დიეტა პანკრეასის დაავადებათა დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიეტა პანკრეასის დაავადებათა დროს

დიეტა მწვავე პანკრეატიტის დროს

მწვავე პანკრეატიტის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ზოგჯერ საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც. სათანადო საექიმო დახმარების მიღების შემდეგ, წოლითი რეჟიმისა და ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტური თერაპიის პარალელურად, აუცილებელია განსაკუთრებული დიეტის დაცვა. დიეტა სამდღიანი შიმშილით იწყება. ამ სამი დღის განმავლობაში შეიძლება მხოლოდ 1-1,5 ლიტრი მინერალური წყლის (უმჯობესია ბორჯომისა, აუცილებლად უგაზოსი და თბილის) მიღება დღეში 4-5 ულუფად, ანუ ყოველ ჯერზე 200 მლ-ისა, ასევე - მაქსიმუმ 2 ჭიქა თბილი ასკილის ნახარშისა. 2-3 დღის შემდეგ ინიშნება 5-7-დღიანი განსაკუთრებული დიეტა, რომელიც მცირედ კალორიული უნდა იყოს, ცილებს ნორმის ფარგლებში შეიცავდეს, ხოლო ცხიმებსა და ნახშირწყლებს - შეზღუდული ოდენობით. განსაკუთრებით მკაცრად იზღუდება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი საკვები - თაფლი, შაქარი, ნამცხვრები, მურაბები და სხვა. უნდა გამოირიცხოს უხეში უჯრედისის შემცველი პროდუქტებიც. კვება 5-6-ჯერადი უნდა იყოს, მცირე ულუფებით, საკვები - თხევადი ან ნახევრად თხევადი, მოხარშული ან ორთქლზე მოშუშული, არავითარ შემთხვევაში - შემწვარი.

რა უნდა მიირთვას პაციენტმა:

  • ე. წ. ლორწოვანი სუპები - სხვადასხვა ბურღულეულის შემცველი (გარდა ხორბლისა), მომზადებული წყალზე ან ბოსტნეულის სუსტ (არაკონცენტრირებულ) ნახარშზე;
  • უცხიმო ხორცის (საქონლის, ფრინველის) კერძები - აუცილებლად სუფლეს ან ორთქლზე მომზადებული კატლეტის სახით;
  • უცხიმო თევზის კერძები - ასევე სუფლეს ან კატლეტის სახით;
  • თოხლოდ მოხარშული კვერცხი (არა უმეტეს 1-2 ცალისა დღეში) ან ორთქლზე მომზადებული ომლეტი;
  • შეიძლება ახალი ხაჭო, არ შეიძლება რძე;
  • ბოსტნეული - სასურველია პიურეს ან პუდინგის სახით;
  • ვაშლი (მხოლოდ არა ანტონოვკის ჯიშისა) - ორთქლზე მოხარშული;
  • ბაცი (სუსტი) ჩაი, მინერალური წყალი და ასკილის ნახარში.

კატეგორიულად იკრძალება:

ბოსტნეულის კონცენტრირებული (ძლიერი) ნახარშები, ბულიონები, ცხიმიანი ხორცი და თევზი, შემწვარ-მოხრაკული კერძები, უმი ხილი და ბოსტნეული, კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, ხახვი, სალათის ფურცლები, ისპანახი, ძეხვეული, შაშხი და კონსერვები, ნაყინი, ალკოჰოლი, ახალი თეთრი პური, საკაზმ-სანელებლები, გაზიანი სასმელები. გახსოვდეთ, მწვავე პანკრეატიტის დროს აუცილებელია დიეტის მკაცრი დაცვა!


დიეტა პანკრეასის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებათა დროს

დიეტის დაცვა აუცილებელია პანკრეასის ქრონიკულად მიმდინარე დაავადებათა დროსაც. ის სამკურნალო კურსის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს მდგომარეობის სტაბილიზაციას, აფერხებს პათოლოგიური პროცესის გამწვავებას და გართულებათა განვითარებას, ხელს უშლის ანთების პროგრესირებას. მკაცრად იკრძალება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები - თაფლი, შაქარი, კანფეტები, მურაბები, გაზიანი სასმელები, ასევე - ცხიმიანი საკვები. კერძი უნდა მომზადდეს ორთქლზე ან ღუმელში მოიშუშოს, სასურველია, მიიღოთ გახეხილი, მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად.

რა შეიძლება მიირთვას პაციენტმა:

  • წინა დღის პური, მაქსიმალურად გამომშრალი, მშრალი უსაფუვრო ნამცხვარი;
  • ვეგეტარიანული წვნიანები (კომბოსტოს გარეშე), ბურღულის სუპები (გარდა ხორბლისა), ცოტაოდენი კარაქითა და უცხიმო არაჟნით;
  • საქონლისა და ფრინველის მჭლე ხორცი და უცხიმო თევზი - მოხარშული, ორთქლზე მომზადებული ან ღუმელში მოშუშული;
  • ორთქლზე მომზადებული ომლეტი ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი (დღეში არა უმეტეს ორისა);
  • უცხიმო არამჟავე ხაჭო და ჩუმამაწონი;
  • უცხიმო ყველი (შეიძლება ჰოლანდიურიც);
  • კარაქი და რაფინირებული ზეთი;
  • ბურღულის ფაფები - შვრიისა, ბრინჯისა, წიწიბურასი (ხორბლისა - არა);
  • წყალში ან ნახევრად რძეში მოხარშული ვერმიშელი;
  • ვაშლი - არამჟავე, ორთქლზე მოშუშული;
  • ბოსტნეული - მოხარშული ან ორთქლზე მოშუშული, გახეხილი (სტაფილო, გოგრა, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, ნედლი ლობიო);
  • უშაქრო კომპოტი და კისელი;
  • ბაცი ლიმონიანი ჩაი, ხილისა და კენკრის უშაქრო წვენები (სასურველია წყლით განზავება), შავი მოცხარისა და ასკილის ნახარში.

არ შეიძლება:

ბულიონები (ნახარშები), ღორისა და ცხვრის ხორცი, შემწვარ-მოხრაკული, ხიზილალა, ძეხვეული, შაშხი, კონსერვები, ყავა, კაკაო, შოკოლადი, მაგარი ჩაი, ბოლოკი, თალგამი, ისპანახი, სოკო, კომბოსტო, პარკოსნები, უმი ბოსტნეული და ხილი, შტოში, საფუვრიანი ნამცხვრები, ცივი და ცხელი კერძები, ნაყინი, გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი.

გახსოვდეთ:

  • საკვები ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს. ქრონიკული პანკრეატიტის დროს დიეტის იდეალურ კომპონენტად მიიჩნევა ბოსტნეულის წვნიანები და პიურე. ისინი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით და მათ ადვილად ითვისებს ორგანიზმი. უმი ხილი და ბოსტნეული უნდა გამოირიცხოს, რადგან მათი ბოჭკოების მოსანელებლად ბევრი ფერმენტია საჭირო. სასარგებლოა კვერცხი, რადგანაც ის ცილებისა და ამინმჟავების წყაროა, ამასთან, არ იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვას.
  • ურეჟიმო და არარაციონალური კვება პანკრეასის დაავადებათა დროს იწვევს ტკივილის გამწვავებას, მადის დაქვეითებას, პროვოცირებას უწევს გულისრევასა და ღებინებას.

მთელი სიცოცხლე დიეტის დაცვა არ დაგჭირდებათ, თუ მას პერიოდულად და განსაზღვრული, შედარებით ხანგრძლივი ვადით დაიცავთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.