რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
იაპონური დიეტა სიცოცხლეს ახანგრძლივებს - მეცნიერების 15 წლიანი კვლევის შედეგი
იაპონური დიეტა სიცოცხლეს ახანგრძლივებს - მეცნიერების 15 წლიანი კვლევის შედეგი
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ იაპონელების დღეგრძელობის საიდუმლო მარცვლოვნების, ხილის, ბოსტნეულის დაბალანსებულ მოხმარებასა და რაციონში ოპტიმალური რაოდენობით თევზისა და ხორცის არსებობაშია. 2005 წელს იაპონიის მთავრობამ სწორი და დაბალანსებული კვების რეჟიმი შეიმუშავა.

მკვლევარებმა შეისწავლეს მთავრობის რეკომენდაციის დაცვასა და სიკვდილიანობას შორის კავშირი. მათ
You must have Flash Player installed in order to see this player.
გააანალიზეს 45-დან 75 წლამდე ასაკის 36624 მამაკაცისა და 42920 ქალის კვებისა და ცხოვრების წესის შესახებ მონაცემები. მოხალისეებს მეცნიერები 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებში, რომლებიც სქემის მიხედვით იკვებებოდნენ, სიკვდილიანობა 15%-ით დაბალი იყო. კერძოდ, მცირდებოდა ცერებროვასკულარული დაავადებების რისკი.

მკვლევარებმა დაასკვნეს: მარცვლეულის, ხილის, ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, კვერცხის, საკონდიტრო ნაწარმის, ალკოჰოლური სასმელების, სოიოს და რძის პროდუქტების დაბალანსებული და ზომიერი მოხმარება ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
იმუნიტეტის ასამაღლებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია შემდეგი ნაყენები:
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
ყველამ კარგად იცის, რომ ქიმიურად დამუშავებული ხილისა და ბოსტნეულის ჭამა მავნებელია. მაგრამ რატომ, ეს ბევრმა არ იცის! საქმე ისაა, რომ ხილი და ბოსტნეული ბუნებრივად შეიცავს ნივთიერება სალვესტროლს.
თანამედროვე სამყაროში უამრავი დიეტა არსებობს. დიეტოლოგები აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ შეადგინონ მაქსიმალურად მარტივი კვების რეჟიმი იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, აიხდინოს სანუკვარი ოცნება - მოიშოროს ზედმეტი კილოგრამები
ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერების თქმით, დაბინძურებულ წყალსატევებში დაჭერილი თევზი მნიშვნელოვნად ზრდის მოწამვლის რისკს. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი თევზის კუნთოვან ქსოვილში
დიეტა - სიტყვა რომელიც ბევრს აშინებს... ჩვენს რეალობაში კვების შეზღუდვის უამრავი მეთოდია. შესაბამისად, დიეტებიც მრავალფეროვანია. თუმცა, არსებობს ერთი საყოველთაოდ დამკვიდრებული მოსაზრება - საღამოს 18:00 საათის შემდეგ ჭამა ასუქებს!!
მანგო დასვლეთის დიეტოლოგების ახალი ფავორიტია. მათი აზრით, მანგო ეფექტურია სიმსუქნესა და ტიპი 2 დიაბეტთან ბრძოლაში.
23 მაისი 2016
ყველამ იცის, რომ სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მაგრამ სიცილს მარტო ეს არ შეუძლია:
22 აპრილი 2016
მარტოობა გულის შეტევისა და ინსულტის რისკს 30%-ით ზრდის. სოციალური იზოლაციის ეფექტი შეიძლება შევადაროთ სამსახურთან დაკავშირებულ შფოთვასა და სტრესს.
დავეხმაროთ ნერვებს სწორი რაციონით: 1. ჩავრთოთ რაციონში ნიგოზი, კვერცხის გული, მწვანილი, ქატოს პური, რძის პროდუქტები, ახალი ხილი, ბოსტნეული, ფრინველის ხორცი და თევზი;
სახსრების ტკივილი ბევრი დაავადების მანიშნებელია. როგორ გამოიხატება ეს პრობლემა რევმატოლოგიური დაავადებებისას, ამ საკითხზე გვესაუბრება თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტ “თბილისი SPA”-ს ჯანმრთელობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული ცენტრის ექიმი-რევმატოლოგი, ირინა მალაზონია.

- ქალბატონო ირინა, რომელი რევმატოლოგიური დაავადებების დროს აღინიშნება სახსრების ტკივილი?
- რევმატული დაავადებებით შეპყრობილია მოსახლეობის 30%.

დღის განმავლობაში მისაღები წყლის აუცილებელი რაოდენობა შეადგენს, წლის ცივ პერიოდში, 1 კილოგრამ წონაზე, 30 მილილიტრს, ხოლო ზაფხულში, 40 მილილიტრს 1 კილოგრამ წონაზე.