სიმსუქნესთან ბრძოლის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმსუქნესთან ბრძოლის საშუალებები

სადღეისო ტენდენციით, მოსახლეობის უმრავლესობა ქალაქისკენ მიგრირებს, მისი შემზღუდავი ინფრასტრუქტრა კი ხელს უშლის ადამიანის ფიზიკურ აქტივობას და ზედმეტად დამოკიდებულს ხდის კვების მრეწველობაზე. ამ დარგში კი უპირატესად ცხიმის, შაქრისა და მარილის ჭარბი შემცველობის საკვები იწარმოება.

სიმსუქნის პრობლემებსა და კვების რეჟიმის სახეობებზე ვესაუბრებით დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის ექიმ-ენდოკრინოლოგს, ეკა სხილაძეს.

- ქალბატონო ეკა, როგორ განმარტავდით სიმსუქნეს?

- სიმსუქნე მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც ჯანმრთელობისათვის საზიანო რაოდენობით ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას გულისხმობს. სიმსუქნის დროს ადამიანის ორგანიზმში მატულობს ცხიმოვანი უჯრედების ზომა ან რაოდენობა. როცა ადამიანის წონა იმატებს, ცხიმოვანი უჯრედები ჯერ ზომაში იზრდება, შემდეგ მათი რაოდენობა იმატებს.

სიმსუქნე არ არის მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა. ის ჯანმრთელობისთვის სერიოზული რისკია. სიმსუქნე მრავალი დაავადების განმაპირობებელი ფაქტორიცაა. ჭარბმა წონამ და სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი და ხელი შეუწყოს არტერიული წნევის, ქოლესტერინის მომატებას, უნაყოფობის, მშობიარობის გართულებისა და ართრიტის განვითარებას, შეიძლება დაამძიმოს ასთმა და გააუარესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სიმსუქნის პროფილაქტიკა ძირითადად შესაძლებელია ცხოვრების წესის, განსაკუთრებით კვების რაციონის შეცვლის მეშვეობით.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე?

- სიმსუქნე შეიძლება განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს. რისკის ყველა ფაქტორი არ არის დადგენილი. თუმცა, ადამიანების განსაზღვრულ ჯგუფებში სიმსუქნის განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.

სიმსუქნის რისკ-ფაქტორებია:

  • ცხიმიანი და მაღალი ენერგეტიკული ღირებულების დიეტა;
  • უმოძრაო ცხოვრების წესი;
  • ოჯახური ანამნეზი;
  • ასაკი;
  • ეთნიკური კუთვნილება;
  • მოწევის შეწყვეტა.

- თქვენ ერთ-ერთ რისკფაქტორად კვების რეჟიმი ახსენეთ?

- განვითარებად სამყაროში კვების რაციონი სწრაფად იცვლება, ეს ეხება განსაკუთრებით ცხიმს, კალორიულ დამატკბობლებს (რაფინირებული ნახშირწყლები) და ცხოველური წარმოშობის საკვებს. ამგვარი ცვლილებები ზედმეტი კალორიების მიღებას განაპირობებს. ცხიმებით და შაქრებით მდიდარი დიეტა ჭარბი წონის გამომწვევია, რადგან ის ზრდის საკვების ენერგეტიკულ ღირებულებას. ცხიმის მაღალი შემცველობის საკვები ძალიან გემრიელია, მაგრამ კალორიულია და ღარიბია რთული ნახშირწყლებითა და წყლით. ამას გარდა, ცხიმიანი საკვები ნაკლებად ანაყრებს და თერმული ეფექტიც დაბალი აქვს.

დიეტაში დაბალი ენერგეტიკული ღირებულების საკვების რაოდენობის გაზრდა ადამიანს ჯანსაღად კვების საშუალებას აძლევს და ჭამის შემდეგ დანაყრების შეგრძნებასაც უტოვებს.

- რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა?

