ცხიმოვანი ქსოვილის დამშლელი პროდუქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხიმოვანი ქსოვილის დამშლელი პროდუქტები

ქოქოსის ძმარი ძალიან ჰგავს სხვა სახეობის ძმარს. მას, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იყენებენ. მასში ცოტაა კალორია და ნახშირწყლები. სამაგიეროდ, ქოქოსის ძმარი ბევრ მინერალურ ნივთიერებას (განსაკუთრებით კალიუმს) შეიცავს, რომელიც ორგანიზმს შაქრის კონტროლში ეხმარება და აჩქარებს ცვლით პროცესებს. დიეტოლოგები გვირჩევენ 1 სუფრის კოვზი ძმარი 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გავხსნათ, ამგვარად მივიღებთ "დილის სასმელს", რომლითაც დღის დაწყება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. შეიძლება ძმარი დავუმატოთ სალათებში.

დარიჩინი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ცხიმოვანი ჩანართების წარმოქმნას უშლის ხელს. ის ასევე აქვეითებს შაქრის დონეს. დარიჩინი შეიძლება დავუმატოთ ცხელ სასმელებს (ჩაი, ყავა) ან ფაფას.

ლამინარია საჭმლის მონელების პროცესების დამაჩქარებელი ნივთიერებების და იოდის საბადოა. იგი პოზიტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე.

რძე კურკუმით ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას, რაც ცხიმების მონელებაში ეხმარება ორგანიზმს. კურკუმა შებერილობასა და ნაწლავებში აირების წარმოქმნას უშლის ხელს.

ბროწეული მდიდარია უჯრედისით, რაც მინიმალური რაოდენობის კალორიების მოხმარებისას სიმაძღრის შეგრძნებას უზრუნველყოფს.

აბზინდის ჩაის კი შესანიშნავად გამოჰყავს სხეულიდან ტოქსინები და ხელს უწყობს ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლას. თუმცა მისი დალევა 4 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება, რადგანაც შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება.

ლალი ჩხიკვაძე