ბურახი - გამაგრილებელი სასმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბურახი - გამაგრილებელი სასმელი

მომზადების წესი

ბურახისთვის ალაო უმჯობესია მომზადდეს მომინანქრებულ ჭურჭელში, რომელიც დაბზარული და ამოტეხილი არ არის. ალაოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ ხორბალი, ჭვავი ან ქერი. მარცვალს ვრეცხავთ თბილი წყლით და ვასხამთ ოთახის ტემპერატურის წყალს - იმდენს, რომ დაფაროს. ასე ვტოვებთ 5-6 დღით და დროდადრო ვურევთ. 2-3 დღის შემდეგ წყალი უნდა გადავღვაროთ, მარცვალი გავრეცხოთ და ისევ დავასხათ წყალი. როგორც კი გაღვივებას დაიწყებს, ამოვიღოთ წყლიდან და გავაშროთ ღუმელში 30-40 გრადუსზე. გამომშრალი მარცვალი უნდა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მერე კი ბლენდერში. მიღებული მასა შეიძლება გრილ და მშრალ ადგილას შევინახოთ. არ შეიძლება ალაოსთვის მდუღარე წყლის დასხმა, რადგან ირღვევა ფერმენტაციის პროცესი, იშლება ფერმენტები - ბიოლოგიური ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ დუღილის პროცესს.

როდისაა ბურახი მზად?

როგორც კი გაჩნდება ბუშტუკები, ქაფი, მომჟავო გემო, ნაყენი ფაქიზად გადაწურეთ, ძირში დარჩენილი სქელი მასა კი შეგიძლიათ მომდევნო ულუფის მოსამზადებლად გამოიყენოთ. გადაწურული ნაყენი შედგით მაცივარში, გააცივეთ და გემრიელად მიირთვით. ეს თეთრი კლასიკური ბურახია. ასევე შეიძლება ბურახის მომზადება ხილისა და კენკრისგან, პურისა და ორცხობილასგან.

ორცხობილას ბურახი

საჭიროა:

  • ჭვავის პურის ორცხობილა - 1 კგ;
  • შაქარი - 759 გ;
  • ქიშმიში - 50 გ;
  • პიტნისა და მოცხარის ფოთლები - 10-15 ცალი;
  • ალაო ან ლუდის საფუარი - 2-3 სადილის კოვზი;
  • წყალი - 11 ლ.

ორცხობილას დაასხით 10 ლ მდუღარე წყალი და 12 საათით გააჩერეთ. ცალკე 1 ლ წყალში მოხარშეთ პიტნისა და მოცხარის ფოთლები, 5 საათით დააყენეთ, გადაწურეთ, დაამატეთ შაქარი და საფუარი, აურიეთ ხის კოვზით, დაამატეთ ორცხობილას ნაყენი და დადგით, რომ იდუღოს. დაახლოებით 4 საათის შემდეგ, როცა ქაფს მოიკიდებს, გადაწურეთ და ჩაასხით ბოთლებში, ჩააყოლეთ ქიშმიში და 2 დღით შედგით მაცივარში.

ვაშლის ბურახი

საჭიროა:

  • ვაშლი - 1 კგ;
  • ანადუღარი წყალი - 5 ლ;
  • საფუარი - 50 გ;
  • შაქარი - 500 გ;
  • 1 ცალი ლიმონის წვენი.

თხლად დაჭერით ვაშლი, დაასხით გაგრილებული წყალი, 2-3 საათით გააჩერეთ და გადაწურეთ. დაუმატეთ საფუარი, შაქარი და ლიმონის წვენი. დატოვეთ დუღილისთვის ერთი დღე-ღამე, მერე ბოთლებში ჩაასხით და მაცივარში შედგით.

მარწყვის ბურახი

საჭიროა:

  • მარწყვი - 0,5კგ;
  • წყალი - 1,5 ლ;
  • საფუარი - 20 გ;
  • შაქარი - 8 ჩაის კოვზი;
  • 1/2 ლიმონის წვენი;
  • თაფლი - 2 სადილის კოვზი.

მწიფე მარწყვს დაასხით წყალი და აადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, გააგრილეთ, დაამატეთ საფუარი, თაფლი, შაქარი, ლიმონის წვენი და კიდევ 24 საათით დადგით. როცა ქაფი და ბუშტუკები გაუჩნდება, გადაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში და შედგით მაცივარში. ბურახი სასარგებლო სასმელია მთელი ოჯახისთვის. მოამზადეთ და ისიამოვნეთ ზაფხულის ცხელ დღეებში.