მავნე პროდუქტები ტვინს ასუსტებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მავნე პროდუქტები ტვინს ასუსტებს

ექსპერიმენტის დროს შაქრითა და ცხიმით მდიდარ დიეტაზე მყოფ ვირთხებს მეხსიერების გაუარესება დაუდასტურდათ. კვლევის ავტორის მარგარეტ მორისის თქმით, მეხსიერების დაქვეითების სისწრაფე შოკის მომგვრელად მაღალი იყო. მღრღნელების ჰიპოკამპში (ჰიპოკამპი ტვინის ის უბანია, რომელიც მოგონებების ფორმირებასა და შენახვას განაგებს) მკვლევრებმა ანთება აღმოაჩინეს. მათი დასკვნით, სწორედ ეს უდევს საფუძვლად ხსენებულ კავშირს.

ვირთხებში გამოვლენილის ანალოგიური მოვლენა აღინიშნა ადამიანებშიც. მათ ტვინის აღმასრულებელი ფუნქცია, კერძოდ, რეაქციის სისწრაფე უქვეითდებოდათ. ცვლილებები შესამჩნევი ხდებოდა მავნე პროდუქტების პირველი მიღებიდან 5 დღის შემდეგ. ცხიმითა და ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა განსაკუთრებით აჩქარებს ორგანიზმის დაბერებას, მეხსიერების გაუარესებას და კოგნიტიური შესაძლებლობების დაქვეითებას. ახლა მეცნიერებს იმის გარკვევა სურთ, შესაძლებელია თუ არა სწორი კვებით მეხსიერების გაუმჯობესება.