როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი დიეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი დიეტა

მეორე ნახევარში დაფიქრდნენ. ამ პერიოდში განვითარდა ენერგეტიკულად დაბალანსებული კვების თეორია და

მასთან ერთად დაიბადა დიეტოლოგიაც - მეცნიერება კვების შესახებ. აქედან მოყოლებული, დიეტოლოგებმა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებისთვის შესატყვისი კვებითი რაციონები შექმნეს ფიზიკური დატვირთვის, კლიმატური გარემოსა და სხვა პირობების გათვალისწინებით. თანამედროვე დიეტა ჯანმრთელი ადამიანის კვების რეჟიმია, რომელიც შეეფერება მის პროფესიას, აღნაგობას, სქესს, ასაკს, კლიმატს და წელიწადის დროს. დიეტა საკვების მიღების წესთა ერთობლიობაც არის, რომელიც ითვალისწინებს საკვების ქიმიურ შემადგენლობას, ფიზიკურ მახასიათებლებს, კულინარიული დამუშავების წესებს, მიღების დროსა და შუალედებს.

სამკურნალო დიეტა

სამკურნალო დიეტა ავადმყოფისთვის განკუთვნილი კვების რეკომენდაციებია, რომლებიც სამკურნალო კვების საფუძვლებს წარმოადგენს. ასეთი დიეტების ამოსავალი წერტილი ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები, ფუნქციური, პათომორფოლოგიური ცვლილებები, ფერმენტული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებია. სამკურნალო დიეტის მთავარი დანიშნულებაა, ავადმყოფს მედიკამენტებსა და სხვა თერაპიულ ღონისძიებებთან ერთად კვების მეშვეობით გამოჯანმრთელებისთვის რაც შეიძლება ხელსაყრელი ფონი შეუქმნას. სამკურნალო დიეტის ორი ტიპი არსებობს:

I - დიეტა, რომელიც ინიშნება დაავადების მკურნალობის პროცესში. ეს საკუთრივ სამკურნალო კვებაა.

II - პროფილაქტიკური დიეტა. იგი მიზნად ისახავს მწვავე დაავადების ქრონიკულ ფორმაში გადასვლისთვის ხელის შეშლას ან უკვე არსებული ქრონიკული პათოლოგიის გამწვავების თავიდან აცილებას. მას პროფილაქტიკური დანიშნულება აქვს.

ამჟამად სხვადასხვა დაავადებისთვის შექმნილია სამკურნალო დიეტის 4 ძირითადი ტიპი, რომლებიც, ცალკეული პათოლოგიების თავისებურებათა გათვალისწინებით, 15 კლასად იყოფა.

1. დიეტა N1, N1ა - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

2. დიეტა N2 - ქრონიკული გასტრიტი, მწვავე გასტრიტები, ენტერიტები და კოლიტები, ქრონიკული ენტეროკოლიტები;

3. დიეტა N3 - სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ყაბზობა;

4. დიეტა N4, N4ა N4ბ, N4ც- დიარეით მიმდინარე ნაწლავის დაავადებანი;

5. დიეტა N5, N5ა - ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებანი;

6. დიეტა N6 - პოდაგრა, შარდმჟავა მარილების წარმოქმნით მიმდინარე დაავადებანი;

7. დიეტა N7, N7ა N7ბ - მწვავე და ქრონიკული ნეფრიტი (პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი);

8. დიეტა N8 - გაცხიმოვნება, სიმსუქნე;

9. დიეტა N9 - შაქრიანი დიაბეტი;

10. დიეტა N10 - სისხლის მიმოქცევის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადებანი;

11. დიეტა N11 - ტუბერკულოზი;

12. დიეტა N12 - ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი;

13. დიეტა N13 - მწვავე ინფექციური დაავადებანი;

14. დიეტა N14 - თირკმელკენჭოვანი დაავადება, რომლის დროსაც კენჭები უპირატესად ოქსალატებია;

15. დიეტა N15 - სხვადასხვა დაავადება, რომლებიც სპეციალურ დიეტებს არ საჭიროებს.

