რატომ გვინდება ღამით მაცივრის მონახულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ გვინდება ღამით მაცივრის მონახულება

თუ მაცივარში ღამის ლაშქრობები არ არის გამოწვეული სტრესითა და უძილობით, აუცილებელია დღის რაციონის მოწესრიგება. საკვების საკმარისი კალორაჟი, დაბალანსებული რეჟიმი (აუცილებელი რაოდენობით ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები), საკმარისი რაოდენობით სითხე დაგიცავთ დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობისა და გვიან ღამით ჭამის სურვილისაგან, რაც მშვიდი ძილის საწინდარია. რაციონში საკმარისი რაოდენობით ცილა ადამიანს დღის განმავლობაში სიმაძღრის გრძნობას უნარჩუნებს.

სასურველია, რომ ცილის შემცველი პროდუქტები თანაბრად იყოს განაწილებული საკვების ძირითად მიღებებზე (საუზმე, სადილი, ვახშამი). ფრინველის ხორცი, თევზი, ყველი, ხაჭო - ეს პროდუქტები მდიდარია ტრიპტოფანით, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება სეროტონინად და მელატონინად, რაც ხელს უწყობს ღრმა და კარგ ძილს, ამიტომ ისინი ვახშმობისას მიირთვით.

რეგულარული, წილადობრივი კვება ღამით ნაყროვანების პრობლემის მოგვარების დასაწისია. აუცილებლად დაიწყეთ დილა საუზმით. ის უნდა შეადგენდეს დღეღამის კალორაჟის 30%-ს. ბოლო კვება რეკომენდებულია დაძინებამდე 4 საათით ადრე.

საკვების ყოველ 3-4 საათში მიღება შიმშილის გრძნობის გაკონტროლების და პორციის ზომის დარეგულირების საშუალებას იძლევა.

ლალი ჩხიკვაძე