კვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს

არ არის რეკომენდებული: საქონლის, ცხვრის, იხვის, ბატის ცხიმიანი, შემწვარი და შებოლილი ხორცი, ძეხვეული, კონსერვები.

თევზი

რეკომენდებულია: მოხარშული უცხიმო ჯიშები: ვირთევზა, ქორჭილა, ქარიყლაპია, კობრი, ფარგა; ხიზილალა (კვირაში 1-2-ჯერ არა უმეტეს 20 გრამისა).

არ არის რეკომენდებული: ცხიმიანი ჯიშები, თევზის მსუყე ბულიონი, შებოლილი თევზი, თევზის კონსერვი.

რძის ნაწარმი

რეკომენდებულია: მოუხდელი რძე, რძის ფხვნილი, ნადუღი, ახალი ხაჭო, მაწონი (გაწურული), ნაკლებცხიმიანი ყველი.

არ არის რეკომენდებული: შებოლილი ყველი, მომჟავო არაჟანი ან მაწონი, ნაყინი, შოკოლადი.

წვნიანი კერძები

რეკომენდებულია: მაწვნის სუპი, ბურღულის (მანანის, ბრინჯის, ქერის, შვრიის, წიწიბურას) სუპი, ბოსტნეულის სუპ-პიურე, სუპი ვერმიშელით ან მაკარონით.

არ არის რეკომენდებული: ხორცის, თევზის, სოკოს, ბოსტნეულის (განსაკუთრებით - კომბოსტოს) ნახარში და მსუყე ბულიონი, ბორშჩი, საწებელი (სოუსი).

კვერცხი

რეკომენდებულია: დღეში არა უმეტეს ორი ცალისა, თოხლოდ მოხარშული, ორთქლზე მომზადებული ომლეტი ან სუფლე, ათქვეფილი ცილის კერძები.

არ არის რეკომენდებული: მაგრად მოხარშული კვერცხი, კვერცხის ტაფამწვარი.

პურ-ფუნთუშეული, ბურღულეული

რეკომენდებულია: თეთრი მშრალი (წინა დღის გამომცხვარი) პური, თეთრი ორცხობილა, წყალზე მომზადებული ფაფები (მანანის, ბრინჯის, ქერის, წიწიბურას, შვრიის), მოხარშული ვერმიშელი ან წვრილად დაკეპილი მაკარონი.

არ არის რეკომენდებული: შავი პური, თეთრი ახალგამომცხვარი პური, ნაზუქი, ღვეზელი, ბლინი, საკონდიტრო ნაწარმი.

ბოსტნეული

რეკომენდებულია: კარტოფილი, სტაფილო, კიტრი, ჭარხალი, ადრეული გოგრა, ყაბაყი, სალათის ფურცლები, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული პუდინგი ან პიურე, წვრილად დაკეპილი კამა.

არ არის რეკომენდებული: უმი ბოსტნეული, ხახვი, ნიორი, ბოლოკი, თალგამი, მჟაუნა, ისპანახი, კონსერვები, მწნილეული, ცხარე სანელებლები: წიწაკა, მდოგვი, პირშუშხა, ძმარი.

ხილი, კენკრა

რეკომენდებულია: მწიფე, ტკბილი ჯიშები, გახეხილი, მოხარშული, ჟელე, მუსი

არ არის რეკომენდებული: ფორთოხალი, საზამთრო, ყურძენი, ბროწეული, გრეიპფრუტი, შინდი, ლიმონი, ქლიავი.

სასმელები

რეკომენდებულია: სუსტი ჩაი რძით ან ნაღებით, ასკილის ნახარში, ხილის, კენკრისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული წვენები, გახეხილი ხილი და კენკრა (ტკბილი ჯიშები), კომპოტები, კისელი.

არ არის რეკომენდებული: შავი ყავა, გაზიანი სასმელები, ბურახი.

იკრძალება: ღვინო, სპირტიანი და ძალიან ცივი სასმელები.