წონის საკორექციო დიეტები

წონის საკორექციო დიეტების ძირითადი ტიპებია:

  • შიმშილი. ორგანიზმს საკვები საერთოდ არ მიეწოდება, იკლებს საკმაოდ ინტენსიურად, ეფექტი თვალშისაცემია 1 კვირის შემდეგ. ხანმოკლე ერთდღიანი შიმშილი ორგანიზმის განტვირთვის მშვენიერი საშუალებაა, რომელიც სხეულს წმენდს. რაც შეეხება ხანგრძლივ შიმშილს, მართალია, ის წონის დაკლების საკმაოდ ეფექტიანი საშუალებაა, მაგრამ საშიშიც არის. მას ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.
  • დაბალკალორიული დიეტები - ეს დიეტების ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ჯგუფია. მათი დაცვის დროს ორგანიზმის ცხიმოვანი მარაგი იწვება რაციონის კალორიულობის სერიოზული შეზღუდვის ხარჯზე. დიეტები ეფექტიანია ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ ორგანიზმი ეჩვევა შეზღუდვებს და წყვეტს ცხიმოვანი მარაგის წვას. შედეგის შენარჩუნება შესაძლებელია მუდმივი ფიზიკური დატვირთვით და რაციონის მუდმივი კონტროლით.
  • უცხიმო დიეტები. ამ დროს შეზღუდვა მხოლოდ ცხიმებზე ვრცელდება: არ შეიძლება დღეში 30-40 გრამზე მეტის მიღება. დიეტის უპირატესობა ის არის, რომ მისი დაცვა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად საკმაოდ დიდხანს არის შესაძლებელი. ცხიმების სიმცირე ცხიმოვანი მარაგის თანდათანობით, ნელ წვას იწვევს. წონა თვეში 1-1,5 კგ-ით იკლებს. ამასთანავე, წონის კლება უცხიმო საკვების საკმაოდ დიდი ულუფის მიღების შემთხვევაშიც კი გრძელდება.
  • მონოდიეტები. ითვალისწინებს მხოლოდ ერთი პროდუქტის მიღებას. ყველაზე მეტად არის გავრცელებული ბრინჯის, ვაშლის, კეფირის, ხაჭოს მონოდიეტები. ისინი მოკლე ხანში 2-3 ჭარბი კილოგრამის მოკლების საშუალებას იძლევა, თუმცა მათი დაცვა მხოლოდ 3-5 დღეა ნებადართული.
  • მონტინიაკის მეთოდი. ფრანგი ფარმაკოლოგის მიშელ მონტინიაკის მეთოდი იმდენად დიეტა არ არის, რამდენადაც კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც მთელი სიცოცხლის მანძილზეა სასურველი. მის საფუძველს წარმოადგენს ნახშირწყლების "კარგ" და "ცუდ" ნაირსახეობებად დაყოფა. "კარგებს" ორგანიზმი ნაწილობრივ შლის და ინელებს, "ცუდებს" კი მთლიანად შეიწოვს, რაც ჭარბი წონის დაგროვებას განაპირობებს. მონტინიაკის პრინციპით კვებისას წონა ნელა მცირდება, სამაგიეროდ შედეგი საკმაოდ მყარია. ამასთანავე, მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერტონიის, თავისა და კუნთების ტკივილების განვითარების რისკი.
  • ცილოვანი დიეტები. საკმაოდ მკაცრი დიეტებია. მათი საფუძველია ცხოველური ცილებით მდიდარი პროდუქტები (ხორცი და თევზი). ხილისა და ბოსტნეულის მიღება იზღუდება. წონის დაკლება ნელა ხდება, სამაგიეროდ, შედეგია მყარი. ცილოვანი დიეტის დაცვა 3 კვირით და მეტი ხნით იწვევს თირკმელების მუშაობის შეფერხებას, სისხლში ქოლეტერინის დონის მატებას და კალციუმის დეფიციტს, ამიტომ მათი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, თანაც წელიწადში ერთ ჯერზე მეტად დაცვა რეკომენდებული არ არის.
  • ჰემოკოდი. ჰემოკოდის ანალიზი და ამის მიხედვით დიეტის შერჩევა დღეს გახდომის ერთობ მოდური მეთოდია. მისი არსია ორგანიზმის მიერ სხვადასხვა პროდუქტის ათვისების უნარის, სასარგებლო და მავნე პროდუქტების ინდივიდუალური განსაზღვრა. ჰემოკოდის მიხედვით ჩვეულებრივი კვებისას 2-3 კვირაში შესაძლებელია 2-5 კგ-ის დაკლება. გარდა ამისა, წესრიგდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ისეთ დაავადებებთან გამკლავების საშუალებას იძლევა, როგორიც არის ართრიტი, ასთმა, ჰიპერტონია, შაკიკი, ეგზემა.
  • ვეგეტარიანელობა. კვების ჯანსაღი რეჟიმია, თუმცა განსაზღვრულ კლიმატურ პირობებში ჯანმრთელობას ვნებს. რაც შეეხება ნაწილობრივ ვეგეტარიანელობას კვერცხისა და რძის პროდუქტების გამოყენებით, ის დასაშვებია, თუმცა წონის კლების მკვეთრად გამოხატული ეფექტი არ ახასიათებს.
  • ცხიმოვანი დიეტები. პოლონელი ექიმის იან კვასნევსკის იდეა თავისი პარადოქსულობით განსაცვიფრებელია, რადგან ეწინააღმდეგება დიეტური კვების აბსოლუტურად ყველა საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, თუმცა ზოგჯერ შედეგი ნამდვილად აქვს. ადამიანი იკვებება ცხიმით მდიდარი პროდუქტებით, ოდენობისა და დროის შეუზღუდავად. კვასნევსკი, რომელიც დღემდე პრაქტიკოსი ექიმია, ამტკიცებს, რომ ის ცხიმოვან დიეტებს არა მარტო სიმსუქნის, არამედ გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდაც კი წარმატებით იყენებს.

