მსხალი - სისხლძარღვების, ხველების, არითმეის, ნაღვლის ბუშტის წამალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მსხალი - სისხლძარღვების, ხველების, არითმეის, ნაღვლის ბუშტის წამალი

სხვათა შორის, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსხალი ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება.სინამდვილეში მასში შაქარი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაშლში.

მსხალი ხშირად უნდა მივირთვათ, მაგრამ სწორად. არ გირჩევთ მის ჭამას უზმოზე. არავითარ შემთხვევაში არ დააყოლოთ წყალი. ასევე არ არის სასურველი მისი მიღება ხორცთან ერთად და მარხვის დროს. ახლა ამ საოცარი ხილის თვისებებს გავეცნოთ:

I. მსხლის წვენი გამაჯანსაღებელი, ვიტამინებით გაჯერებული სითხეა. ის განსაკუთრებით სასურველია მათთვის, ვისაც მუცლის ღრუს სერიოზული პრობლემები აქვს.

II. მსხლის შემადგენლობაში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემა აქვს. კარგია "მსხლის დღის" მოწყობა კვირაში ორჯერ - ამ დღეებში 1,5-2 კგ მსხალი უნდა მიირთვათ.

III. ძველი ექიმბაშები მსხალს მაღალი სიცხის დროს აჭმევდნენ ავადმყოფებს.

IV. ძველად ამ ნაყოფს ჩეჩქვავდნენ, ნაჭერზე ათავსებდნენ და ჭრილობებზე იდებდნენ - მიაჩნდათ, რომ მსხალი იარებს აშუშებდა.

V. ძველარაბულ ნაშრომებში მითითებულია, რომ მსხალი ფილტვების საუკეთესო წამალია. იგი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს - არბუტინს, რომელიც მსხლის წვენსა და კომპოტს ანტიბაქტერიულ თვისებებს ანიჭებს.

VI. მსხალი კარგია მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს. ის ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, არ შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს და ამიტომაც მრავალ დიეტაში რთავენ.

VII. მნიშვნელოვანია მსხლის როლი საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებაში. ის აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თუმცა მის შემადგენლობაში შემავალმა უჯრედისმა შესაძლოა კუჭ-ნაწლავი ცოტათი კიდეც გააღიზიანოს.

VIII. მოხარშული და შემწვარი მსხალი უძველესი დროიდან ხველების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული.

IX. დამტკიცდა ისიც, რომ მსხალი ძალიან სასარგებლოა ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ქოლეცისტიტისა და გასტრიტის დროს: ყოველ დილით, წახემსების შემდეგ, 2 ცალი საშუალო ზომის მსხალი უნდა მიირთვათ.

X. მსხალი სასარგებლოა არითმიის დროს, ის არეგულირებს გულისცემას, რადგან მასში დიდი რაოდენობით კალიუმია.

ახლახან კი ექიმებმა, დიეტოლოგებმა და ფსიქოლოგებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ეს საოცარი ხილი დაავადებების დაძლევასთან ერთად განწყობილების გაუმჯობესებაშიც გვეხმარება.