წონის კლებასთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წონის კლებასთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული მცდარი შეხედულებანი

მითი 1

ნუ დალევთ წყალს ჭამისას

ჭამის დროს წყლის დალევა არანაირად არ მოქმედებს საჭმლის მონელების პროცესზე, პირიქით, კუჭი ადვილად გრძნობს ავსებას და, შესაბამისად, ჭამას ადრე ამთავრებთ. ასევე მცდარია შეხედულება, რომ ჭამის წინ უნდა დალიოთ 1 ჭიქა ცივი წყალი, რათა მის გათბობაზე ორგანიზმმა ენერგია დახარჯოს.

მითი 2

წონის დაკლების მსურველებმა საერთოდ უნდა აკრძალონ მარილი

მარილის საერთოდ აკრძალვით წონის კლების პროცესი არ ჩქარდება და არც მარილზე უარის თქმაა ჯანმრთელობისთვის კარგი.

მითი 3

არ შეიძლება ჭამათა შორის ჩაისა და ყავის დალევა

მეცნიერებს დღემდე არ დაუდგენიათ, რატომ არ შეიძლება ჭამათა შორის ყავისა და ჩაის მიღება, შეგიძლიათ ეს სასმელები დალიოთ, ოღონდ რაც შეიძლება ნაკლები შაქრით ან საერთოდ უშაქროდ. ასე შიმშილსაც დათრგუნავთ.

მითი 4

ძირითადი საკვების მიღებამდე მცირე წახემსებით წონას დაიკლებთ

ეს რეალური იქნებოდა, თუკი ხემსი გაცილებით ნაკლებკალორიული იქნებოდა, თუმცა ამ მიზნით უმეტესობა ყველაზე მაღალკალორიულ პურ-ფუნთუშეულს იყენებს.

მითი 5

მშრალი პურ-ფუნთუშეული მცირეკალორიულია

ეს სინამდვილეს არ შეეფერება, ორცხობილებით გაცილებით ადვილად იმატებენ წონაში, ვიდრე ახალგამომცხვარი ფუნთუშებით. ასეთ დროს გონივრულია თეთრი პურის შავით ჩანაცვლება.

მითი 6

ვეგეტარიანელები წონას ნაკლებად იმატებენ

ჩვეულებრივ, გაცხიმოვნებას იწვევს არა ცილები, არამედ ნახშირწყლები, რომლებსაც ვეგეტერიანული საკვებიც უხვად შეიცავს. გაცხიმოვნებასთან ბრძოლას თუ ვეგეტარიანელობით დაიწყებთ, პრობლემებს მხოლოდ გაიმრავლებთ.

მითი 7

18.00-ის შემდეგ თუ არაფერს მიირთმევთ, წონას დაიკლებთ

არც ეს არის მართალი. თუ 18.00 საათამდე საჭიროზე მეტ კალორიას მიიღებთ, 18.00-ის შემდეგ შიმშილი საქმეს ვერ უშველის. შეგიძლიათ ივახშმოთ მსუბუქად და უპირატესობა ხილსა და ბოსტნეულს მიანიჭოთ.

მითი 8

უნდა დაიცვათ სისხლის ჯგუფის შესაფერისი დიეტა

სისხლის ჯგუფის მიხედვით დიეტის ეფექტიანობა მეცნიერულად დღემდე არავის დაუდასტურებია, მაგრამ ის მაინც ძალზე პოპულარულია.

დიეტოლოგები ფიქრობენ, რომ დიეტის არჩევისას აუცილებელია არა სისხლის ჯგუფის, არამედ სქესის, პროფესიის, ცხოვრების წესისა და კლიმატური პირობების გათვალისწინება.

მითი 9

წონის კლება მკაცრი დიეტით ჯობს

რაც უფრო მკაცრია დიეტა, მით დიდია ის ზიანი, რომელიც ჯანმრთელობას ადგება. თანაც ორგანიზმი საკმაოდ გონიერია - ენერგიის დეფიციტისას ის ენერგოდამზოგველ რეჟიმზე გადადის და ცხიმოვან მარაგს საგულდაგულოდ “მალავს”. ამიტომ, საკმარისია, დიდი შიმშილობის შემდეგ ადამიანმა ჭამა აღადგინოს, სისხლში მოხვედრილ ცხიმებს ორგანიზმი კიდევ უფრო დიდი რაოდენობით ინახავს, სწორედ ამას უკავშირდება მკაცრი დიეტების შემდგომ სწრაფად დაკარგული კილოგრამების აღდგენა.

მითი 10

შარდმდენი და საფაღარათო საშუალებებით შეიძლება წონის კლება

ასეთი საშუალებებით შესაძლებელია ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნა, ცხიმი კი თავის ადგილზე რჩება. როცა ადამიანი ჩვეულებრივ კვების რეჟიმს დაუბრუნდება, სითხე დაბრუნდება და წონაც საწყის ნიშნულს გაუტოლდება.

სითხის უკონტროლო დაკარგვით კი შეიძლება ორგანიზმში განვითარდეს საკმაოდ საშიში გაუწყლოება, რომელსაც თან ახლავს გონების დაკარგვა და გულის რიტმის დარღვევები.