ნაყინი, საზამთრო, ნესვი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაყინი, საზამთრო, ნესვი

ბოლო ორ ჯგუფს ხშირად მსუბუქსაც უწოდებენ. პლომბირი გამორჩეულად მაღალი ცხიმიანობის ნაყინია. მასში რძის ცხიმის შემცველობა 12-15 პროცენტამდეა. ეს ნაყინის ყველაზე კალორიული და მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარული სახეობაა. ნაღების ნაყინი მთლიანად ნაღებისგან არ არის დამზადებული, როგორც სახელწოდებამ შეიძლება გვაფიქრებინოს; უბრალოდ, მასში რძის ცხიმის შემცველობა, ისევე როგორც ნაღებში, 8-10%-ია. რძის ნაყინი შეიცავს მხოლოდ 3,5% ცხიმს, როგორც სტანდარტული რძე. მსუბუქ ნაყინში რძის ცხიმის შემცველობა მინიმალურია, ხოლო ზოგიერთ სახეობაში (მაგალითად, ხილის ყინულში) ცხიმი საერთოდ არ არის ან მხოლოდ მცენარეულია, ჩვეულებრივ, ქოქოსისა. ხილის ნაყინი უფრო ტკბილია, ვიდრე რძისა ან ნაღებისა - ის შეიცავს 30%-მდე შაქარს (ნაყინი, რომელიც რძეზეა დამზადებული, 12-20%-მდე შაქარს შეიცავს). მრავალ ქვეყანაში ნაყინს მხოლოდ ნატურალურ ხილს, კენკრას და ნატურალურ ან ნატურალურის იდენტურ არომატიზატორებსა და საღებავებს ამატებენ.

ნაყინის კვებითი ღირებულება

  • ნაყინი, ისევე როგორც ყველა სხვა რძის პროდუქტი, ორგანიზმს ამარაგებს რძის ყველა კომპონენტით - ცილით, ამინმჟავებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით.
  • რძის ყველა კომპონენტი ნაყინში ჰომოგენიზებული ფორმითაა (ცხიმოვანი ბურთულების ზომა მასში არ აღემატება 2 მიკრონს), რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ადვილი ასათვისებელია, უფრო ადვილი, ვიდრე ყველი და ნაღების კარაქი.
  • ნაყინი, განურჩევლად დანამატებისა (თხილი, კაკალი, ხილი, თაფლი და ა.შ.), ორგანიზმს აწვდის სასარგებლო ნივთიერებათა მთელ სპექტრს.
  • ზაფხულში, როცა რძის პროდუქტების ვარგისობა საეჭვოა, ნაყინს შეილება ვენდოთ, რადგან შენახვის ცუდ პირობებს ის ვერ ეგუება.
  • სიტკბო ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას და ამაღლებს განწყობილებას. უხეშად რომ ვთქვათ, ნაყინი გემრიელი ანტიდეპრესანტია.
  • ნაყინის ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები საუკეთესო საკვებია ტვინისთვის. მათ გარეშე სათანადო გონებრივ აქტივობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასე რომ, ნაყინი მოსწავლეებისა და სტუდენტების საუკეთესო მეგობარია.
  • ნაყინი მაღალკალორიული პროდუქტია, რომელსაც სწრაფად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ იდეალური საშუალებაა შიმშილის მოსაკლავად.

