საქონლის ტვინი დელიკატესია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქონლის ტვინი დელიკატესია

საქონლის ტვინში უხვადაა აგრეთვე მაგნიუმი და კალიუმი, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს გულის მუშაობის ნორმალიზებისთვის. ბევრია კალციუმი, რკინა და იოდიც. საყურადღებოა, რომ საქონლის ტვინს ორგანიზმი რამდენადმე ძნელად ითვისებს. ის არც დიეტურია. მასში პროტეინები ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ხორცში, ამასთან, ბევრია ქოლესტერინი, რის გამოც ხშირად ჭამა რეკომენდებული არ არის, ზომიერი (მაგალითად, თვეში 2-3-ჯერ) მიღება კი ჯანმრთელობაზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს. ტვინში ბევრია PP, B1, B2, D, E ვიტამინები. 100 გრამი საქონლის ტვინი შეიცავს 9,5 გრამ ცილას, 9,5 გრამ ცხიმს, ნახშირწყლები კი მასში საერთოდ არ არის. საქონლის ტვინი დაბალკალორიულ პროდუქტებს მიეკუთვნება, რადგან 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება სულ 143 კილოკალორიაა.

რა უნდა იცოდეთ

საქონლის ტვინის ჭამის ერთადერთი უკუჩვენება ინდივიდუალური აუტანლობაა. მას საკმაოდ მკვრივი კონსისტენცია აქვს. მისი თერმული დამუშავებისთვის (მოსახარშავად თუ შესაწვავად) საკმარისია 20 წუთი. მაღალი ხარისხის საქონლის ტვინი უსუნოა. ყიდვისას უნდა დააკვირდეთ მის მთლიანობას - უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრუქტურა და დაუზიანებელი გარსი, რაც მთავარია, მასში არ უნდა იყოს სისხლის კოლტები. მომზადების წესი მარტივია. მთავარია, მომზადებამდე საგულდაგულოდ დაამუშაოთ, ზედაპირზე არსებული სისხლის კოლტები და სხვა მცირე ნაწილაკები (თუ, რა თქმა უნდა, აქვს) მოაშოროთ, მოათავსოთ ცივი წყლით სავსე ჯამში (როგორც ზოგიერთი სპეციალისტი გვირჩევს, 3-5 საათით) და პერიოდულად უცვალოთ წყალი. ამის შემდეგ მას უნდა მოაცილოთ გარსი და თუ სისხლის ნაწილაკები კიდევ შერჩა, თბილ წყალში ჩაუშვათ, რათა გაიხსნას და მოსცილდეს. თუ გსურთ, შემწვარმა ტვინმა თეთრი ფერი შეინარჩუნოს, წინასწარ ძმარი ან ლიმონის წვენი მოაპკურეთ. ზოგიერთი მზარეული საქონლის ტვინს თერმულ დამუშავებამდე ძმრიან წყალში აჩერებს. ასე რომ, თუ ჯერ არ გაგისინჯავთ საქონლის ტვინი, აუცილებლად დააგემოვნეთ!