კვების თავისებურებანი ზაფხულში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვების თავისებურებანი ზაფხულში

წესი 1-ელი

ზაფხულში სწორი კვების მთავარი წესია, მიირთვათ ის ახალი, ცოცხალი საკვები, რომელიც ჩვენი რეგიონისთვისაა დამახასიათებელი და არ მიეძალოთ ეგზოტიკურ ნაწარმს - ზღვის პროდუქტებსა და ხილს.

წესი მე-2

ალბათ გაგიგონიათ, რომ ცხელ სეზონზე ადამიანს უფრო ნაკლებად სჭირდება ცხოველური წარმოშობის ცილები, ვიდრე ცივ დროს. ზაფხულში ნივთიერებათა ცვლა შენელებულია და ცხოველქმედებისთვის ცოტა ენერგიაც გვყოფნის, არც მზის სინათლის უკმარისობის კომპენსირება გვჭირდება, ამიტომ ცხოველურ ცილებზე ორგანიზმის მოთხოვნაც ნაკლებია. სწორედ ეს უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საზაფხულო რაციონს ვადგენთ.

წესი მე-3

ზაფხულში საჭიროა სითხის გაძლიერებული მიღება. სვით ბევრი წყალი, დღე-ღამეში 1,5-2 ლიტრი მაინც. ვიმეორებთ: ეს მხოლოდ სუფთა სასმელი წყლის ოდენობაა და არამც და არამც არ გულისხმობს ჩაის, ყავას და გაზიან თუ ალკოჰოლიან სასმელებს.

წესი მე-4

ზედმიწევნით შეზღუდეთ ცხიმის რაოდენობა.

წესი მე-5

თუ ჯანმრთელობა საშუალებას გაძლევთ, სასურველია, ჩართოთ რაციონში მწარე სანელებლები, რომლებიც ასევე უწყობს ხელს ცხიმის წვას.

წესი მე-6

ზაფხულში განსაკუთრებით საზიანოა ჭარბი კვება. ერიდეთ მძიმე საკვებს. სადილად სავსებით საკმარისია ერთი თავი კერძი. დანარჩენი შეგიძლიათ მიირთვათ საღამოს, დღე-ღამის შედარებით გრილ პერიოდში. ერთი სიტყვით, ზაფხულში რეკომენდებულია სამის ნაცვლად ხუთჯერადი ტრაპეზი მცირე ულუფებით.

წესი მე-7

ჩართეთ რაციონში მეტი მხალეული და მწვანილი - ქინძი, ოხრახუში, მწვანე სალათა, ისპანახი, ჭინჭარი. ეს პროდუქტები ვიტამინების, მინერალებისა და ამინმჟავების ნამდვილი საბადოა.

წესი მე-8

წელიწადის ამ დროს ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს, ამიტომ სასურველია, გავზარდოთ რაციონში ნახევრად თხევადი საკვების, კერძოდ, ცივი წვნიანების წილიც.

წესი მე-9

მიირთვით მეტი რძის ნაწარმი: რძე, ყველი, ხაჭო, მაწონი. ზაფხული წელიწადის ის ერთადერთი დროა, როცა რძის ნაწარმის მიღება შეუზღუდავად შეიძლება, რადგან ის აგრილებს და ხელს უწყობს სითხის დაგროვებას, რაც ორგანიზმს დეჰიდრატაციისგან - გამოშრობისგან იცავს.

წესი მე-10

ეცადეთ, საკვები იყოს თბილი და მსუბუქი.

წესი მე-11

კარგია ბრინჯის, ხორბლის, შვრიისა და წიწიბურას ფაფები - გარდა იმისა, რომ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, ორგანიზმს ენერგიითაც ავსებს.

წესი მე-12

საზაფხულო მენიუს მთავარი კომპონენტები ცოცხალი და ცივი კერძებია, მათ შორის - კიტრის, ყაბაყის, კომბოსტოს, ჭარხლის, სტაფილოს, ჭინჭრის, მჟაუნას წვნიანები და სალათები.

ხილიდან განსაკუთრებით სასარგებლოა გარგარი, ბალი, ალუბალი, შავი ქლიავი, მარწყვი, ხენდრო. ვისაც კუჭი და ელენთა აწუხებს, უმჯობესია, ალუბალს ერიდოს, რადგან ძნელად მოსანელებელია, თუმცა ცოტ-ცოტას ჭამა შეიძლება. ყურძნის წვენი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ზაფხულში უმჯობესია წყალში გაზავებული სვათ.

წესი მე-13

ნებადართულია ღორის, ქათმის, ინდაურისა და კურდღლის ხორცი, ზღვის პროდუქტებს: მიდიებს, მოლუსკებს, კიბორჩხალებს და სხვებს - კი, გირჩევთ, ერიდოთ. თუ მაინცდამაინც, მიირთვით ნაკლებცხიმიანი მდინარის თევზი. ხორციანი კერძი კვირაში 2-ჯერ სავსებით საკმარისია. ერიდეთ შემწვარსა და მოხრაკულ ხორცს, განსაკუთრებით - ცხვრისას.

წესი მე-14

ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, მით უფრო - ლუდთან ერთად მაგარი სასმელების სმას. ეცადეთ, არ გიღალატოთ ზომიერებამ. ზაფხულში განსაკუთრებით საშიშია ალკოჰოლის მიღება ფიზიკურ დატვირთვამდე.

წესი მე-15

შემწვარს და შებოლილს შეძლებისდაგვარად ერიდეთ. მიირთვით უფრო მეტად მოხარშული, მოშუშული, გამომცხვარი. ხილისა და ბოსტნეულის მიღება კი ცოცხლად ჯობს.