სიფრთხილის ზომები

ზოგიერთი დაავადების დროს ნებადართულია ნაყინის მხოლოდ განსაზღვრული სახეობა. მაგალითად, უნდა შეიზღუდოს ყოველგვარი ნაყინი, გარდა ხილისა და კენკრისა, როცა ძროხის რძე ადამიანში ალერგიას იწვევს, ხოლო შაქრიანი დიაბეტის დროს მხოლოდ სპეციალური დიაბეტური ნაწარმი შეიძლება მივირთვათ. ასე რომ, შეძენამდე ზედმიწევნით გაეცანით ეტიკეტს, რომელზეც მითითებულია პროდუქტის შემადგენლობა. ნაყინის მწარმოებლებთან კავშირი უნდა ჰქონდეთ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო ცენტრების კვების განყოფილებებს, რათა, მათი მითითებისამებრ, დამზადდეს ნაყინი სპეციალური რეცეპტით. მაგალითად, მეტაბოლური დაავადებებისა და ოსტეოპოროზის დროს რეკომენდებულია სპეციალური ნაყინი ადვილად ასათვისებელი კალციუმით. ის შეიძლება გემრიელი წამალი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, რომელსაც დარღვეული აქვს კალციუმის ცვლა. რა თქმა უნდა, ნაყინის მთავარი და ყველაზე მადლიერი მომხმარებლები ბავშვები არიან, მაგრამ როგორც არ უნდა ეხვეწოს პატარა მშობლებს, მისი გემო სამ წლამდე არ უნდა გაიგოს. ნაყინი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სამი წლის ბავშვს, რძისა უნდა იყოს. პირველ ხანებში უნდა ვარიდოთ დანამატებს, მათ შორის - თხილს, შოკოლადს. ნაყინი ბავშვმა ყოველდღე არ უნდა მიირთვას, კვირაში 2-3-ჯერ - შეიძლება. კუჭ-ნაწლავის, სანაღვლე გზების, ყელის მწვავე დაავადებების, დიაბეტის, რძეზე ალერგიის, ზედმეტი წონის შემთხვევაში ჯობს ბავშვს საერთოდ არ ვაჭამოთ ნაყინი. გვინდა, მოვუწოდოთ ნაყინის მწარმოებლებს, ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ნაყინის დამზადებას, რათა ზიანი არ მიაყენონ ადამიანების, განსაკუთრებით - პატარა მომხმარებელთა, ჯანმრთელობას, დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ნუ გამოიყენებენ საეჭვო ღირებულების დანამატებს, რძის შემცვლელებს, არომატიზატორებს და საღებავებს, ბიზნესინტერესებს და მოგებას ნუ შესწირავენ ყველაზე ძვირფასს - ჩვენი პატარების ჯანმრთელობას!


საზამთრო

საზამთრო 100%-ით დიეტური პროდუქტია. მისი 98% წყალია, ამიტომ საზამთრო დაბალკალორიულია - 100 გრამის ენერგეტიკული ღირებულება არ აღემატება 30 კილოკალორიას. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, მინერალურ ნივთიერებებს, ბეტა-კაროტინს. საზამთროს დიეტის მეშვეობით შეგიძლიათ მოკლე ხანში შესამჩნევად გახდეთ და გაჯანსაღდეთ. საზამთროს დიეტა ადვილი ასატანია. ზედმეტი წონისგან გათავისუფლება ხდება სითხის ინტენსიური გამოდევნის ხარჯზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხიმის ფენების შემცირებას და წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან. ამასთანავე, საზამთროს დიეტა არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. სასარგებლოა განტვირთვის დღის მოწყობა, რომლის განმავლობაშიც მიირთმევთ მხოლოდ საზამთროს და ერთ ნაჭერ შავ პურს. გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: 1 კგ საზამთროს რბილობი წონის ყოველ 10 კგ-ზე. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ექვსდღიანი შესვენების შემდეგ დიეტა შეგიძლიათ გაიმეოროთ, ოღონდ ამჯერად რაციონში ჩართეთ ყველი, დაუშაქრავი შვრიის ფაფა, უცხიმო თევზი და ბოსტნეული. საზამთრო წმენდს და ზედმეტი სითხისგან ცლის ორგანიზმს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გვაწვდის ადვილად ასათვისებელ შაქრებს, რკინას, ფოლიუმის მჟავას, მაგნიუმს, გვიცავს სისხლნაკლებობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეებისგან. საზამთრო მიჩნეულია სამკურნალო დიეტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, პოდაგრის, თირკმლისა და საშარდე გზების დაავადებების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, სიმსუქნის დროს, კენჭოვანი დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი უკუნაჩვენებია. ის აუცილებელია მათთვის, ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აქვს დანიშნული. ხალხურ მედიცინაში საზამთროს ღვიძლისა და ნაღვლის ბუტის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ. საზამთრო წმენდს ორგანიზმს წიდისგან, მარილებისა და ქვიშისგან, აჩქარებს ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნას და ამგვარად ცივი სეზონისთვის გვამზადებს.

