თავდაპირველად აუცილებელია, გამოირიცხოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. უნდა ჩატარდეს ამ ორგანოს ულტრაბგერითი გამოკვლევა და სისხლის ანალიზი ფარისებრი ჯირკვლის საბაზისო ჰორმონებზე. შემდეგ უნდა გამოიკვლიოთ თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქცია (ულტრაბგერითა და სისხლის ანალიზით) - ცხიმის მომატება მათი ჰიპერფუნქციის შემთხვევაშიც ხშირია. უპირველესად თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების გამოკვლევაა საჭიროა, თუ დაგიბოხდათ ხმა, შეამჩნიეთ ჭარბთმიანობა უჩვეულო ადგილებში, გაწელილი კანი (ორსულობის შემდეგ გაჩენილი სტრიები არ ითვლება) ან ცხიმის ჩალაგება მამაკაცური ტიპის მიხედვით - ზურგსა და მუცელზე. უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს მთავარი ჯირკვალი - ჰიპოფიზი. უნდა ჩატარდეს ანალიზი ჰიპოფიზის ჰორმონებზე, თავის ქალას რენტგენოგრაფია და გაიზომოს ქალაშიდა წნევა. კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად აუცილებელია მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. ურიგო არ იქნება სისხლის ბიოქიმიური ანალიზი შაქრიანი დიაბეტისა და ღვიძლის პრობლემების გამოსარიცხად. შესაძლოა, ექიმმა სასქესო ჰორმონების გამოსაკვლევად სისხლის ჩაბარება გირჩიოთ - მამაკაცური ჰორმონების დეფიციტის შემთხვევაშიც (დიახ, დიახ, ისინი ქალებსაც აქვთ) მოსალოდნელია წონის მატება. ნუ იფიქრებთ, რომ ენდოკრინული დაავადებით გამოწვეული სიმსუქნე საბედისწერო გარდაუვალობაა. სიმსუქნე წარმატებით იკურნება როგორც შაქრიანი დიაბეტის, ისე ფარისებრი თუ თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებების დროს. მაგრამ მხოლოდ მედიკამენტებით აქ ვერაფერს გახდებით - მოგიწევთ ნაკლები ჭამა, მეტი მოძრაობა. შიმშილობა საჭირო არ არის, რაციონის შეზღუდვა კი აუცილებელია. დიაბეტის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები და ძნელად ასათვისებლით შეიცვალოს, თუმცა აქაც ზომიერება უნდა დაიცვათ. ნუ მიეძალებით ტკბილეულს, რომელიც სამკურნალო კვების განყოფილებაში იყიდება: თუ ისინი შაქარს არ შეიცავს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მათი მირთმევა შეუზღუდავად შეიძლება.