როგორ და რით ვიკვებოთ ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ და რით ვიკვებოთ ზაფხულში

ზაფხულში არასასურველია ცხიმიანი და მძიმე, ძნელად მოსანელებელი საკვების მიღება. უნდა შეიზღუდოს პურ-ფუნთუშეული, ხორცეული, განსაკუთრებით - ცხიმიანი ხორცი, აიკრძალოს ძეხვეული, ლორი და შაშხი. არც სწრაფი კვების ობიექტებში დანაყრებას გირჩევთ. სიცხე ერთგვარი გამოცდაა მთელი ორგანიზმისთვის. ადამიანს აწუხებს უმადობა, ჭამისთანავე კი სიმძიმის შეგრძნება ეუფლება, ამიტომ დიეტოლოგები გვირჩევენ, საკვები დღე-ღამის გრილ პერიოდებში მივირთვათ. ზაფხულში აუცილებლად უნდა დავიცვათ კვების სწორი რეჟიმი. სახელდობრ, ვისაუზმოთ 7-8 საათზე, ვისადილოთ შუადღემდე, უმჯობესია, 12 საათზე, ხოლო ვახშმობა საღამოს 6 საათს არ გადავაცილოთ. ვინც ცარიელი კუჭით დაძინებას არ არის ჩვეული, ძილის რეჟიმიდან გამომდინარე, 9-10 საათზეც შეუძლია მსუბუქად დანაყრება, მაგალითად, რძემჟავა პროდუქტებით. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ და, მით უფრო - ზაფხულში: კალორიების უმრავლესობა საუზმეზე უნდა მიიღოთ ანუ საუზმე სადილზე კალორიული უნდა იყოს, ვახშმისთვის განკუთვნილი რაციონი კი - დიეტური. სადღეღამისო რაციონის კალორიულობა ასე უნდა გაანაწილოთ:

  • საუზმე - 35%;
  • სადილი - 25%;
  • ვახშამი - 25%;
  • გვიანი დანაყრება - 15%.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, სიცხეში ენერგიაზე მოთხოვნა 5%-ით იკლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმს ნაკლებკალორიული საკვები სჭირდება. აქედან გამომდინარე, უარი უნდა ვთქვათ ცხიმიან ხორცზე, ბლინებსა და ტორტებზე, მაიონეზით შეზავებულ სალათებსა და ლორზე. თუ წელიწადის ცივ პერიოდში საუზმე, ტრადიციულად, ენერგიის სწრაფად მომცემ ნახშირწყლებთან ასოცირდება, ზაფხულში ნახშირწყლებით მდიდარი საკვები უმჯობესია სადილად მივირთვათ, ბოსტნეულის სალათები, ბრინჯი, წიწიბურა, კარტოფილი და წვნიანები - სადილად. კუჭის არეში სიმძიმის შეგრძნება არ შეგაწუხებთ, რადგან ასეთ ნახშირწყლებს ორგანიზმი ადვილად ითვისებს, მათი მონელებისას (ცილებსა და ცხიმებთან შედარებით) მინიმალურად წარმოიქმნება დუღილის პროდუქტები, ორგანიზმიდან მათი გამოდევნისთვის წყლის დანახარჯიც ნაკლებია, რაც ასე მნიშვნელოვანია სიცხეში. ამრიგად, ხორცეული და თევზეული ზაფხულში უმჯობესია საუზმედ ან ვახშმად მიირთვათ - საჭმლის მომნელებელ სისტემას მათი მონელება დღის გრილ პერიოდში უფრო გაუადვილდება. იმასაც შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება წყლით მომარაგება. ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას - ეს უკვე ორგანიზმის გაუწყლოების მანიშნებელია. ამის თავიდან ასაცილებლად საათში ერთხელ სვით, სულ მცირე, ნახევარი ჭიქა წყალი, განურჩევლად იმისა, გწყურიათ თუ არა.

მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული

ორგანიზმი ოფლთან ერთად, ჩვეულებრივ, ვიტამინებსა და მიკროელემენტებსაც კარგავს (განსაკუთრებით - წყალში ხსნად ვიტამინებს: ჩ-ს, B1-ს, B2-ს-, B6-ს და PP-ს). შედეგად ადამიანს მოდუნება, სისუსტე ეუფლება, უქვეითდება იმუნიტეტი, შესაძლოა, ვიტამინების ნაკლებობაც განუვითარდეს. ამის თავიდან ასაცილებლად მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული. ხილი უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. ნასადილევს, ჩაროზად და ძილის წინ შეჭმული, კუჭში დუღილის პროცესს უწევს პროვოცირებას, რაც არასასურველია და შესაძლოა, ცუდად დასრულდეს. ჩვეულებრივ კი, ორგანიზმი ყოველგვარ ხილს ადვილად ითვისებს, ამიტომ ზაფხულში ის საკვები რაციონის განუყოფელი კომპონენტი უნდა იყოს. ფასდაუდებელი სარგებლობა მოაქვს აგრეთვე ბოსტნეულს - ნებისმიერს, როგორც ცოცხალს (უმს), ისე ჩაშუშულსაც (თერმულად დამუშავებულს). ბოსტნეული იშვიათად აპროვოცირებს დუღილისა და ლპობის პროცესებს, ასე რომ თამამად მიირთვით. ნურც მწვანილს დაივიწყებთ. ის მხოლოდ საუცხოო გემოს კი არ ანიჭებს კერძებს, არამედ მიკროელემენტებისა და მარილების უნიკალური წყაროცაა ორგანიზმისათვის, ამ ნივთიერებათა მარაგის შევსებას კი ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც ოფლთან ერთად მათ დიდ ნაწილს ვკარგავთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში მაღალია ნაწლავური ინფექციების განვითარების რისკი, ამიტომ ჭამამდე ხილი, ბოსტნეული და მწვანილი საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ.

რას უნდა ერიდოთ კრემიან ნამცხვრებს

საკონდიტრო კრემი, ჩვეულებრივ, არ ითვალისწინებს თერმულ დამუშავებას, ასეთი გარემო კი დაავადების გამომწვევი ბაქტრიებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ასე რომ, ზაფხულში გამყიდველთა ჩვეულ ფრაზას: “სულ ახალია, ახლახან მივიღეთ”, - ნუ ენდობით, გახსოვდეთ, გარანტია იმისა, რომ ნაყიდი ნამცხვარი არ გაწყენთ, არ არსებობს, რადგან არ იცით, რამდენ ხანს და როგორ ტემპერატურულ რეჟიმში ელოდა მყიდველს ცილოვან-ცხიმოვან-შაქრიანი მასა. მშრალი ნამცხვრები კი თამამად მიირთვით.

უმ კვერცხს

სალმონელაზე საგანგაშო ინფორმაცია ზღაპარი არ გეგონოთ. ეს ბაქტერია მუცლის ტიფის გამომწვევია და, საზოგადოდ, შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს მთელ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. მაღალ ტემპერატურაზე სალმონელა განსაკუთრებით აქტიურდება, ამიტომ, თუ უმ კვერცხზე ზაფხულშიც ვერ ამბობთ უარს, გირჩევთ, მწყრისა მაინც მიირთვათ - მწყერი ამ ბაქტერიით შედარებით იშვიათად ავადდება. ფრთხილად მიირთვით რძის ნაწარმიც - მაღალი ტემპერატურა მათში მიკროორგანიზმების გამრავლებას ასტიმულირებს. უმჯობესია, რძემჟავა პროდუქტები - მაწონი, ჩუმამაწონი მიიღოთ. ისინი კლავენ წყურვილს, ანაყრებენ და მიკროელემენტებითაც ავსებენ ორგანიზმს.