მარილი მიკრობების აგრესიას ზრდის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარილი მიკრობების აგრესიას ზრდის

ამერიკელი მეცნიერების მონაცემებით, მარილიან გარემოში მიკრობები უფრო უარესად მრავლდებიან, მაგრამ გაცილებით აგრესიულები არიან და აქტიურად ავლენენ თავიანთ პათოგენურ თვისებებს.

Helicobacter pylori ერთადერთი ცნობილი მიკროორგანიზმია, რომელსაც შეუძლია, კუჭის მჟავე გარემოში იცხოვროს. მიიჩნევა, რომ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევათა 80% უშუალოდ ჰელიკობაქტერიის მოქმედებით არის გამოწვეული. Helicobacter pylori-თ ინფიცირებისას იზრდება კუჭის კიბოს რისკი. ადამიანთა 20-50 პროცენტი მიკრობის მატარებელია, მაგრამ დაავადება ყველას არ უვითარდება. ამასთანავე, ხშირად პათოლოგია პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

მერილენდის შტატის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, იცვლებოდა თუ არა ჰელიკობაქტერიის თვისებები მასპინძლის კვების თავისებურებათა შესაბამისად. ლაბორატორიული ექსპერიმენტების შედეგად გაირკვა, რომ მლაშე საკვები მკვეთრად ცვლის ბაქტერიის თვისებებს: მარილიან გარემოში ბაქტერია უარესად მრავლდება, ამასთანავე, იცვლის ფორმას და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მიმართ გაცილებით აგრესიული ხდება. მკვლევართა თქმით, ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ მარილის გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა გაზარდოს ჰელიკობაქტერის პათოგენურობა და, შესაბამისად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის საშიში დაავადებების განვითარების რისკი.