რა ვჭამოთ 40 წლის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ვჭამოთ 40 წლის შემდეგ

1. შვრია

მასში არის ხსნადი უჯრედისი, რომელიც ამცირებს “ცუდი” ქოლესტერინის დონეს. შვრია ასევე შეიცავს უნიკალურ ანტიოქსიდანტებს (ავენანტრამიდი), რომელიც თავიდან გვაცილებს ათეროსკლეროზის საფრთხეს.

2. ალუბალი

ის ანტიოქსიდანტ ანტოციანის მდიდარი წყაროა. სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს ნიკრისის ქარი და ართრიტი. ამცირებს აგრეთვე შარდმჟავას დონეს.

3. ნუში

კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის პროფილაქტიკისთვის. ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. თუ ყოველდღიურ რაციონში 60 გრამ ნუშს შეიტანთ, ერთ თვეში სისხლში შაქრის დონე 9 პროცენტით შემცირდება.

4. ომეგა-3

ომეგა ცხიმები ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე მოქმედების ფართო სპექტრით გამოირჩევა. ისინი უჯრედებისთვის ენერგიის უმთავრესი წყაროა, აწესრიგებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას, მონაწილეობს ჰორმონების წარმოქმნაში და აძლიერებს მათ მოქმედებას, ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩაცხრობას და ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილებაც კი შეუძლია. გარდა ამისა, ეფექტურად გამოაქვს ორგანიზმიდან “ცუდი” ქოლესტერინი (რომელიც სისხლძარღვებს ახშობს) და იმავდროულად ზრდის “კარგი” ქოლესტერინის რაოდენობას, აქვეითებს სისხლის წნევას და ამცირებს არითმიას. ომეგა-3-ის საუკეთესო წყაროა ორაგული, სარდინი, სკუმბრია, თინუსი და ქაშაყი. თევზში შემავალი ნახევრად უჯერი ცხიმები ააქტიურებს მეხსიერებას, აუმჯობესებს აზროვნების უნარს.

5. სოია

სოია შეიცავს არაერთ სასარგებლო ნივთიერებას, მჟავასა და ზეთს. მის შემადგენლობაში შედის ტოკოფეროლი, ლინოლინის მჟავა, ჰოლინი და ლეციტინი, აგრეთვე _ ცილები და ნახშირწყლები. გარდა ამისა, სოია ვიტამინების ნამდვილი საგანძურია: მასში მოიპოვება კაროტინი, E, B6, PP, B1, B2 და B6 ვიტამინები. კვლევები მოწმობს, რომ სოიის ცილა არანაკლებ სასარგებლოა, ვიდრე რძისა და ხორცისა და მას შესანიშნავად ითვისებს ორგანიზმი. სოია აძლიერებს ძვლის ქსოვილს მენოპაუზის პერიოდში, ამცირებს ქოლესტერინს, აუმჯობესებს მამაკაცის ფერტილურობას (შვილოსნობის უნარს).

6. პომიდორი

პომიდორი საუკეთესო წყაროა ანტიოქსიდანტ ლიკოპინებისა, რომლებიც არა მარტო ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, არამედ მათ გამრავლებასაც აფერხებს და არტერიებსაც საიმედოდ იცავს ათეროსკლეროზისგან.

7. რძე

რძე ხელს უშლის კუნთოვანი მასის ასაკობრივ შემცირებას. მასში არსებული კალციუმი ძალზე მნიშვნელოვანია ძვლებისთვის. მამაკაცებისთვის კალციუმის დღიური ნორმაა 1000 მგ, ხოლო ქალებისთვის _ 1200 მგ. შეგახსენებთ, რომ 100 მლ რძეში 11 მგ კალციუმია. მენიუში აუცილებლად უნდა იყოს თხილეულიც.

8. ხაჭო

ასაკთან ერთად ძვლები მყიფდება, სახსრები სუსტდება, თავს იჩენს ართრიტი და ართროზი. ხაჭო, ისევე როგორც რძე, ხელს უწყობს კალციუმით ორგანიზმის მომარაგებას. მისი ცხიმიანობა, სასურველია, არ აღემატებოდეს 1 პროცენტს.

9. ქათმის ხორცი

მრავალი ბოდიბილდერი ირწმუნება, რომ ქათმის ხორცი მდიდარია ცილით. 200 გ ქათმის კანგაცლილი გულმკერდი შეიცავს 60 გ ცილას _ ადამიანის სადღეღამისო ნორმას. ქათმის ხორცი აუცილებელია კუნთოვანი ქსოვილისთვის და, რაც მთავარია, არ ასუქებს. ის წითელი ხორცის კარგი ალტერნატივაა, რადგან მხოლოდ ერთ გრამ ნაჯერ ცხიმს შეიცავს და, შესაბამისად, სისხლში ქოლესტერინის დონეზე გავლენას არ ახდენს.

10. ბოსტნეული და მწვანილეული

ისინი სასარგებლოა მათში შემავალი ვიტამინების გამო. მათი უმრავლესობა ნაკლებკალორიულია, ხოლო დანაყრების შეგრძნებას მალევე იწვევს. გარდა ამისა, ბოსტნეულსა და მწვანილში არსებული უჯრედისი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის სწორ ფუნქციობას, ებრძვის ყაბზობას, ორგანიზმიდან გამოაქვს საჭმლის მონელების დროს წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები.

კვირაში ერთხელ განტვირთვის დღის დაწესება, როცა მენიუში არც ხორცია და არც თევზი, საუკეთესო გზაა ორგანიზმის დასასვენებლად და ენერგიის რაციონალურად გასანაწილებლად. დღის განმავლობაში მხოლოდ წყლის სმა გაუმართლებელია, მით უმეტეს, რომ, ფსიქოლოგების აზრით, 40 წლიდან კრიზისული ასაკი იწყება და განწყობის ცვალებადობაც მრავალ პრობლემას წარმოშობს, კარგი განწყობისთვის აუცილებელი ჰორმონი სეროტონინი კი სწორედ დიეტოლოგების მიერ შერჩეულ პროდუქტებშია.