კალიუმისა და მაგნიუმის დიეტა ჰიპერტონიული დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კალიუმისა და მაგნიუმის დიეტა ჰიპერტონიული დაავადების დროს

რომელშიც შედის კალიუმის მარილებით მდიდარი და ნატრიუმის მარილებით ღარიბი პროდუქტები (მათი თანაფარდობა ნაკლებია 8:1-ზე და არ აღემატება 14:1-ს). მეტისმეტად დიდი რაოდენობის კალიუმის მიღება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შესაძლოა, ტოქსიკური ეფექტი მოახდინოს. კალიუმის დიეტა ქიმიური შემადგენლობით სრულფასოვანი არ არის, ამიტომ დიდხანს არ გრძელდება. სადღეისოდ შემუშავებულია ამ დიეტის 4 ვარიანტი. თავდაპირველად ინიშნება I ვარიანტი, ხოლო მომჯობინების კვალდაკვალ პაციენტი მომდევნო ვარიანტებზე გადაჰყავთ.

აკრძალულია: ხორცისა და თევზის კონცენტრირებული ბულიონი, კონსერვები, შაშხი, ძეხვეული, ყოველგვარი საწებელი, მაიონეზი, სწრაფი კვების პროდუქტები, სუფრის მარილი. ნებადართულია: მოხარშული ხორცი, ბურღულეული (შვრია, ხორბალი), კარტოფილი, კომბოსტო, ხილი (ანანასი, მანდარინი) და კენკრა (ხურტკმელი, შავი მოცხარი), კურაგა, ქიშმიში, თხილი.

კალიუმის დიეტა

სანიმუშო მენიუ:

I ვარიანტი

საუზმე - 200 გრამი გამომცხვარი კარტოფილი, ვარდკაჭკაჭას ყავა ბრინჯის ნახარშით (1 ჭიქა)

სამხარი - ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი (1/2 ჭიქა)

სადილი - 200 გ კარტოფილის წვნიან-პიურე, 200 გ კომბოსტოს პიურე, ხილის წვენის ჟელე

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - 300 გ კარტოფილის პიურე, 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ღამით - 1/2 ჭიქა 20%-იანი გლუკოზის წყალხსნარი ლიმონის წვენით

II ვარიანტი

საუზმე - 200 გ გამომცხვარი კარტოფილი, 1 ჭიქა ვარდკაჭკაჭას ყავა რძით

სამხარი - 150 გ ხორბლის ფაფა, 1 ჭიქა ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი

სადილი - 200 გ კომბოსტოსა და კარტოფილის სუპ-პიურე, 200 გ კარტოფილის კატლეტი, ხილის წვენის ჟელე

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - ბრინჯის ფლავი ხილით (150 გ), 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ღამით - 1 ჭიქა 20%-იანი გლუკოზის წყალხსნარი ლიმონის წვენით

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება 25 გ წინა დღეს გამომცხვარი თეთრი პურის მიღება.

III ვარიანტი

საუზმე - 200 გ რძეში მოხარშული ხორბლის ფაფა ქიშმიშით, 1 ჭიქა ვარდკაჭკაჭას ყავა რძით

სამხარი - 1/2 ჭიქა ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი, 200 გ კარტოფილის პიურე

სადილი - 250 გ ბოსტნეულის წვნიანი ბრინჯით, 200 გრ კარტოფილის კატლეტი, ხილის წვენის ჟელე

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში ან სტაფილოს წვენი

ვახშამი - 1 ცალი ხორციანი ბლინი, 200 გ კარტოფილის პიურე

ღამით - 1/2 ჭიქა 20%-იანი გლუკოზის წყალხსნარი ლიმონის წვენით

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება 100 გ წინა დღეს გამომცხვარი თეთრი პურის მიღება.

