როგორ უნდა დაადგინოთ, ითვლებით თუ არა ჭარბწონიანად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა დაადგინოთ, ითვლებით თუ არა ჭარბწონიანად

ცხიმოვანი ქსოვილი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ოპტიმალურად მიჩნეულია თანაფარდობა, რომლის დროსაც ცხიმოვანი ქსოვილი სხეულის მასის 25-31%-ს შეადგენს, თუმცა ეს მაჩვენებელი საკმაოდ პირობითია: მისი მომატებისას ზოგი შესაძლოა სავსებით ჯანმრთელი იყოს, ზოგი ნორმალური მაჩვენებლის პატრონი კი მძიმე დაავადების რისკჯგუფში იმყოფებოდეს. მასის ინდექსი ყველას გაგვიგონია, თუმცა ყოველთვის ვერც მას დავეყრდნობით, რადგან ეს ფორმულა არ ითვალისწინებს სხეულის აგებულების თავისებურებებს, ცხოვრების წესს და, მით უმეტეს, მემკვიდრეობას. იმის დასადგენად კი, გჭირდებათ თუ არა წონის დაკლება, გირჩევთ, ყურადღება ამ ნიშნებზე გაამახვილოთ:

არ გიზიდავთ მოძრაობა

ადამიანს, რა დაკავებულიც არ უნდა იყოს, სჭირდება მოძრაობა. თუ დასვენებულსაც კი არ გინდათ სეირნობა, ცეკვა და ზედმეტად განძრევა, წონის დაკლების დრო მოსულა.

ღამით ხვრინავთ და გამოუძინებელი დგებით

ადამიანებს, რომლებიც ხვრინავენ, აპნოე - ძილში სუნთქვის შეჩერება - ემუქრებათ. ხვრინვა არღვევს ძილის ნორმალურ პროცესს და ადამიანი სრულფასოვან დასვენებას ვერ ახერხებს, გამოუძინებელი დგება. ჭარბი წონა, განსაკუთრებით - კისრის არეში ჩალაგებული ცხიმი, ამძიმებს ვითარებას - ის ხელს უწყობს სასუნთქი გზების სისხლძარღვთა მიჭყლეტას, რაც, თავის მხრივ, სუნთქვასა და გამოძინებას აძნელებს.

“რბილი” ცელულიტის ნიშნები

ჭარბი წონის გამო შემაერთებელი ქსოვილი იწელება, კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისი ირღვევა, რაც კანზე რბილი ცელულიტის ნიშნებს აჩენს.

გამუდმებით სისუსტეს უჩივით

შინაგანი ანთებითი პროცესები, რომლებიც ჭარბი წონით არის გამოწვეული, ძალების მუდმივ კარგვას იწვევს. როცა ადამიანს მომატებული აქვს მასის ინდექსი და ამასთან ამჩნევს, რომ რუტინული საქმეები: სახლის დალაგება, მაღაზიაში სიარული და სხვა - ძლიერ ღლის, დროა, წონის დაკლებაზე იფიქროს.

გამუდმებით გშიათ, მიუხედავად იმისა, რომ საკმარისად იკვებებით

ეს შესაძლოა იმის მანიშნებელიც იყოს, რომ არასწორად იკვებებით ან თქვენი რაციონი დაუბალანსებელია და ორგანიზმი ვერ იღებს საჭირო რაოდენობის უჯრედისს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და ვიტამინებს. თუმცა შიმშილის მუდმივი შეგრძნება ზოგიერთი დაავადების კლინიკური ნიშანიც არის, მაგალითად, II ტიპის შაქრიანი დიაბეტისა. თუ მუდმივ შიმშილთან ერთად ბოლო ხანს ძლიერ წყურვილს, პირის ღრუს სიმშრალეს და მხედველობის დაქვეითებასაც უჩივით და სხეულის მასის ინდექსიც მაღალი გაქვთ, ეს საკმაო საფუძველია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ ექიმ ენდოკრინოლოგს.

გაწუხებთ მაღალი წნევა და ქოლესტერინის დონეც მომატებული გაქვთ

როდესაც მაღალი წნევა გაწუხებთ და სისხლში ქოლესტერინის დონეც მომატებული გაქვთ, აუცილებელია ექიმთან მისვლა და რაციონში კორექტივების შეტანა - ამ პრობლემების მოგვარება ზოგჯერ უწამლოდ, წონის დაკლებითაც შესაძლებელია, რაც გაცილებით მარტივი, უვნებელი და ეკონომიურია.

თეძოს გარშემოწერილობა 85 სმ-ს აღემატება

თეძოებზე ცხიმოვანი ქსოვილის მომატებას ექიმები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, II ტიპის დიაბეტის მოახლოების რისკად მიიჩნევენ, მით უფრო მაშინ, როცა ჰიპერტონიის ეპიზოდები ხშირდება და სისხლში ქოლესტერინის დონეც აჭარბებს ნორმალურ მაჩვენებელს.

რომელიმე სისხლით ნათესავი კიბოთი გარდაგეცვალათ

ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის სიჭარბე აძლიერებს ესტროგენების აქტივობას, რაც, თავის მხრივ, ზრდის სხვადასხვა ტიპის სიმსივნის განვითარების ალბათობას. სადღეისოდ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები იმის თაობაზე, რომ წონის ოპტიმალური მაჩვენებლის შენარჩუნება კიბოსგან იცავს, მაგრამ ჭარბი წონის მოცილება რომ აუცილებელია, ამაზე ნუ ვიდავებთ.

უჩივით ზურგის, მუხლებისა და მენჯის ტკივილს

ჭარბი წონა ზრდის სახსრების დატვირთვას, რის შედეგადაც ქსოვილები ადვილად და სწრაფად ცვდება, ეს კი ამ არეებში მუდმივ თუ პერიოდულ ტკივილს იწვევს.

ყოველწლიურად იმატებთ ერთ-ორ კილოგრამს ან მეტს

თუ კარგა ხანია გადააბიჯეთ მოზარდ ასაკს და ზრდის ფიზიოლოგიური პროცესის შეჩერების მიუხედავად, თქვენი წონა წლიდან წლამდე სტაბილურად იზრდება 1-2 კგ-ით, დროა, ცხოვრებისა და კვების წესის შეცვლაზე იფიქროთ.