მარილის დეფიციტი დეპრესიის მსგავს სიმპტომებს იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარილის დეფიციტი დეპრესიის მსგავს სიმპტომებს იწვევს

ცნობილია ისიც, რომ ზედმეტი მარილი სისხლის არტერიული წნევის მატებას იწვევს. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც ეტანება მარილიან საკვებს და ამას იმით ხსნიან, რომ უმარილო საკვები დეპრესიაში აგდებთ.

აიოველმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარილი თითქმის ანტიდეპრესანტივით მოქმედებს. მათ საცდელი ვირთხები რამდენიმე ხნით უმარილო დიეტაზე გადაიყვანეს. შედეგად ცხოველებმა დაკარგეს ინტერესი ყოველივე იმის მიმართ, რაც ცოტა ხნის წინ მათთვის დადებითი ემოციის წყაროს წარმოადგენდა, მათ თანდათანობით თავი დაანებეს საყვარელ საქმიანობას და პრაქტიკულად შეწყვიტეს ტკბილი წყლის სმა.

ამის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარილის დეფიციტმა და მისი მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობამ შესაძლოა დეპრესიის მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს. კვლევის ხელმძღვანელმა კიმ ჯონსმა კი მარილის მოთხოვნილება ნარკოტიკებისას შეადარა. მარილთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამერიკელ მეცნიერებს. მათი განცხადებით, მარილი მიკრობების აგრესიას აღვიძებს. განაგრძეთ კითხვა