გიყვართ გოგლიმოგლი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გიყვართ გოგლიმოგლი?

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში ამ სასმელს ახალ-ახალი ვარიანტების მისაღებად სხვადასხვა ინგრედიენტს ამატებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგლიმოგლი უალკოჰოლო სასმელია, ზოგიერთ ბარში მას რომით, კონიაკით, ლუდით, ვისკით, ბრენდითაც ამზადებენ, თანაც ძალიან ფრთხილად, რომ არ აიჭრას და თანაბრად აირიოს. გოგლიმოგლი მეტად სასარგებლოა არა მხოლოდ ხმის ჩახლეჩის, არამედ, საზოგადოდ, გაციების დროს. მისი ძირითადი კომპონენტები ქათმის უმი კვერცხი და შაქარია. ქათმის კვერცხი, წესისამებრ, მთლიანად ანუ გულიან-ცილიანად უნდა აითქვიფოს, თუმცა ზოგჯერ მხოლოდ გულს იყენებენ, ნარევს კი უმატებენ ყავას, კაკაოს, შოკოლადს. ვინაიდან გოგლიმოგლი ცილებით არის გაჯერებული (შეიცავს სადღეღამისო ნორმის თითქმის 14%-ს), მას მიირთმევენ წონის დეფიციტისა და ანორექსიის (უმადობის) დროს. გოგლიმოგლი სასარგებლო ცხიმებითაც მდიდარია. ის შეიცავს შეუცვლელ ამინმჟავებს, ქოლეინს, ბიოტინსა და ფოლიუმის მჟავას. საკვებ რაციონში ამ ნუგბარის რეგულარული ჩართვა ამცირებს ონკოლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა აღმოცენების რისკს, ამაგრებს თმას, კბილებსა და ძვლოვან სისტემას. კვერცხის შემადგენლობაში შემავალი ქოლესტერინი და მისი დამშლელი ნაერთები ბოჭავს ორგანიზმში ჭარბ ცხიმსა და მავნე ქოლესტერინს. სხვა კომპონენტები კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს თვალების ჯანმრთელობასა და მხედველობის სიმახვილეზე. გოგლიმოგლი უკუნაჩვენებია კვერცხის გულზე ალერგიის მქონე პირებისათვის.

ცოტა რამ კვერცხის გულზე

კვერცხის გული ორგანიზმისათვის სასარგებლო საკვები ნივთიერებების, მინერალების, მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ორგანიზმის სრულფასოვანი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა ნაერთების ნაკრებია. მისი ფერი ბაცი ყვითლიდან კაშკაშა ნარინჯისფრამდე მერყეობს და დამოკიდებულია როგორც ქათმის კვების თავისებურებაზე, ასევე ბუმბულის შეფერილობაზეც. ორგანიზმის ნორმალური განვითარებისა და აქტიური ცხოველმყოფელობისთვის სპეციალისტები ყოველდღიურად 1-2 ცალი კვერცხის გულის მიღებას გვირჩევენ. კვერცხის გული დიდი ოდენობით შეიცავს ცილებსა და ცხიმებს. მას დიდი კვებითი ღირებულება აქვს. კალორიულობა 100 გრამზე 352 კილოკალორიას შეადგენს. კვერცხის გული შეიცავს 12 ვიტამინს, რომლებიც ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ზოგიერთი მათგანის შემცველობა სადღეღამისო ნორმასაც კი უტოლდება. ყველაზე მეტია E, D, B9, B1, B2, B12, A, F, K ვიტამინები. კვერცხის გულში 50-ზე მეტი მიკროელემენტია. ყველაზე მეტია ფოსფორი, კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, გოგირდი და ქლორი.


გარდა ამისა, უხვადაა პროტეინები, ლიპიდები, კაროტინოიდები, ლეციტინი და ქოლესტერინი. კვერცხის გულის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ადამიანის ორგანიზმი მასში შემავალ მაღალი კვებითი ღირებულების ნივთიერებებს 95%-ით ითვისებს. კვერცხის თერმული დამუშავებისას ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების ნაწილი იშლება. ამიტომაც არის გოგლიმოგლი განსკუთრებით სასარგებლო. თუმცა უმი კვერცხის გამოყენებისას დარწმუნებული უნდა იყოთ მის სიჯანსაღეში ანუ კვერცხის დამდები ქათმის ჯანმრთელობაში. კვერცხის გულში შემავალი ლეციტინი სკლეროზის პროფილაქტიკის უნიკალური საშუალებაა, ვინაიდან კვებავს ნერვულ ქსოვილსა და ტვინს. გარდა ამისა, ის აწესრიგებს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქციობას. კაროტინოიდები ზრდის მხედველობის სიმახვილეს და საუკეთესოა ასაკოვანთა კატარაქტის პროფილაქტიკისთვის. სხვა პროდუქტებში შემავალი ქოლესტერინისგან განსხვავებით, კვერცხის გულის ქოლესტერინი არ მიეკუთვნება ნაჯერ ცხიმებს, ამიტომ ადვილად იშლება. კვერცხის გულში უხვადაა ფოსფოლიპიდები, რომლებიც ბოჭავს და ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ ქოლესტერინს. ქოლინი ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების, კერძოდ, ძუძუს კიბოს განვითარებას. კვერცხის გულში შემავალი ნივთიერებები:

  • ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას;
  • იმუნური სისტემის კარგი მასტიმულირებელი საშუალებაა;
  • ამაგრებს ძვლებსა და სახსრებს;
  • ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ნაღვლის დენას;
  • აუმჯობესებს კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკას;
  • უზრუნველყოფს ნაყოფის სიჯანსაღეს, აფერხებს ჩანასახის პათოლოგიების განვითარებასა და თანდაყოლილი მანკების ჩამოყალიბებას.

რა უნდა გაითვალისწინოთ

  • კვერცხს გატეხისას არ უნდა ჰქონდეს მუქი ფერი და გოგირდწყალბადის დამახასიათებელი სუნი, არ უნდა იყოს ამღვრეული. საკვებად უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება ახალი კვერცხი.
  • კვერცხი მაცივარში უნდა შეინახოთ წაწვეტებული ბოლოთი ქვემოთ, არა უმეტეს სამი კვირისა. ამ მდგომარეობაში კვერცხის გული საჰაერო კამერას არ ეხება და ცენტრულ მდებარეობას ინარჩუნებს.
  • რათა დარწმუნდეთ, რომ კვერცხი ნამდვილად ახალია, ის წყლით სავსე ჭიქაში უნდა ჩაუშვათ. თუ კვერცხი ახალია, ფსკერზე დაეშვება, ხოლო თუ სამ კვირაზე მეტი ხნისაა, ამოტივტივდება და წყლიდან თავს ამოყოფს.
  • კვერცხი შესაძლოა დაავადებული იყოს სალმონელოზით, რაც მძიმე მოწამვლას (ინტოქსიკაციას) იწვევს. თავის დასაზღვევად რეკომენდებულია, გამოყენებამდე ან მაცივარში შენახვამდე კვერცხი საგულდაგულოდ გარეცხოთ, საზოგადოდ კი კარგად მოხარშოთ ან შეწვათ.
  • სამ წლამდე ასაკის ბავშვებსა და ზოგიერთ ზრდასრულთან კვერცხის გული ალერგიულ რეაქციებს იწვევს, ამიტომ იყავით ფრთხილად.
  • კვერცხის გული არ არის რეკომენდებული ნაღველკენჭოვანი დაავადების მქონე პირთათვის - შესაძლოა, დაავადების გამწვავება და ნაღვლის ჭვალი (კოლიკა) გამოიწვიოს.