ფარმაკოდიეტა

ეს სიმსუქნისა და ჭარბი წონის ფარმაკოთერაპიაა, რომლის დროსაც ცხიმების შეწოვასა და ორგანიზმში მათ მეტაბოლიზმზე მედიკამენტური საშუალებებით მოქმედებენ.

ფარმაკოდიეტას ახასიათებს:

1. ფარმაკოთერაპია ეფექტიანია მხოლოდ პრეპარატების ხანგრძლივი ან მთელი სიცოცხლის მანძილზე მიღებისას, რადგან პაციენტები, რომლებიც კარგად რეაგირებენ წონის დასაკლებ პრეპარატებზე, მათი მიღების შეწყვეტისთანავე იმატებენ წონას.

2. პრეპარატების ხანგრძლივი მიღებისას რამდენადმე ძნელდება სიმსუქნის გამომწვევი ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა და მასთან ბრძოლა.

3. ისინი ყველაზე არ მოქმედებენ. თუ მათი მიღებიდან 4 კვირის განმავლობაში შედეგი არ გამოჩნდა, მათზე უარი უნდა თქვათ.

4. ფარმაკოთერაპია სიმსუქნის "მკურნალობა" არ არის. თანამედროვე პრეპარატებს აქვთ კლინიკური მნიშვნელობა, მაგრამ ისინი სიმსუქნის მიზეზებზე არ მოქმედებენ.

5. წონის საკორექციო პრეპარატები მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტიანი, თუ სპეციალურად დამუშავებული პროგრამის მიხედვით, სპეციალურ დიეტასთან ან ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად მივიღებთ.

წონის საკორექციო ქირურგია

წონის საკორექციო ქირურგია ითვალისწინებს ენდოსკოპიურ მანიპულაციას, რომლის დროსაც კუჭში წონის დასაკლები სპეციალური ბალონი თავსდება. ამ მიზნით ბალონის გამოყენების იდეა ორ დანიელ ექიმს - ოლე ნიებენსა და ჰენრიკ ჰარბოეს ეკუთვნის. 1982 წელს სწორედ მათ ჩაატარეს პირველი ოპერაცია, რომლის დროსაც პაციენტს კუჭში 250 მლ ჰაერით ავსებული რეზინის ბალონი ჩაუდგეს. იგი ორი მიმართულებით მოქმედებდა:

ამცირებდა კუჭის მოცულობას და პაციენტი გაცილებით ნაკლებ საკვებს იღებდა;

მოქმედებდა კუჭის რეფლექსოგენურ ზონებზე და იწვევდა დანაყრების შეგრძნებას.

ამჟამად არსებობს კუჭშიდა ბალონების რამდენიმე სახეობა, რომლებიც აქტიურად გამოიყენება წონის საკორექციოდ, თუმცა მათ შესახებ ცხარე დისკუსიები დღემდე გრძელდება.

ეკა ჭავჭავაძე

სამკურნალო დიეტები

პოპულარული დიეტები