ეს დიეტების ყველა მიმდევარმა უნდა წაიკითხოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეს დიეტების ყველა მიმდევარმა უნდა წაიკითხოს

ისინი საჭიროა:

• შემაერთებელი ქსოვილისა და უჯრედთა მემბრანების ფორმირებისთვის

• კანქვეშა შრის შესაქმნელად (აღნიშნული შრე ორგანიზმს მექანიკური და ტემპერატურული ცვლილების ზემოქმედებისგან იცავს)

• შინაგან ორგანოებს შორის არსებული მაამორტიზებელი ჩანართების ფორმირებისთვის

• სისხლძარღვთა კედლების ელასტიკურობის შესანარჩუნებლად

• ცხიმში ხსნადი ვიტამინების შესათვისებლად

• გულის კუნთის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის

• კანის ტონუსის შესანარჩუნებლად

• ჰორმონთა (მათ შორის სასქესო) გამომუშავებისთვის.

სწორედ ცხიმის მნიშვნელოვანი რაოდენობა შედის ნერვული ბოჭკოებისა და თავის ტვინის უჯრედთა შემადგენლობაში. ცხიმების გარეშე წარმოუდგენელია ორგანიზმის მრავალი სისტემისა და ორგანოს ნორმალური ფუნქციობა.

სპეციალისტთა აზრით ზრდასრული ადამიანის სადღეღამისო საკვები რაციონი არ უნდა შეიცავდეს 30 გრამზე ნაკლებ ცხიმს. ცხიმების დეფიციტი დასაბამს აძლევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორებიცაა:

• კანის სიმშრალე და აქერცვლა

• კანისა და ლორწოვანი გარსების მგრძნობელობის მომატება

• თმის ცვენა, მისი სტრუქტურის რღვევა

• მეხსიერების გაუარესება, ყურადღების დეფიციტი

• მუდმივად სიცივის შეგრძნება (კანქვეშა ცხიმოვანი შრის განლევის გამო)

• მხედველობის დარღვევები.

ცხიმების დეფიციტის ფონზე იზრდება ალერგიულ რეაქციათა აღმოცენების რისკი, ხშირია თვალების ქავილი და სწრაფად დაღლა, თვალშიდა წნევის მომატება და გლაუკომის განვითარება, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა.

ასე რომ, გახდომის მიზნით უცხიმო დიეტების დაცვა ყოვლად გაუმართლებელია. საკვები რაციონი აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს სათანადო რაოდენობის ცხიმებითაც.

ყველაზე სასარგებლოა პოლიუჯერი ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტები. სწორედ ისინი უნდა იყოს ცხიმების ძირითადი წყარო (ცხიმიანი თევზი, მზესუმზირა, ნიგოზი, ზეთისხილი, მცენარეული ცხიმი-ზეთი). გარკვეული რაოდენობით საჭიროა ნაჯერი ცხიმებიც. მათ შეიცავს ხორცი და რძის ნაწარმი. ნაჯერი ცხიმების დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტების (ცხიმიანი ხორცი, ღორის ქონი, შებოლილი პროდუქტები და სხვა) მიღება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი, ხოლო ტრანსცხიმების შემცველი საკვები (ფასტ-ფუდი, ე.წ. სწრაფი კვება, ჩიპსები, კონსერვები და სხვა) საერთოდ უნდა გამოირიცხოს საკვები რაციონიდან.

ასე რომ ნუ შეუშინდებით ცხიმებს, პირიქით, თამამად მიირთვით ჯანსაღი და სასარგებლო ცხიმები!

თინათინ გოცაძე