რომელია სასარგებლო - ხილ-ბოსტნეული თუ მათი წვენები
თუ ახალი ხილი და ბოსტნეული გვიცავს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებისგან, წვენების ხშირი მიღება, პირიქით, ამ დაავადების რისკს ზრდის.
მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს ყველა სახის კომბოსტოს: ბროკოლი, ყვავილოვანი, ბრიუსელის; ვაშლის, და ყვითელი ფერის ბოსტნეულის რეგულარული მიღება და არა მათი წვენების სმა. გამოირკვა ასევე, რომ ნებისმიერი სახის ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღება ხელს უშლის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.
კვლევის შედეგების ანალიზის საფუძველზე, ავსტრალიელი მეცნიერები გვირჩევენ, მივიღოთ მეტი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული და მოვერიდოთ წვენების ხშირად და ჭარბად დალევას.
ლალი ჩხიკვაძე