რატომ უნდა ჩავრთოთ ყოველდღიურ რაციონში რძის შრატი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ უნდა ჩავრთოთ ყოველდღიურ რაციონში რძის შრატი

ამასთან, შაქარი, რომელიც შრატის შემადგენლობაში შედის, რძის შაქარია და მას ადვილად ინელებს ორგანიზმი. რძის შრატი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი და ბევრ სხვა მინერალს.

რძის შრატი ეხმარება ორგანიზმს წიდების (ტოქსიკური ნივთიერებების), ქოლესტერინის და ჭარბი სითხის გამოდევნაში. რძის შრატი ნატურალური პროდუქტია და მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად, ვინაიდან შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ცილებს და თავისუფალია ზედმეტი კალიორიებისგან. რძის შრატი სრულად კლავს შიმშილის გრძნობას, რის გამოც მისი ჩართვა შესაძლებელია ნებისმიერ დიეტაში. ენერგეტიკული ღირებულება და სხვადასხვა მინერალური მარილების არსებობა უზრუნველყოფს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას ნებისმიერი დიეტის დროს.

რძის შრატი

- აუმჯობესებს თირკმელებისა და ღვძლის მუშაობას.

- ასტიმულირებს ნაწლავების ფუნქციონირებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიეტის დროს.

- გამოაქვს ორგანიზმიდან ჭარბი სითხე და ტოქსინები.

- შველის რევმატიზმსა და ჰიპერტონიას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.

- ამცირებს ანთებით პროცესებს (კანზე, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანზე).

-დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

- წმენდს კანს.

-ძალიან სასარგებლოა ფეხმძიმობისას.

- რძის შრატი მრავალი კოსმეტიკური პრეპარატის - კრემების, ლოსიონების, შამპუნების - წარმოებაში გამოიყენება. ის ყველაზე ეფექტური ნატურალური კოსმეტიკური საშუალებაა. რძის შრატით შეგიძლიათ გაიწმინდოთ სახის კანი. ასევე, რძის შრატი შეურიეთ უცხიმო ხაჭოში ფაფისებური მასის მიღებამდე. დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.