ნესვი

ნესვი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. მასში ბევრია შაქარი (16-18%-ზე მეტი), სახამებელი, ჩ ვიტამინი (60 გრამამდე), ცილა, გარდა ამისა, შეიცავს კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებებს და მინერალურ მარილებს. გამოიყენება როგორც ცოცხალი ნაყოფი, ისე ჩირიც. ნესვისგან ამზადებენ მურაბას, ხილფაფას, ცუკატს, მარმელადს. მისი წვენისგან მზადდება ბექმეზი - ე.წ. ნესვის თაფლი, რომელშიც შაქრის შემცველობა 60%-ია. თესლის 25-30% საჭმელი ზეთია. ნესვი მრავალი დაავადების წამალია. ბევრი მას ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის წყაროდაც მიიჩნევს. ნესვი კიტრის უახლოესი ნათესავია. მისი რბილობის 90% წყალია. უკვე ჩამოთვლილ ნივთიერებებთან ერთად მის შემადგენლობაში შედის კალციუმი, რკინა, თუთია, ცხიმები, A, B, ჩ და P ვიტამინები, კაჟი. კაჟი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, თავის ტვინის ქერქის, ნერვებისა და შინაგანი ორგანოების მუშაობას. რკინის უხვი შეცველობის გამო ნესვი ააქტიურებს სისხლის შედედებას, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია აწუხებს. შეუცვლელია ქალის ორგანიზმისთვის კრიტიკულ დღეებში. ნესვს უნდა ერიდონ დიაბეტით დაავადებულები და მსუქნები, რადგან მასში ბევრია “მძიმე” შაქარი. თუ სამ ნაჭერზე მეტს შეჭამთ, უარყოფითად იმოქმედებს ნაწლავებზე. ნესვის რბილობი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს სეროტონინის - “ბედნირების ჰორმონის” - გამომუშავებას, ამიტომ უებარია მათთვის, ვისაც უგუნებობა ან დეპრესია აწუხებს. თუ მოწყენილი ხართ, შეჭამეთ ერთი ნაჭერი ნესვი, შეისუნთქეთ მისი არომატი და გუნება მაშინვე გამოგიკეთდებათ. ნესვის შემადგენლობაში შედის ნიკოტინის მჟავაც. მისი და ვიტამინების კომპლექსური მოქმედება სამმაგად ეფექტიანია: აუმჯობესებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას. კალციუმი უხდება ტვინსა და ნივთიერებათა ცვლას. ფოლიუმის მჟავა და რკინა მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს. ჩ და V ვიტამინები ახდენს ანტიოქსიდანტურ ეფექტს - ხელს უშლის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, რომლებიც უჯრედების კვდომას იწვევს. ამრიგად, ნესვი ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას გვიხანგრძლივებს. ნესვი სათუთად წმენდს ნაწლავებს, რაც უმალვე აისახება კანის ფერსა და მდგომარეობაზე. გულმკერდზე ნესვის რბილობის კომპრესი ხველას ამცირებს. თუ ასეთ კომპრესს ნატკენ ადგილებზე გაიკეთებთ, მალე მოგიშუშდებათ. არსებობს უბრალო ხალხური რეცეპტი, რომელიც სილამაზესა და ახალგაზრდობას შეგინარჩუნებთ: წვენსაწურში ჩაუშვით ნესვი (თესლითა და კანითურთ) და ნახევარი ჭიქა გამონაწური დააყოლეთ ერთ ულუფა ნესვს. თუ ძნელად ირუჯებით, შეგიძლიათ, მზის ეფექტურობა ნესვის დახმარებით გააძლიეროთ. მის შემადგენლობაში შემავალი ბეტა კაროტინი ხელს უწყობს ორგანიზმში პიგმენტ მელანინის წარმოქმნას და კანის გამუქებას. თანაბარი რუჯის მისაღებად საკმარისია, ყოველდღე მიირთვათ 300 გ ნესვი და 1-2 საათით მზეზე დაწვეთ. მას, ვისაც სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, ზოგი დიეტოლოგი სთავაზობს, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე მიირთვას 2 კგ (5 ულუფა) ნესვის რბილობი. ის აღადგენს ნივთიერებათა ცვლას, გაწმენდს ნაწლავებს და ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაგეხმარებათ. არსებობს ნესვის დიეტის რამდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთი ასეთია: სადილისა და ვახშმის ნაცვლად უნდა მიირთვათ ნესვი - 1 კგ სხეულის მასის 30 კგ-ზე. ამ დიეტის დროს რაციონიდან უნდა ამოიღოთ კარტოფილი, პური, მაკარონი და ტკბილეული. რეკომენდებულია უმარილო ბრინჯი, ბოსტნეულის სალათა, უცხიმო ხაჭო. დღეგამოშვებით შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული თევზი, კვერცხი ან 150 გ ქათმის ხორცი. სვით უშაქრო მწვანე ჩაი. მთელი დღის ულუფა ხუთად უნდა გაიყოს. ერთი შუადღისას მიირთვით, დანარჩენი ოთხი კი - ორ საათში ერთხელ. გაითვალისწინეთ: ეს დიეტა არ შეიძლება მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, კუჭის ან თორმეტგოჯას წყლული აქვს.