ახალ წელს მანდარინის სურნელი აქვს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალ წელს მანდარინის სურნელი აქვს

ასოციაცია ახალი წლის დღესასწაულთან ბავშვობიდან მოდის. ეს ციტრუსი ჩვენში ყველა ოჯახის საახალწლო სუფრას ამშვენებს. მანდარინი ბევრს უყვარს, განსაკუთრებით - ბავშვებს, რომლებიც ახალი წლის დღეებში ამ ციტრუსით წამდაუწუმ იტკბარუნებენ პირს.

მანდარინი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არა ზომაზე მეტი. ის მდიდარია არა მხოლოდ ჩ, არამედ D ვიტამინითაც (რომელიც რაქიტთან ბრძოლაში გვეხმარება). მანდარინში უხვადაა სისხლძარღვთა ელასტიკურობაზე პასუხისმგებელი K ვიტამინიც. რაც მთავარია, მანდარინი არ შეიცავს ნიტრატებს.

მრავალ ქვეყანაში “მანდარინი” და “ტანჟერინი” სინონიმებია. სინამდვილეში მანდარინი ყვითელ ნაყოფს ეწოდება, ტანჟერინი კი კაშკაშა ნარინჯისფერს. მანდარინის სახესხვაობათაგან აღსანიშნავია კლემენტინი - მანდარინისა და ფორთოხლის ჰიბრიდი, რომელსაც სახელი ჰიბრიდის მამის, ფრანგი სელექციონერის კლემანის პატივსაცემად ეწოდა. არსებობს მჟავე ჩინური ჯიშიც, რომლის ნაყოფი მართლაც მეტისმეტად მჟავეა. მანდარინის სამშობლოდ სწორედ ჩინეთი მიიჩნევა. ევროპაში ის მე-19 საუკუნეში შემოიტანეს. დღეს ის მოჰყავთ ესპანეთში, არგენტინაში, ალჟირში, სამხრეთ საფრანგეთში, ინდოჩინეთის ქვეყნებსა და იაპონიაში.

საუკეთესოდაა მიჩნეული ის ნაყოფი, რომელიც ზომასთან შედარებით მძიმეა. წესისამებრ, ყველაზე გემრიელი და წვნიანი კლემენტინია. ის საშუალო ზომისაა, ხასხასა ნარინჯისფერი. ყველაზე დიდხანს - დაახლოებით ერთ თვეს - სწორედ კლემენტინი ინახება.

მანდარინი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეტად სასარგებლო ციტრუსია. მისი რბილობი შეიცავს ლიმონისა და სხვა მჟავებს, შაქარს, წყალს, D, K, С, A, B4 ვიტამინებს, თიამინს, რობოფლავინს, ფიტონციდებს, მინერალური ნივთიერებებიდან - კალიუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, ფოსფორს. მის ქერქში აღმოჩენილია ეთერზეთები, ნარინჯისფერი და ყვითელი პიგმენტები.

მანდარინი ძვირფასი დიეტური პროდუქტია. ის აძლიერებს მადას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. ზამთარში მანდარინი ვიტამინების უნიკალური წყაროა. მანდარინისა და მისი წვენის რეგულარული მიღება აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. მის შემადგენლობაში შემავალ ფიტონციდებს ანტიმიკრობული თვისება აქვთ. ისინი კანის პათოლოგიების გამომწვევ სოკოებს ებრძვიან. მანდარინის წვენი, როგორც სისხლის აღმდგენი საუკეთესო საშუალება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს კლიმაქტერიული სისხლდენების დროს. მანდარინის ქერქის ანაფხეკის (ცედრის) სპირტიანი ნაყენი, ნახველის გამათხევადებელი და ზედა სასუნთქი გზების სამკურნალო საშუალება, მეტად პოპულარულია ხალხურ მედიცინაში.

მანდარინის გამომშრალ ქერქს დამამშვიდებელი მოქმედება აქვს, ხოლო საკუთრივ ნაყოფი, ფორთოხლის მსგავსად, სიცხის დამწევი ეფექტით გამოირჩევა.

გაითვალისწინეთ, რომ მანდარინმა შესაძლოა გააღიზიანოს თირკმელების, კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსი, ამიტომ ის ფრთხილად უნდა მიირთვან მათ, ვისაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, მწვავე ნეფრიტი, ჰეპატიტი ან ქოლეცისტიტი აქვს.