- თუ ადამიანი ყოველდღიურად არ აქტიურობს, ის, სავარაუდოდ, მიღებულზე ნაკლებ კალორიას წვავს და გასუქების რისკი იზრდება. შრომის დაზოგვის ტექნოლოგიამ, დაწყებული მარტივი მექანიზაციით და დამთავრებული კომპიუტერებით, საგრძნობლად შეამცირა ფიზიკურ შრომაზე მოთხოვნილება. გარდა ამისა, ფეხით სიარულიდან ავტომანქანებში გადასვლამ კიდევ უფრო შეზღუდა ფიზიკური აქტივობის საჭიროება. თავისუფალი დროის გატარებას კი ადამიანები ტელევიზორთან და კომპიუტერთან ამჯობინებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური მზარდი ფიზიკური აქტივობა და რეგულარული ვარჯიში საგრძნობლად არ მოქმედებს ადრეულ სტადიებზე წონის კლების სიჩქარეზე, ის მნიშვნელოვნად ეხმარება წონის შენარჩუნებას, ენერგიის დღიურ ხარჯვაზე საგრძნობი გავლენის წყალობით.

- თქვენ ჩამოთვალეთ სიმსუქნის რისკფაქტორები. როგორ შეიძლება მათი შემცირება?

- სამწუხაროდ, ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო სიმსუქნის ეპიდემიის უკუქცევა, თუმცა კონკრეტული ადამიანის გასუქების ალბათობის შემცირება შეიძლება, თუ ყურადღება მიექცევა შემდეგ ფაქტორებს:

  • ორსულობის განმავლობაში ქალის ადეკვატური კვებას;
  • მცირეწონიან ახალშობილებში „წონის სწრაფი აკრეფის“ შეზღუდვას, რასაც ბუნებრივი კვება და ხელოვნურზე გადაყვანის გადავადება ეხმარება;
  • მრავალფეროვანი საკვების მიღების ჩვევის გამომუშავებას ხელოვნურ კვებაზე გადასვლისას და შემდგომშიც;
  • ადრეული ასაკიდანვე ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების დანერგვასა და ცხიმისა და შაქრის მაღალი შემცველობის საკვების შეზღუდვას;
  • ბავშვთა ასაკიდანვე ფიზიკური აქტივობის წახალისებას, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაგრძელდეს;
  • დაბალი ენერგეტიკული ღირებულების დიეტის, წყლის სმისა და ფიზიკური აქტივობის დონის შენარჩუნებას მოზრდილ და მოხუცებულ ასაკში.

ზოგიერთი საკვების, როგორებიცაა ხილი, ბოსტნეული და პარკოსნები (ლათინოამერიკული დიეტა), შეტანა შეიძლება ყოველ კვებაში, მაშინ როცა თევზი, ფრინველი ან რძის პროდუქტი უნდა მოვიხმაროთ ყოველდღიურად. ხორცის, ტკბილეულის, კვერცხის მიღება შეიძლება ხანდახან. უნდა წახალისდეს ჯანსაღი ფიზიკური აქტივობა, როგორც ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი.

- იქნებ წონის დასაკლები და შემანარჩუნებელი დიეტის ტიპებზე გვესაუბროთ?

- ყველაზე გავრცელებული დიეტებია:

  • შიმშილის დიეტა - დღეში 200კკალ-ზე ნაკლები სერიოზულ გართულებებს იწვევს;
  • ძალიან დაბალკალორიული დიეტა - დაახლოებით 800კკალ/დღეში. ორგანიზმს მიეწოდება ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერება. მოითხოვს სამედიცინო მეთვალყურეობას;
  • დაბალკალორიული დიეტები - უზრუნველყოფს 800-1500 კკალ/დღეში და შეიცავს ცხიმის დაბალი შემცველობის საკვებს;
  • ცხიმის დაბალი შემცველობის დიეტა - მცირდება დიეტის ენერგეტიკული ღირებულება;
  • ნაკლებად ცხიმიანი დიეტა - კალორიების მიღების არავითარი შეზღუდვა - საკვების მიღება შემცირებულია ცხიმით გამოწვეული დანაყრების ეფექტის მეშვეობით;
  • ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა - დღეში 25 გ-ზე ნაკლები ნახშირწყლების მიღება, წონას მოკლე დროით აკლებს, ძირითადად, მადის შემცირების გზით, ხანგრძლივად დაცვა უსაფრთხო არ არის.

შიმშილობის დიეტები საშიშია, ხოლო ძალიან დაბალკალორიული დიეტით შესაძლებელია წონის სწრაფი კლება ორი-სამი თვის განმავლობაში. თუმცა ეს ვერ აადვილებს დაკლებული წონის შენარჩუნებას და ვერ ცვლის კვებით ჩვევებს, რაც საჭიროა სათანადო წონის დიდი ვადით შესანარჩუნებლად. ამ დიეტის დაცვა სამედიცინო მეთვალყურეობის გარეშე არ შეიძლება.

