ჯანსაღი დიეტა სასარგებლო საკვებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანსაღი დიეტა სასარგებლო საკვებით

სამივე ბოსტნეული იმითაა უნიკალური, რომ “ქამელეონია” ანუ შეუძლია, მიიღოს იმის გემო, რასთან ერთადაც ამზადებენ.

კალორიების მინიმალური და ფასეული ნივთიერებების დიდი რაოდენობის გამო ყაბაყი, ცუკინი და პატისონი, სურვილისამებრ, შეიძლება მივირთვათ პირველ ან მეორე კერძად და დესერტადაც კი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რასთან ერთად მოვამზადებთ მათ.

იერუსალიმური არტიშოკი

გოგრისებრთა ოჯახის ამ მზეთუნახავს საოცარი ფორმა აქვს - თეფშს ან ყვავილს მოგვაგონებს. თავისებური გემოს გამო პატისონს იერუსალიმურ არტიშოკსაც ეძახიან. მას ორგანიზმიდან “ცუდი” ქოლესტერინის გამოდევნა შეუძლია. მასში არსებული ლუთეინი სისხლში მოხვედრისას ანტიოქსიდანტივით მოქმედებს - ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.

ლუთეინი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მხედველობაზე. ყველაფერი, რაც ყაბაყისგან მზადდება, პატისონითაც შეიძლება მოვამზადოთ, მაგრამ დიეტის დროს ნაკლებმარილიანს ვერაფერი შეედრება. ამ ბოსტნეულის კერძების გემო არაფრით ჩამოუვარდება სოკოსას.

სასარგებლო და იაფი

ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.

ყაბაყის ახალგამოწურული წვენი გაცხიმოვნებას ამუხრუჭებს. დიეტოლოგები ამ წვენს ურჩევენ მათ, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს.

გინდათ გახდეთ, მაგრამ მრავალფეროვანი კვება გიყვართ? ყაბაყისა და ცუკინის კერძები სწორედ სათქვენოა. ყველაფერი თქვენს ხელთაა! გემოვნებისამებრ, მოამზადეთ ხიზილალა, მაჭკატები, წვნიანი, სალათა, ომლეტი. ეს დაბალკალორიული კერძები ჭარბი წონის მოშორებაში და ორგანიზმიდან წიდის გამოდევნაში დაგეხმარებათ. ეს ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ გემრიელია, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის შრომის ნაყოფიერებას.

ერიდეთ ფქვილში ამოვლებულ და შემწვარ ბოსტნეულს. საუკეთესოა ისეთი კერძები, რომლებშიც ისინი ერთგვარი ღრუბლის როლშია და ცხიმის შემცირებას ემსახურება. აჯობებს, თუ მათ საკუთარ წვენში მოამზადებთ. რაგუში ყაბაყი და პატისონი შესანიშნავად ერწყმის ხორცს.

გოგრის ჯანმრთელობის ასოციაცია

ყაბაყი მდიდარია კალიუმის მარილებით, სპილენძით, C ვიტამინით. ძალიან სასარგებლოა სისხლნაკლებობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

გოგრის შემადგენლობაში შემავალი კაროტინოიდები, პექტინები, უჯრედისი, ვიტამინები, მაკრო- და მიკროელემენტები აუმჯობესებს მეხსიერებას და ძალას მატებს ორგანიზმს.

პატისონის რბილობი შეიცავს შაქარს, პექტინოვან ნივთიერებებს, ჩ, A, B1, B2, PP ვიტამინებს. რეკომენდებულია გაცხიმოვნების, ჰიპერტონიის დროს.

ყაბაყის ოლადები

საშუალო ზომის ყაბაყი და მოზრდილი ხახვი გახეხეთ მსხვილად. წვენი გადაღვარეთ. ფაფას შეათქვიფეთ კვერცხი, გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილითა და წიწაკით. დაურთეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი. შეიძლება დაამატოთ წვრილად დაჭრილი კამა და ოხრახუშიც. კარგად აურიეთ და ზეთში შეწვით.

ბოსტნეულის რაგუ “მოზაიკა”

ცუკინი და ყაბაყი დაჭერით კუბებად, სტაფილო და წიწაკა - ჩხირებად, ხახვი დაკეპეთ და ოდნავ შებრაწეთ ზეთში. გადაიღეთ მაღალკედლიან ჭურჭელში, დაკეპეთ 2-3 პომიდორი და დაუმატეთ. შუშეთ თავდახურული 5-7 წუთის განმავლობაში. გემოვნებისამებრ შეაზავეთ მარილით, წიწაკითა და მწვანილით.

“თეთრი სოკოები”

ქილაში ჩაყარეთ კამა, შავი მოცხარის ფოთლები და პირშუშხა, 2-3 კბილი ნიორი და 5-7 მარცვალი წიწაკა. ჩააწყვეთ ახალგაზრდა პატისონი (რაც უფრო წვრილია, მით უფრო გემრიელია), დაასხით მდუღარე მარილწყალი (1 სუფრის კოვზი მარილი და 1 ჩაის კოვზი შაქარი 1 ლიტრ წყალზე) და დადგით სითბოში ერთი დღე-ღამით. შეინახეთ გრილ სათავსში.