კვება ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავების ფაზაში

სრულ გამოჯანმრთელებამდე გრძელდება დიეტა, რომლიც ხელს უწყობს კუჭუკანა ჯირკვლის მუშაობას. იზღუდება პროდუქტები, რომლებიც აძლიერებს კუჭის სეკრეციას, ასევე - ქოლესტერინის შემცველი საკვები. სასურველია კვება მცირე ულუფებით და ხშირად (დღეში 5-6-ჯერ).

აკრძალულია

ცხიმიანი ხორცი, ხორცისა და თევზის ნახარში, ერბოთი მომზადებული ცომის ნაწარმი, ახალი პურ-ფუნთუშეული, შემწვარი ხორცი და ბოსტნეული, ახალი რძე, პარკოსნები, კომბოსტო, თალგამი, ბოლოკი, ხახვი, მჟავე და მეტისმეტად ტკბილი ხილი, სუნელები, კონსერვები, ლორი და შაშხი, გაზიანი ცივი სასმელები, ალკოჰოლი, მაგარი ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადის ნაწარმი.

ნებადართულია

გამომშრალი ხორბლის პური, ბოსტნეულის წვნიანი ბურღულითა და მაკარონით, მჭლე ხორცის ფარში, კვერცხის ცილის ომლეტი, წყალში გაზავებული (1:1) რძე, რძემჟავა პროდუქტები, უცხიმო ხაჭო, სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, ყაბაყი, გოგრა, ძალიან მწიფე (ოღონდ მჟავე არა!) გაფცქვნილი ხილი, ბურღულეული, მაკარონი, ნაღების კარაქი, მცენარეული ცხიმი, ბაცი დაუტკბობელი ჩაი, ჩირის კომპოტი, ასკილის ნახარში.

სანიმუშო მენიუ

  • საუზმე: ორთქლზე მომზადებული ხორცის სუფლე, რძეზე მომზადებული ჰერკულესის ფაფა, ჩაი
  • სამხარი: ხაჭო, ბოსტნეულის წვენი (იმავე ოდენობის წყალში გაზავებული), ორცხობილა
  • სადილი: ბურღულის წვნიანი, ორთქლზე მომზადებული ხორცის ბლინები, ჩაშუშული ბოსტნეული, ახალი ვაშლი
  • მეორე სადილი: ცილის ომლეტი, 1 ჭიქა ასკილის ნახარში, ორცხობილა
  • ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი, სტაფილოს პიურე, ხაჭოს ნამცხვარი, ჩაი
  • ღამით: 1 ჭიქა მაწონი.

სადღესასწაულო სუფრა დიეტის გარეშე

საზეიმო სუფრაზე ბევრი მაცდური კერძია და მათზე უარის თქმა არც ისე იოლია. სალათები - ოლივიე, ცეზარი; შემწვარი ღორის ხორცი და კარტოფილი; თევზი ბოსტნეულის ქურქში. ზედმეტმა წონამ რომ არ შეგაწუხოთ, ჩართეთ რაციონში შემდეგი პროდუქტები:

შვრიის ფანტელი

მასში შემავალი უჯრედისი ცოცხივით “გამოგვის” ორგანიზმიდან წიდას. ოღონდ ნუ მოხარშავთ - მდუღარე წყალი დაასხით, დააცადეთ გაფუება და მიირთვით.

გრეიპფრუტი

გრეიპფრუტი შეიცავს ინოზიტოლს, რომელიც წვავს ცხიმს და ნარინგინს, რომელიც ხელს უშლის ცხიმის ათვისებას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

ოხრახუში

ოხრახუშში არსებული ეთერზეთები არეგულირებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას.

ლეღვი

ლეღვი შეიცავს ნახშირწყლებს და ენზიმფიცინს, რომლებიც იწვევს ხანგრძლივ დანაყრების გრძნობას, ხოლო ბალასტური ნივთიერებები საჭმლის მონელებას ასტიმულირებს.

ინფარქტისა და გულძმარვის საწინააღმდეგოდ

თუ გსურთ, არასოდეს შეგაწუხოთ გულმა, მიირთვით ბანანი! ერთი ბანანი შეიცავს 467 მლ კალიუმს, რომელიც აუცილებელია კუნთების (განსაკუთრებით კი გულის კუნთის) ძლიერებისა და სიჯანსაღისთვის. გარდა ამისა, ეს ეგზოტიკური ხილი აქვეითებს არტერიულ წნევას და, ყველაფერთან ერთად, ანეიტრალებს მჟავას, ამიტომ ძალიან სასარგებლოა გულძმარვის დროს. დაამატეთ დაჭრილი ბანანის რგოლები შვრიის ფაფას ან კარგად დაჭყლიტეთ (სულაც დააბლენდერეთ იოგურტთან ან რძესთან ერთად, დაამატეთ ნებისმიერი ხილის ცოტაოდენი წვენი და მიირთვით.