დაბალკალორიული დიეტები ტრადიციული „კალორიების დასათვლელი“ დიეტებია. ესენია ცხიმის დაბალი, ხოლო ნახშირწყლების მაღალი შემცველობის დიეტები, რომლებშიც ენერგიის ოდენობა ფიქსირებულია. მიუხედავად იმისა, რომ წონის კლება შეიძლება შედარებით ნელი იყოს, ვიდრე ძალიან დაბალკალორიული დიეტის დროს, წონის კლების გრძელვადიანი მაჩვენებლები ერთმანეთისგან არ განსხვავდება. დაბალკალორიული დიეტის მეშვეობით უფრო შეიძლება ჯანსაღი კვების ჩვევების გამომუშავება და წონის ეფექტური შენარჩუნება.

ცხიმის დაბალი შემცველობის დიეტებში შემცირებულია კალორიების რაოდენობა, თუმცა რთული ნახშირწყლებისა და ცილების მაღალი შემცველობის გამო არ იცვლება დანაყრების გრძნობა. ამას მოჰყვება ზომიერი, მაგრამ წონის პროგნოზირებადი კლება.

ამაჟამად პოპულარული, დაბალნახშირწყლიანი დიეტებით მიიღწევა წონის ხანმოკლე ვადით კლება, ძირითადად, მადის შემცირებით. ეს დიეტა, როგორც წესი, საწყის ეტაპზე წონას სწრაფად აკლებს, მაგრამ ეს სხეულის ცხიმის ჭეშმარიტი კლება კი არა, ორგანიზმიდან წყლის გამოსვლაა. ეს არღვევს ცხიმების მეტაბოლიზმს, რაც თრგუნავს შიმშილის გრძნობას და ეხმარება შემზღუდავი დიეტის დაცვას და წონის შემდგომ დაკლებას. მაგრამ ძლიერდება ძვლის კალციუმის კარგვა და ამგვარი დიეტის დაცვის პერსპექტივა გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის მკვეთრი ზრდაა.

- როგორი უნდა იყოს ოპტიმალური კომბინაცია?

- დაბალკალორიული დიეტით, ექიმთან ხშირი ვიზიტებით, ფიზიკური აქტივობის მომატებით, უმრავლეს შემთხვევაში, წონის კლება შესაძლებელია, თუმცა დაკლებული წონის შენარჩუნება უფრო რთული ამოცანაა. დაბალცხიმოვანი დიეტა შეიძლება სასარგებლო იყოს რეციდივის სამკურნალოდ.

ცალკეული საკვები განსხვავდება ერთმანეთისგან ნახშირწყლების ათვისების თვალსაზრისით. მაგალითად, კარტოფილში, თეთრ პურში, ფუნთუშეულსა და ბრინჯში უფრო ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებია, ვიდრე ბურღულეულში.

- როგორია წონის დაკლებაში მედიკამენტების როლი?

- წონის დასაკლები პრეპრატები მაშინ იხმარება, როცა ცხოვრების წესის შეცვლა საკმარისი არ არის წონის კონტროლის განსახორცილებლად ან ამის მიღწევა შეუძლებელია პაციენტის ფიზიკური მდგომარეობის გამო. ეს პრეპარატები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად:

  • პრეპარატები, რომლებიც ცვლის საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმს;
  • პრეპარატები, რომლებიც ამცირებს საკვების შეწოვას და
  • პრეპარატები, რომლებიც ზრდის ენერგიის ხარჯვას.

- რას იტყოდით სიმსუქნის ქირურგიულ მკურნალობაზე?

- ბარიატრიული ოპერაცია ძალიან ეფექტური მეთოდია წონის ხანგრძილვად დასაკლებად მათთვის, ვისთვისაც სხვა მეთოდებით წონის კონტროლი რთულია. ეს ქირურგიული მეთოდები ზრდის დანაყრების გრძნობას ისეთი პროცედურების მეშვეობით, როგორიცაა მცირე კუჭის ფორმირება ან ამცირებს საკვები ნივთიერებების შეწოვას ნაწლავების სხვადასხვა მონაკვეთის შუნტირებით. რადგან ამგვარ ოპერაციას მცირე, მაგრამ ანგარიშგასაწევი რისკიც ახლავს, ამიტომ მისი გაკეთება მიზანშეწონილია მხოლოდ სიმსუქნის სერიოზული შემთხვევების დროს.