ექვსი პროდუქტი, რომლებიც მხედველობას შეგინარჩუნებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექვსი პროდუქტი, რომლებიც მხედველობას შეგინარჩუნებთ

კვეცხის გული

ზოგი კვერცხს საერთოდ არ ჭამს - კვერცხის გული ქოლესტერინის დონეზე უარყოფითად მოქმედებსო. კვერცხის შეზღუდვა საკვებ რაციონში მართებული არ არის. კვერცხის გული ლუთეინის ძირითადი წყაროა, ლუთეინი კი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ებრძვის თავისუფალ რადიკალებს. თუთიასთან ერთად (რომელიც ასევე უხვადაა კვერცხის გულში) ლუთეინი ხელს უშლის მაკულურ (ყვითელი ხალის) დეგენერაციას, რომელიც 65 წლიდან მხედველობის დაკარგვის ძირითადი მიზეზია.

რა სახით მივირთვათ კვერცხი? უმჯობესია, უმი. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია. ასეთ ადამიანებს შევახსენებთ, რომ ლუთეინს დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანილიც.

მწვანილი და ისპანახი

რა კერძსაც არ უნდა მიირთმევდეთ, ყოველთვის მიატანეთ ცოცხალი მწვანილი. ისპანახი, კომბოსტო, თალგამი და ფოთლოვანი მწვანილი მდიდარია არა მხოლოდ ლუთეინით, არამედ ზეაქსანთინითაც. ეს ნივთიერებები ამცირებს თვალის ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკს - ისეთებისა, როგორებიცაა ყვითელი ხალის დეგენერაცია და კატარაქტა. მწვანილი ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ მათში არსებულ ნივთიერებებს ისე ადვილად ვერ ითვისებს ორგანიზმი, როგორც კვერცხის გულის კომპონენტებს. გახსოვდეთ, თვალებს ანტიოქსიდანტები განსაკუთრებით სჭირდება. კარგი იქნება, თუ მწვანილს ჭამის წინ ზეითუნის ან ქოქოსის ზეთს მოასხამთ.

ცხიმიანი თევზი

ორაგული, სკუმბრია, თინუსი და ანჩოუსი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოც და, რაც მთავარია, ადვილი ასათვისებელი. ცხიმიანი თევზი, საზოგადოდ, მდიდარია ომეგა-3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. ამ მჟავებს შეიცავს თვალის ბადურა გარსი. პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის მშრალი თვალის სინდრომის აღმოცენებას, ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის განვითარებას. ოთხ-ოთხი ნაჭერი თევზი კვირაში ორჯერ საკმარისია მხედველობის შესანარჩუნებლად. თუ ზღვის პროდუქტები არ გიყვართ, აუცილებელია მჟავების მისაღებად საკვებ რაციონში თევზის ქონის ჩართვა.

კენკრა და ციტრუსები

კენკრა (განსაკუთრებით - მოცვი) თვალებისთვის მეტად სასარგებლოა, რადგან მდიდარია A, C, E ვიტამინებითა და თუთიით. A ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანეიტრალებს მავნე რადიკალებს და აფერხებს თვალების ანთებას. C ვიტამინი ხელს უშლის თვალის შიდა წნევის მომატებას და ამიტომ გლაუკომის პროფილაქტიკის საშუალებად არის მიჩნეული. E ვიტამინი კატარაქტის აღმოცენებას აბრკოლებს. თუთიაც მეტად მნიშვნელოვანი მინერალია. ის ქათმის სიბრმავისაგან გვიცავს. თვალებისთვის სასარგებლოა ციტრუსებიც, რადგან უხვად შეიცავს C ვიტამინს.

სტაფილო

სტაფილო და სხვა ნარინჯისფერი პროდუქტები (გოგრა, მანგო და სხვა) აუმჯობესებს თვალების ჯანმრთელობას. ასეთი ხილი თუ ბოსტნეული მდიდარია ლუთეინითა და ბეტა-კაროტინით. ბეტა-კაროტინი A ვიტამინის პროვიტამინია, A ვიტამინი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვალებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია.

ნუში

ნუში, ნიგოზი და თხილი მდიდარია E ვიტამინით, ეს უკანასკნელი კი ხელს უშლის მაკულის დეგენერაციას, გვიცავს კატარაქტის განვითარებისგან. თუ ყოველდღე მიირთმევთ ერთ მუჭა ნუშს, E ვიტამინის რეკომენდებული დღიური ულუფის ნახევარს მიიღებთ. თუ რაციონში რეგულარულად ჩართავთ კენკრასა და E ვიტამინით მდიდარ სხვა საკვებს, თვალების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ვიტამინის ნორმას ადვილად შეივსებთ.

გაითვალისწინეთ სპეციალისტთა რჩევები, მიირთვით სასარგებლო პროდუქტები და დაიცავით მხედველობა!