იცით, რა არის სასარგებლო ძვლის ტვინისთვის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იცით, რა არის სასარგებლო ძვლის ტვინისთვის?

ძვლის ტვინი პასუხისმგებელია იმუნიტეტზეც, თუმცა მისი მთავარი ფუნქცია დაღუპულთა სანაცვლოდ სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნაა. ძვლის ტვინი ერთადერთი ორგანოა, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ღეროვან უჯრედებს. ამა თუ იმ ორგანოს დაზიანებისას ღეროვანი უჯრედები დაზიანებული ადგილისკენ მიემართება და შესაბამისი ორგანოს უჯრედებად დიფერენცირდება. მეცნიერები დღემდე შეისწავლიან ამ საოცარი უჯრედების ფენომენს. ღეროვანი უჯრედების ყველა საიდუმლო ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული, თუმცა ოდესმე ალბათ ყველაფერს მოეფინება ნათელი და ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაც შესაძლებელი გახდება. მეტიც - მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ღეროვან უჯრედთა საიდუმლოს ამოხსნა ადამიანს უკვდავების შანსსაც მისცემს.

ეს საინტერესოა

  • ზრდასრული ადამიანის ძვლებში მოთავსებული ძვლის ტვინი ჯამში დაახლოებით 2600 გრამს იწონის.
  • 70 წლის განმავლობაში ძვლის ტვინი წარმოქმნის 650 კილოგრამ ერითროციტს და ერთ ტონა ლეიკოციტს.

ძვლის ტვინისთვის ყველაზე სასარგებლოა:

  • ცხიმიანი თევზი - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების წყალობით თევზი ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტია ძვლის ტვინის ნორმალური ფუნქციობისთვის. შეგახსენებთ, რომ სწორედ ცხიმოვანი მჟავები აგებენ პასუხს ღეროვანი უჯრედების წარმოქმნაზე.
  • ნიგოზი - რკინით, იოდით, კობალტით, სპილენძით, თუთიითა და მანგანუმით მდიდარი ეს პროდუქტი მეტად სასარგებლოა ძვლის ტვინისთვის. ნიგოზი უხვად შეიცავს აგრეთვე პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისხლის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი.
  • ქათმის კვერცხი - ძვლის ტვინისთვის აუცილებელი ლუთეინის წყაროა. სწორედ ლუთეინის წყალობით ხდება ძვლის ტვინის უჯრედთა განახლება (რეგენერაცია). გარდა ამისა, ლუთეინი თრომბების განვითარებას უშლის ხელს.
  • ქათმის ხორცი - მდიდარია ცილებით, სელენითა და B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ძვლის ტვინის უჯრედთა სტრუქტურირებისთვის.
  • შავი შოკოლადი - ასტიმულირებს ძვლის ტვინის ფუნქციას, ააქტიურებს უჯრედებს, აფართოებს სისხლძარღვებს, უზრუნველყოფს ძვლის ტვინის ჟანგბადით მომარაგებას.
  • სტაფილო - კაროტინის შემცველობის წყალობით ძვლის ტვინის უჯრედებს დაზიანებისგან იცავს, აფერხებს ორგანიზმის დაბერებას.
  • ზღვის კომბოსტო - უხვად შეიცავს იოდს, რომელიც ღეროვანი უჯრედების წარმოქმნისა და მათი შემდგომი დიფერენცირებისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
  • ისპანახი – მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით გამორჩეულად ფასეულია ძვლის ტვინისთვის. ის აქტიურად იცავს ძვლის ტვინის უჯრედებს დაზიანება-გადაგვარებისგან.
  • ავოკადო - გამოირჩევა სისხლძარღვებზე ანტიქოლესტერინული მოქმედებით, ამარაგებს ძვლის ტვინს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით.
  • მიწის თხილი (არაქისი) - შეიცავს არაქიდონის მჟავას, რომელიც მონაწილეობს ძვლის ტვინის ახალი უჯრედების წარმოქმნაში დაღუპულთა სანაცვლოდ.

ზოგადი რეკომენდაციები

  • ძვლის ტვინის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია სრულფასოვანი კვება. სასურველია, საკვები რაციონიდან გამოირიცხოს ყველა მავნე ნივთიერება და კონსერვანტი.
  • აუცილებელია აქტიური ცხოვრება და მოძრაობა, რათა ძვლის ტვინის უჯრედები სათანადოდ მომარაგდეს ჟანგბადით.
  • უნდა ერიდოთ ორგანიზმის გადაცივებას - ეს ასუსტებს იმუნიტეტს და ღეროვანი უჯრედების ფუქციობას არღვევს.

ძვლის ტვინის ფუნქციის აღსადგენი ხალხური საშუალებები

ძვლის ტვინის ფუნქციის ნორმალიზებისათვის კვირაში ერთხელ უნდა მიირთვათ:

  • 3 ცალი ნიგოზი;
  • ერთი საშუალო ზომის ავოკადო;
  • 20 გრამი სტაფილო;
  • 5 ცალი მიწის თხილი;
  • 20 გრამი ისპანახი;
  • 120 გრამი მოხარშული ცხიმიანი თევზი.

ძვლის ტვინის ფუნქციური დარღვევის დროს ჩამოთვლილი ინგრედიენტები შეგიძლიათ ერთად დააბლენდეროთ და მიღებული მასა მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ.