კვება დღესასწაულის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება დღესასწაულის შემდეგ

ასეთ დროს ამ სიმპტომებთან ბრძოლა უაზრო და სახიფათოა. ნაწლავის მიკროფლორის დარღვევამ შესაძლოა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გამოიწვიოს და მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მიკროელემენტების შეწოვა შეაფერხოს. ამიტომ მომქანცველ დიეტას სჯობია, განტვირთვის დღეები მოვაწყოთ. ასეთი დღეების მენიუ რამდენიმე ტიპისაა:

  • ხილისა, ბოსტნეულისა და შერეული;
  • ნახშირწყლოვანი, ცილოვანი, ცხიმოვანი და კომბინირებული;
  • ცილოვანი - ხორცისა, თევზისა, რძისა, ხაჭოსი ან შერეული;
  • ცხიმოვანი - მაწვნით ან არაჟნით.

უკიდურესი ვარიანტია ყოველკვირეული “თხევადი” შიმშილობა. განტვირთვა რეკომენდებულია კვირაში 1-2 დღე (მაგრამ არა ზედიზედ) პროფილაქტიკისთვის, ფორმის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის გასაწმენდად, აგრეთვე - ხანგრძლივი სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, თვეში 1-2-ჯერ. ცხიმოვანი, ხორცისა და რძის დღეები უკუნაჩვენებია კუჭ-ნაწლავისა და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების დროს. არ შეიძლება განტვირთვის დღეების მოწყობა ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში, ავადმყოფობის ან სისუსტის, მეტადრე - ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების, 1-ელი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს, ასევე - კრიტიკულ დღეებში. გახსოვდეთ ერთი წესი: წყალს ან წვენს ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე ნუ დალევთ - ერთი საათი მოითმინეთ. პირველი განტვირთვის დღე მოიწყვეთ მაშინ, როცა მეტისმეტად დატვირთული იქნებით. აირჩიეთ კვირის რომელიმე დღე, მაგალითად, ოთხშაბათი, და ეცადეთ, ყოველკვირა დაიცვათ ეს რეჟიმი. თქვენი ორგანიზმი სწრაფად დაიმახსოვრებს ამ ინფორმაციას. განტვირთვის დღეები კვირის შუაში ის ოქროს შუალედია, რომელსაც მშვიდად მიიღებს სხეულიცა და სამუშაო გრაფიკიც. განტვირთვის დღეების შერჩევისას ორიენტაცია უნდა აიღოთ თქვენს გემოვნებასა და ჩვევებზე. თუ თავს კარგად გრძნობთ, შეგიძლიათ, განტვირთვა კიდევ ორი დღე გააგრძელოთ. ამ შემთხვევაში პირველი დღე უმჯობესია ხორცისა იყოს, მეორე - ბოსტნეულისა. ამასთან, სვით ბევრი წყალი - დღეში არანაკლებ 2 ლიტრისა. ნახშირწყლოვანი განტვირთვისთვის შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც შეიცავს რთულ ნახშირწყლებსა და მცენარეულ უჯრედისს: შვრია, წიწიბურა, კიტრი, საზამთრო, ქლიავი, ვაშლის ნაკლებად ტკბილი ჯიშები ან ბოსტნეული და თხილი. დღეში 5-ჯერ დროის თანაბარი შუალედებით მიიღეთ ნებისმიერი ეს პროდუქტი - უმი, შემწვარი ან მოხარშული (მაგრამ დღეში არა უმტეს 1500 გრამისა). სვით უგაზო მინერალური წყალი. ცხიმოვანი განტვირთვა ასტიმულირებს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც შლის ცხიმს და ამუხრუჭებს ნახშირწყლების ცხიმებად გარდაქმნას. დღეში 5-ჯერ თანაბარი ულუფებით და დროის თანაბარი შუალედებით მიიღეთ 500 გ არაჟანი ან ნაღები (20%), დღეში 2-ჯერ დალიეთ ფინჯანი მწვანე ჩაი ან ასკილის ნაყენი. ცილოვანი განტვირთვა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ააქტიურებს ცხიმის დამშლელ ფერმენტებს. დღეში 4-ჯერ, თანაბარ ულუფებად და დროის თანაბარი შუალედებით, მიირთვით ნახევრად ცხიმიანი ხაჭო (150 გ) არაჟანთან (15 გ) ერთად ან დალიეთ მაწონი (250 მლ დღეში 6-ჯერ). დღეში 2-ჯერ შეიძლება დალიოთ 50 გ უშაქრო შავი ყავა. ხორცით განტვირთვისას მთელი დღის განმავლობაში თანაბარ ულუფებად და დროის თანაბარი შუალედებით მიირთვით 450 გ მოხარშული უცხიმო ხორცი, 3 ფინჯანი რძიანი უშაქრო ყავა და 2 ფინჯანი ასკილის ნაყენი ან მწვანე ჩაი. შუალედებში მიირთვით ვაშლი ან შავი ქლიავი. ბრინჯი ნაკლებად კალორიულია და სწრაფად ანაყრებს. ორგანიზმი იღებს ბევრ კალიუმს და ცოტა ნატრიუმს, რაც ხელს უწყობს ზედმეტი სითხის გამოდევნას. მოხარშულ უმარილო ბრინჯს დაუმატეთ სტაფილო და გარგარის ჩირი. თევზი დაგიცავთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტისგან, გაამაგრებს თვალის ბადურას. დილიდან საღამომდე მიირთვით მხოლოდ ცხიმიანი თევზი (ქაშაყი, ორაგული) - მის ცხიმში შემავალი მჟავა ომეგა 3-ის წყალობით დანაყრებას უფრო მალე იგრძნობთ.

გონივრული კომბინაცია

  • უცხიმო ხაჭოსა და მაწვნის (ან კეფირის) კომბინაციისას აიღეთ 3 ულუფა ხაჭო (150-150 გ) და 3 ულუფა მაწონი ან კეფირი (200-200 გ).
  • ერთმანეთს შეუთავსეთ მსგავსი შემადგენლობის პროდუქტები (ხორცი და თევზი; ხილი და ბოსტნეული). მაგალითად, ბრინჯისა და ვაშლის დღეს უნდა მიირთვათ 3 ულუფა (150 გ) ბრინჯი და 800-1000 გ უმი ან მოშუშული ვაშლი.
  • თუ არ გაქვთ ალერგია ციტრუსებზე, საუზმედ, სადილად და ვახშმად მიირთვით მხოლოდ ფორთოხალი ან დალიეთ ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი. ამ ციტრუსში ცოტაა კალორია (400 კკალ 100 გრამზე). სამაგიეროდ, ბევრია უჯრედისი, რომელიც დიდი ხნით კლავს შიმშილს. კანი შეიცავს პექტინს, რომელიც ნორმის ფარგლებში ინარჩუნებს სისხლში ქოლესტერინის დონეს.