რას გულისხმობს რაციონალური და სრულფასოვანი კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას გულისხმობს რაციონალური და სრულფასოვანი კვება

საკვებთან ერთად ორგანიზმს უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო და რაც მთავარია, სასარგებლო ნივთიერება (კომპონენტი), თანაც სათანადო, აუცილებელი რაოდენობით. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ჩვენს ფიზიკურ თუ სულიერ ჯანმრთელობას ყოველდღიურად მიღებული საკვები განაპირობებს. მიღებულ საკვებზეა დამოკიდებული თავის ტვინის ფუნქციობის სიჩქარე და ხარისხი, იმუნური სისტემის მუშაობა და სიჯანსაღე, ქრონიკულ დაავადებათა აღმოცენება და სხვა მრავალი.

ფაქტია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი არასწორად და არასრულფასოვნად იკვებება, მეტიც, მიირთმევს მავნე, არაჯანსაღ საკვებს. ე.წ. “ფასტ-ფუდმა” (სწრაფმა კვებამ) ხომ სრულად გადაფარა ჯანსაღი კვების კულტურა. ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რა მიირთვა, რომელი საჭირო ნივთიერებებით მოამარაგა ორგანიზმი, მიღებული საკვებით რა სარგებლობა მოუტანა მას, კმაყოფილია მხოლოდ იმით, რომ დანაყრდა, აღძრული მადა დაიკმაყოფილა, შიმშილის გრძნობა დაიოკა, თანაც, თუ ეს ყოველივე ძალზე სწრაფად, სადღაც ქუჩაში ან სამსახურშივე მოახერხა, კიდევ უფრო მეტად კმაყოფილი და ბედნიერია. მისთვის უმნიშვნელოა, რომ დღის განმავლობაში არ მიუღია ხილი, ბოსტნეული, ორგანიზმი არ გაუმდიდრებია ვიტამინებისა და მინერალების სათანადო რაოდენობით, მის საკვებ რაციონში კვირაობით არ არის თევზეული და სხვა საჭირო პროდუქტი; არადა, როგორც უკვე მოგახსენეთ, სრულფასოვან და რაციონალურ კვებაზეა დამოკიდებული ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.

ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაბეჭდილა საინტერესო პუბლიკაციები ჯანსაღ და გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტებზე, დაბალანსებულ კვებაზე, შეუთავსებელი პროდუქტების მიღებასა და შედეგად განვითარებულ სიმპტომებზე, საკვებისა და სითხის მიღების რეჟიმზე და სხვა იმ საკითხებზე, რომლებიც მინერალების, ვიტამინების, ხორცეულისა თუ თევზეულის მიღებას, საზოგადოდ, საკვებ რაციონსა და სრულფასოვან კვებას ეხება.

ამჯერად გთავაზობთ ჯანსაღი კვების რამდენიმე მთავარ პრინციპს:

  • საკვები ორგანიზმმა უნდა მიიღოს რეგულარულად და მცირე ულუფებით. ერთბაშად ბევრი საკვების მიღება, მით უფრო, დიდი ინტერვალებით, მავნებელია ორგანიზმისათვის;
  • საკვები მრავალფეროვანი უნდა იყოს და მოიცავდეს ხორცს, თევზს, პურს, რძის ნაწარმს, მარცვლეულს, ხილსა და ბოსტნეულს. საკვების ოდენობასთან ერთად მნიშვნელოვანია მიღებული პროდუქტების ხარისხი და მათი პროპორციულობა საკვებ რაციონში;
  • მართალია, უპირატესობა მცენარეულ ცხიმებს უნდა მიენიჭოს, მაგრამ საკვები რაციონიდან ცხოველური ცხიმების, შაქრისა და მარილის სრულად გამორიცხვაც არ შეიძლება;
  • ხილი და ბოსტნეული რაოდენობრივად უნდა აღემატებოდეს ხორცეულს;
  • თევზეულიც უნდა სჭარბობდეს რაციონში ხორცეულს;
  • აუცილებელია რძემჟავა პროდუქტების რეგულარულად მიღება;
  • შემწვარ-მოხრაკულზე მეტად მოხარშულ და ორთქლზე მომზადებულ კერძებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.