ქებათა ქება ბუნებას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქებათა ქება ბუნებას

შავი ქლიავი მიკრობების წინააღმდეგ

მოშუშეთ ხორცი შავ ქლიავთან ერთად - მისი ხმელი ნაყოფი შესანიშნავად ინარჩუნებს ტენიანობას, მისი წყალობით კერძი დიდხანს რჩება წვნიანი. გარდა ამისა, შავი ქლიავი ახდენს ხორცის დეზინფექციას - ის სპობს ბაქტერიების 90%-ს: სტაფილოკოკებს, ნაწლავის ჩხირებს და სხვებს.

კაკალი ტვინს მატებს

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თანამედროვე ადამიანისთვის, რომელსაც მომატებული რადიაციული ფონის პირობებში უხდება ცხოვრება, აუცილებელია დღეში 4-5 კაკლის ჭამა. კაკალი კარგია ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვისაც. დააკვირდით კაკლის გულს - არ გეჩვენებათ, რომ ის ადამიანის ტვინს წააგავს? მსგავსება შემთხვევითი არ არის: ბუნებას ამით იმის მინიშნება სურდა, რომ კაკალი საუკეთესო საკვებია ტვინისთვის და ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს.

თევზები ნერვებს კურნავენ

აკვარიუმის თევზებზე დაკვირვება რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. ამ გრაციოზული, გარდამავალი შეფერილობის ქმნილებათა ლივლივი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. აკვარიუმთან გატარებული ნახევარი ან ერთი საათი უკვალოდ აქრობს ემოციურ თუ ფიზიკურ გადაძაბვას, ეფექტურია უძილობის დროს, ხოლო თუ აკვარიუმის თევზებს დღეში საათ-ნახევრის განმავლობაში დააკვირდებით, თურმე მაღალ წნევასაც კი მოიწესრიგებთ.

ზღვის კომბოსტო - ლამინარია

ზღვის კომბოსტო ხმელეთის ბინადარ სეხნიასთან შედარებით 2-ჯერ მდიდარია ფოსფორით, 11-ჯერ - მაგნიუმით, 16-ჯერ - რკინით და 40-ჯერ - ნატრიუმით. მიირთვით ზღვის კომბოსტო! ჩინეთში მეძუძურ დედებს ზღვის კომბოსტოთი კვებავენ. იოდი, რომლითაც მდიდარია ეს წყალმცენარე, აუცილებელია მოზარდი ორგანიზმისთვის. ვიტამინების შემცველობით ლამინარია ბევრ ხილსა და ბოსტნეულს ჯობნის. იოდი ზღვის კომბოსტოში არსებობს ორგანულად დაკავშირებული ფორმით, რომელსაც ყველაზე უკეთ ითვისებს ორგანიზმი. ცოტა ხნის წინ ჩინელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ წყალმცენარის ერთჯერადი მიღებაც კი არანაკლებ კარგად იცავს ადამიანის ორგანიზმს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისგან, ვიდრე ერთი თვის განმავლობაში მულტივიტამინების მიღება. ალგინატების - ბუნებრივი ენტეროსორბენტების წყალობით ზღვის კომბოსტოს გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, რადიონუკლიდები და მავნე ქოლესტერინი. გარდა ამისა, ლამინარია ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას. მის შემადგენლობაში არსებული პოლისაქარიდები ააქტიურებს იმუნურ რეაქციებს, აბრკოლებს თრომბის წარმოქმნას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, მცენარეული ბოჭკო კი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ლამინარიას შეუძლია შეაჩეროს სიმსივნის ზრდა! ალბათ ამიტომ არის, რომ ძუძუს კიბოთი ავადობა იაპონიასა და ჩინეთში გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ზღვის კომბოსტოს გარეგანი გამოყენება უხდება კანს: ააქტიურებს უჯრედულ პროცესებს. შესამჩნევად ასწორებს ნაოჭებს, ანოტივებს და ჟანგბადით ამდიდრებს ქსოვილებს, ხსნის შეშუპებას და გაღიზიანებას, ხელს უწყობს ჭრილობებისა და დამწვრობის მოშუშებას, ამიტომ ზღვის კომბოსტოს გამოყენებას კოსმეტოლოგები ურჩევენ ყველას, ვინც ახალგაზრდობის გახანგრძლივებაზე ოცნებობს.