თევზის ქონი ცხიმოვან ჩანართებს შლის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თევზის ქონი ცხიმოვან ჩანართებს შლის

ის "ცხიმის დამგროვებელ" უჯრედებს, "ცხიმის დამწველებად" გარდაქმნის, რაც საშუალო ასაკში ჭარბი წონის პრობლემისგან გათავისუფლების საწინდარია.

როგორც ექსპერიმენტებმა აჩვენა, თევზის ქონი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რეცეპტორებს, სიგნალებს აგზავნის სიმპათიკური ნერვული სისტემით და "მომმარაგებელ" უჯრედებს ცხიმის გადამუშავებას აიძულებს.

თეთრი ცხიმი გარდაიქმნება ყავისფრად, რომელიც სითბური ენერგიის გამოთავისუფლების მიზნით, შლის ცხიმოვან ჩანართებს. ცნობილია, რომ პატარა ბავშვებს ბევრი ყავისფერი ცხიმი აქვთ, მაგრამ ზრდასთან ერთად, მისი კონცენტრაცია ქვეითდება, რაც სიმსუქნის განვითარების რისკს ზრდის.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მეცნიერები ალაპარაკდნენ ცხიმოვანი უჯრედების მესამე ტიპზე - ბაც ყავისფერ ცხიმებზე. ის ისევე მუშაობს, როგორც ყავისფერი და მისი კონცენტრაცია ასევე მცირდება, მხოლოდ საშუალო ასაკში. სპეციალისტებმა შეამოწმეს, შეიძლება თუ არა ბაცი ყავისფერი უჯრედების კონცენტრაციის გაზრდა, რაციონის შეცვლით.

ლაბორატორიული თაგვების ერთ ჯგუფს აჭმევდნენ ცხიმიან საკვებს, ხოლო მეორე ჯგუფის რაციონში დამატებული იყო თევზის ქონი. შედეგად, პირველთან შედარებით, მეორე ჯგუფის მღრღნელები 5-10%-ით ნაკლებად იმატებდნენ წონაში და 15-20%-ით ნაკლებად აღენიშნებოდათ ცხიმოვანი ჩანართები. სპეციალისტების აღმოჩენით, თეთრი ცხიმიდან ბაცი ყავისფერი უჯრედების ფორმირება მოხდა მაშინ, როდესაც გააქტიურდა სიმპათიკური ნერვული სისტემა.

ლალი ჩხიკვაძე

თევზის ქონი - წამალი ოკეანიდან