სიცილი სრულფასოვან ვარჯიშს უტოლდება
შეუკავებელი, ისტერიული სიცილი საათში 120 კალორიას წვავს. იგივე ხდება ზომიერი ტემპით სიარულის დროს. ჩვეულებრივ, ნამდვილი გულიანი სიცილი საათში 100 კალორიას წვავს, ხოლო ხითხითი 20 კალორიამდე.
ზოგადად, სიცილს ტონუსში მოჰყავს პრესის კუნთები. კერძოდ, მუცლის შიგნითა ირიბი კუნთი სიცილის დროს უფრო აქტიურდება, ვიდრე პრესის ვარჯიშების დროს. სიცილი იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
თუმცა, სპორტდარბაზში სიარულს კომედიის ნახვა ვერ ჩაანაცვლებს.
ლალი ჩხიკვაძე