რომელი დიეტა ჯობია? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი დიეტა ჯობია?

ცილოვანი დიეტა

ეს წონის დაკლების ყველაზე სასიამოვნო მეთოდია, რადგან ამ დროს ნებადართულია ცხოველური წარმოშობის აბსოლუტურად ყველა პროდუქტის მიღება. მეცნიერებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ცხოველური ცილების მიღება წონის მნიშვნელოვან კლებას უწყობს ხელს. ამრიგად, შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი და სვათ რძე, ანუ თქვენი დღიური რაციონი მხოლოდ ცხოველური საკვებისგან უნდა შედგებოდეს. მცენარეული პროდუქტების არსებობა ცილოვანი დიეტის დროს უნდა დაივიწყოთ! რა თქმა უნდა, იკრძალება ცომეული და ტკბილეული - ამან შესაძლოა ყველაფერი წყალში ჩაგიყაროთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საკვები უნდა მიიღოთ ხშირად და მცირე ულუფებით, დღეში 5-7-ჯერ მაინც. ასეთი დიეტა მისაღებია მათთვის, ვინც ხორცზე უარს ვერ ამბობს. თუმცა ცილოვანი დიეტის დიდხანს დაცვა არ შეიძლება - ცხოველური ცილებით დატვირთული რაციონი მძიმე გამოცდაა ნაწლავისთვის, რომელიც ასეთ რეჟიმში დიდხანს მუშაობის შედეგად შესაძლოა გაზარმაცდეს. ასეთი რაციონის პირობებში რეკომენდებულია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, რადგან ის ნაწლავებს ჯაფას უმსუბუქებს.

ბოსტნეულის დიეტა

ამ დიეტის არსი მარტივია: უარი უნდა თქვათ ყოველგვარ კალორიულ პროდუქტზე და იკვებოთ მხოლოდ ბოსტნეულით. ამ შემთხვევაში რაციონი მკაცრად განსაზღვრული არ არის - შეგიძლიათ მიირთვათ იმდენი, რამდენიც გსურთ. შესაძლოა, რაციონი არც ისე გემრიელი და მრავალფეროვანი მოგეჩვენოთ, სამაგიეროდ, ასეთი დიეტა საკმაოდ ეფექტიანია.

რომელი ჯობია?

წონის სწრაფად დაკლების მსურველთათვის ბოსტნეულის დიეტა უფროა რეკომენდებული, რადგან ის ეფექტიანობასთან ერთად ძალზე სასარგებლოცაა ორგანიზმისთვის. ცილოვანი დიეტა მეტისმეტად ტვირთავს ორგანიზმს, ამასთან, შედეგის მისაღებად უფრო მეტი ხანია საჭირო. თუ სწრაფად დაკლება არ გჭირდებათ და გინდათ თანდათან გათავისუფლდეთ ჭარბი წონისგან, მაშინ, რა თქმა უნდა, ცილოვანი დეტა გიჯობთ.