რატომ არ სუქდებიან ფრანგი ქალბატონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ სუქდებიან ფრანგი ქალბატონები

წარმოუდგენელია, მაგრამ ფრანგი ქალების მხოლოდ 7% აღენიშნება ჭარბი წონა. ამ ფენომენის მიზეზი - ფრანგული კვების ექვსი ელემენტარული წესია.

1.საკვებისგან უნდა მივიღოთ სიამოვნება.

ფრანგი ქალები დღეში 3-ჯერ ჭამენ. ვახშამი, როგორც წესი, სამი კერძითაა წარმოდგენილი, მაგრამ მცირე ულუფებად, ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით. ისინი ჭამენ ნელა, ყოველი კერძის დაგემოვნებით და საკვებზე კონცენტრირებით. ამასთან, ჭამის დროს, ტელევიზორის ყურებასა და გაზეთის კითხვას ტაბუ აქვს დადებული.

2. უარი მავნე წახემსებას!

იშვიათია ფრანგი ქალი, რომელსაც წესად აქვს, ძირითად კვებებს შორის, შოკოლადით, ჩიფსებით ან ორცხობილით თავის განებივრება. მაგრამ თუ მაინც დაინახავთ მის ხელში შოკოლადს, ეს იქნება მწარე შოკოლადი, კაკაოს დიდი რაოდენობითა და შაქრის მინიმალური შემცველობით.

3. ბევრი სითხის მიღება.

ამ ქვეყნის ქალები, ხელჩანთასაც კი ისე ირჩევენ, რომ მასში შეიძლებოდეს წყლის პატარა ბოთლის მოთავსება. წყალი ხომ ორგანიზმისთვის აუცილებელია, იგი გამოდევნის შლაკებს. დღეში უნდა დავლიოთ არა ნაკლებ 2 ლიტრი წყალი.

4.ყველაფერი დასაშვებია, მხოლოდ ზომიერად.

საფრანგეთში დიეტები არაპოპულარულია. აქ ქალები არ არიან ჩვეულები რაიმეზე უარი თქვან. ისინი ყველფერს მიირთმევენ, მხოლოდ ზომიერად. ფრანგი ქალი, დღეში 1-2 ბოკალზე მეტ ღვინოს არ დალევს. და თუ დღეს, იგი ვახშმად შოკოლადის მუსს მიირთმევს, ხვალ ადვილად გადავა იოგურტზე.

5.საკვები - სილამაზეა!

ფრანგი ქალები დიდ ყურადღებას უთმობენ ჭამის დროს არსებულ ატმოსფეროს. ვახშმის სუფრაზე ისინი არა მარტო ჭურჭელს დებენ ლამაზად, არამედ ცდილობენ დახვეწილად დაამშვენონ მაგიდა ყვავილებით, ხელსახოცებით და ა.შ. რათა საკვების ყოველი მიღება იყოს დღესასწაული არა მარტო კუჭისთვის, არამედ თვალისთვისაც.

6.არა ფიტნეს-ცენტრებს.

სპორტ-კლუბი ან ფიტნეს-სტუდია მათთვის ღამის კოშმარის ტოლფასია, თუმცა ამავდროულად, იგი ბევრს მოძრაობს: უამრავ პრობლემას აგვარებს ფიზიკური ძალისხმევით, დაუფიქრებლად ადის მე-5 სართულზე ლიფტის გარეშე და ბევრს მოძრაობს ფეხით.

ლალი ჩხიკვაძე