როგორ დავლიოთ ტეკილა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავლიოთ ტეკილა

ტეკილა უნდა იყოს არა ცივი, არამედ ზომიერად გრილი. მას სვამენ როგორც აპერიტივს ან დიჟესტივს, ესე იგი სუფრასთან დასხდომამდე მადის გასაღვიძებლად ან ნასადილევს თუ ნავახშმევს სიამოვნებისთვის. მექსიკაში მასთან ერთად მიაქვთ ნაციონალური კერძი გუაკამოლე (გუაცამოლე) - ავოკადოს რბილობის პიურე ცხარე სოუსთან ერთად. ტეკილას დალევა სხვადასხვანაირად შეიძლება. ყველაზე პოპულარული წესი ასეთია: ჭიქაში ასხამენ ტეკილას, გვერდით კი უდგამენ ლამბაქს ლაიმის ნაჭრებითა და მარილით (ლაიმის მომჟავო-მომწარო გემო შესანიშნავად ეხამება სასმელს); ხელისგულზე იყრიან ცოტაოდენ მარილს, ზემოდან აწვეთებენ ლაიმის წვენს, შეისრუტავენ, აყოლებენ ტეკილას და ლაიმის ნაჭერს. ტეკილა ერთბაშად უნდა გადაკრათ. თუ ლაიმი ხელთ არ გაქვთ, შეიძლება, ლიმონი დააყოლოთ. ზოგჯერ სიცხარისთვის მარილს წიწაკასაც ურევენ. ხშირად ტეკილას აყოლებენ სანგრიტას - სპირტიან სასმელს, რომელიც ლაიმის ან წითელი ფორთოხლის წვენის, წიწაკისა და პომიდვრის წვენისგან მზადდება. ის ხაზს უსვამს ტეკილას გემოს. არსებობს ტეკილას სმის “სწრაფი” წესიც: ის მიაქვთ ტონიკთან ერთად, ჭიქას ხელს აფარებენ და ანჯღრევენ, მერე კი ერთბაშად სვამენ. მექსიკურ ბარებში ხშირად იმართება შეჯიბრება ტეკილას სწრაფად და მოხერხებულად სმაში. არსებობს კიდევ ერთი რიტუალი: ლიმონს ორად ჭრიან, რბილობს იღებენ, ქერქს კიდეზე აყრიან მარილს და ყინულიანი ტეკილათი ავსებენ. ასეთი “ფიალით” სასმელს ზღურბლზე, ბარში შესვლამდე სვამენ. ტეკილასგან ამზადებენ კოქტეილებსაც. ყველაზე ცნობილი ასეთი კოქტეილი “მარგარიტაა”. ტრადიციული რეცეპტი შეიცავს ტეკილას, ფორთოხლის ლიქიორ კუანტროს და ლაიმის წვენს. არატრადიციულ ვარიანტებში შედის ანანასი, მარწყვი და სხვა დანამატებიც, თუმცა ტეკილა ამ კოქტეილის უცვლელი ინგრედიენტია. სამშობლოში ტეკილას ხშირად ამატებენ ყავას, როგორც ევროპაში - კონიაკს. მექსიკელები მას დილაობით, ჩაისთან ერთადაც სვამენ. ასეთი პოპულარობა სასმელმა გამახალისებელი, მატონიზებელი ეფექტის წყალობით დაიმსახურა.