IV ვარიანტი

საუზმე - 200 გ ცოცხალი კომბოსტოს სალათი, 200 გ წიწიბურას ფაფა, 1 ჭიქა ვარდკაჭკაჭას ყავა რძით

სამხარი - 1/2 ჭიქა ახალგამოწურული კომბოსტოს წვენი

სადილი - 250 გ კარტოფილის წვნიანი, 250 გ ხორციანი ფლავი, 100 გ ქიშმიში

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - 200 გ კარტოფილის კატლეტი, 40 გ მოხარშული ხორცი

ღამით - 1/2 ჭიქა 20%-იანი გლუკოზის წყალხსნარი ლიმონის წვენით

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება 250 გ წინა დღეს გამომცხვარი თეთრი პურისა და 30 გ შაქრის მიღება.

მაგნიუმის დიეტა

მაგნიუმიანი დიეტაც ჰიპერტონიული დაავადების შემთხვევაში ინიშნება 3-5 დღით. რაციონში შედის მაგნიუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები. ასეთი კვება ხელს უწყობს სისხლძარღვთა ტონუსის ნორმალიზებას, აუმჯობესებს შარდის გამოყოფას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. არსებობს მაგნიუმიანი დიეტის 3 ვარიანტი. თავდაპირველად I ვარიანტი ინიშნება, ხოლო მომჯობინებასთან ერთად პაციენტი შემდგომ ვარიანტებზე გადაჰყავთ. აკრძალულია: ხორცისა და თევზის კონცენტრირებული ბულიონი, კონსერვები, შაშხი, ძეხვეული, ყოველგვარი საწებელი, მაიონეზი, სწრაფი კვების პროდუქტები, სუფრის მარილი. ნებადართულია: სოია, თეთრი ლობიო, ასკილი, წიწიბურა, ხორბალი, ხორბლის ქატო, სტაფილო, თხილი, ნუში.

სანიმუშო მენიუ:

I ვარიანტი (1200 კკალ, შეიცავს 700 მგ მაგნიუმს)

საუზმე - 150 გ მოხალული წიწიბურას ფაფა, ლიმონიანი ჩაი

სამხარი - 1/2 ჭიქა სტაფილოს წვენი

სადილი - 250 გ ბორშჩი ხორბლის ლორწოვანი ნახარშით, 150 გ ბრინჯის ფლავი კურაგათი, 1/2 ჭიქა გამომშრალი შავი მოცხარის ნახარში

ნასადილევს - 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - 200 გ სტაფილოსა და ვაშლის კატლეტი

ღამით - 1/2 ჭიქა ცხელი რძე

II ვარიანტი (1415 კკალ, შეიცავს 997 მგ მაგნიუმს)

საუზმე - 350 გ მოხალული წიწიბურას ფაფა, ლიმონიანი ჩაი

სამხარი - 1/2 ჭიქა ტომატის წვენი

სადილი - 250 გ ბორშჩი ხორბლის ლორწოვანი ნახარშით, 55 გ ხახვში მოშუშული ხორცი, ვაშლი

ნასადილევს - 150 გ სტაფილოსა და ვაშლის სალათი, 1/2 ჭიქა ასკილის ნახარში

ვახშამი - 100 გ ხაჭო, 200 გ კომბოსტოს კატლეტი

ღამით - 1/2 ჭიქა ცხელი რძე

მთელი დღის განმავლობში შეიძლება 125 გრ უმარილო პურის მიღება.

III ვარიანტი (2460 კკალ, შეიცავს 1300 მგ მაგნიუმს)

საუზმე - 150 გ გახეხილი სტაფილო, 200 გ ხორბლის ფაფა, ლიმონიანი ჩაი

სამხარი - 200 გრ ჩირის კატლეტი, 1/2 ჭიქა ასკილის წვენი

სადილი - 250 გ ბორშჩი ხორბლის ლორწოვანი ნახარშით, 90 გ დაბეგვილი ხორცი, ლიმონით შეზავებული 150 გ ცოცხალი კომბოსტოს სალათი, 1 ჭიქა შავი მოცხარის კისელი

ნასადილევს - ვაშლი

ვახშამი - 200 გ სტაფილო-ვაშლის კატლეტი, 150 გ ნადუღის სუფლე, 1/2 ჭიქა ტომატის წვენი

ღამით - 1/2 ჭიქა ცხელი რძე

მთელი დღის განმავლობაში შეიძლება 250 გ უმარილო პურისა და 30 გ შაქრის მიღება.