რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მართლა სასარგებლოა თუ არა ე.წ. სასარგებლო პროდუქტები
მართლა სასარგებლოა თუ არა ე.წ. სასარგებლო პროდუქტები
ზოგჯერ იმის გარკვევა, რამდენად სასარგებლოა პროდუქტი, ძნელი ხდება. პროდუქტები წარწერით: "შაქრის დაბალი შემცველობა", "ნახშირწყლების დაბალი შემცველობა" ან "ნატურალური" შეიძლება მავნე არჩევანი აღმოჩნდეს.

შაქრის შემცვლელის (აგავას სიროფი, ქოქოსის შაქარი) შემცველი პროდუქტები მავნებელია და ჩვეულებრივ შაქარზე ნაკლებად უსაფრთხო არ არის. რაციონში დიდი რაოდენობით შაქარი ჭარბ წონასა და კარიესს იწვევს. თავისთავად პროდუქტები "შაქრის გარეშე" მაინც მაღალი კალორიულობით გამოირჩევა. შედარებისთვის, 100 გრამი თეთრი შაქარი შეიცავს 406 კალორიას, აგავას სიროფი კი 310 კალორიას.

გარდა ამისა, სხვადასხვა საკვები და ვიტამინიზირებული სასმელი შეიცავს
You must have Flash Player installed in order to see this player.
შაქარს და კალორიულობაც მაღალი აქვთ. სჯობს ჩვეულებრივი წყლის მიღება. გემოვნებითი შეგრძნებების გასამრავალფეროვნებლად, წყალს შეიძლება დავუმატოთ სხვადასხვა ხილი ან ბოსტნეული.

კიდევ ერთი "სასარგებლო" პროდუქტი ბოსტნეულის ჩიფსია, რომელშიც ჭარბადაა მარილი, სხვადასხვა ემულგატრი და არომატიზატორი, რომლებიც გარდა მავნეობისა, კალორიულიცაა.

ცალკე საკითხია ე.წ. სასარგებლო, ენერგეტიკული თხილისა და ხილის ბატონები - მათშიც დიდი რაოდენობითაა შაქარი.

დიეტოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ცხიმის დაბალი შემცველობის იოგურტი, ასევე ჭარბად შეიცავს შაქარს.


ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანსაღი კვების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები გვირჩევენ, რაც შეიძლება ბევრი კიტრი მივირთვათ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს პროდუქტი ორგანიზმს ჭარბად მიღების შემთხვევაშიც კი არ ვნებს (პირიქით, ძალიან სასარგებლოა) და მეორეც, ის კალორიებს არ გვმატებს.
ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები ოდითგანაა ცნობილი. ის აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უშლის დემენციის განვითარებას.
ყავა დილის ყველაზე პოპულარული სასმელია. ზოგიერთისთვის ყავის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენელია. ბევრს ფინჯანი ყავა ცივ შხაპზე ნაკლებად როდი აფხიზლებს. თუმცა, ავსტრალიელი დიეტოლოგების აზრით, დილის ყავის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია.
ჩინელი მკვლევარების განმარტებით, წითელი წიწაკის რეგულარულად გამოყენება (არა ჭარბი რაოდენობით, არამედ სანელებლის სახით) მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამ განცხადების საფუძველს მათ მრავალწლიანი ფართომასშტაბური კვლევის შედეგები აძლევს.
ხშირად ქოქოსის ცხიმს სასარგებლო, კოსმეტოლოგიასა და კულინარიისთვის შესაფერის პროდუქტად წარმოაჩენენ. თუმცა, ამერიკის კარდიოლოგიის ასოციაციის უკანასკნელი კვლევა ქოქოსის ცხიმის სასარგებლო თვისებებს ეჭვქვეშ აყენებს.
ადამიანსა და სხვა ძუძუმწოვრებს ორი ტიპის ცხიმოვანი უჯრედები აქვთ - თეთრი და მურა. სწორედ თეთრ ცხიმოვან უჯრედებთანაა დაკავშირებული სიმსუქნე და ჭარბი წონა, მაშინ, როდესაც მურა უჯრედები აქტიურად ეხმარება ორგანიზმს ენერგიის დეფიციტის შევსებასა და კალორიების დაწვაში.
17 მაისი 2017
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
27 აპრილი 2017
მამაკაცები, რომლებსაც ქრონიკული შფოთვა აღენიშნებათ, 2-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც ფსიქიკური დარღვევები არ აწუხებთ. ამაზე მეტყველებს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
აშშ-ის რამდენიმე შტატში ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ დასაქმებულთა ნახევარზე (60 %-ზე) მეტი სამუშაო დღეების ყველაზე დიდ მინუსად მიღებულ სტრესს ასახელებს. გამოკითხულთა 25 %-ს მიაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას სამუშაო პირობები ახდენს.
ალკოჰოლის მოხმარება მრავალი დაავადების პროვოცირებას უწყობს ხელს. ეთანოლის გარდა, ალკოჰოლური სასმელების შემადგენლობაში შეიძლება სხვა მავნე ნივთიერებებიც იყოს. განსაკუთრებით საყურადღებოა, ზოგიერთი სახეობის სპირტიან სასმელში, შაქრის მაღალი შემცველობა, რაც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის განვითარებას იწვევს.
რეგულარულ ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ჯანმრთელობის, ნერვული სისტემის განმტკიცების, ახალგაზრდობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ყველამ კარგად იცის. ვარჯიშის მოყვარულ ფიზიკურად აქტიურ პირებს ბევრ გამორჩეულ ნიშანთან ერთად კუნთოვანი სისტემა და კანიც უფრო ჯანსაღი აქვთ.