რთული რეჟიმი სხეულის კორექციისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რთული რეჟიმი სხეულის კორექციისთვის

ქალების უმრავლესობა ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტით სარგებლობს, თავისი მაღალტექნოლოგიური ვარიაციებით. არსებობს რამდენიმეკვირიანი სპეციალური კურსები, რომლის დროსაც საჭიროა ცილოვანი კოქტეილების მიღება ბიოდანამატებთან ერთად.

მუდმივად ამ რეჟიმით ცხოვრება შესაძლოა გამართლებული იყოს სპორტსმენთათვის, განსაზღვრულ წონით კატეგორიაში მოსახვედრად, ან ბოდიბილდერებისთვის, მუსკულატურის რელიეფურობის აღსადგენად ან კიდევ სხეულის სწრაფად “შეფერთხვის”, უფრო ზუსტად “შეშრობის” მსურველებისთვის. მაღალცილოვანი დიეტა უმოკლეს დროში აშრობს ორგანიზმს. როგორც კი ნახშირწყლების მიწოდება წყდება, ორგანიზმიდან რამდენიმე დღეში გამოდის წყალი. ცილოვანი დიეტით წონის დაკლება თავისი სისწრაფითა და ეფექტურობით ლიპოსაქციას უტოლდება. თუ “გამოშრობას” გადავაჭარბებთ, შესაძლოა კანი გაწელილი დარჩეს. ეს არ ემუქრებათ სპორტსმენებსა და ფოტომოდელებს, რადგან ისინი ახალგაზრდები არიან და მათი კანი საკმაოდ მკვრივია. უფრო ასაკოვანთათვის გახდომის ასეთი რადიკალური ვარიანტი, თუნდაც კოსმეტიკური თვალსაზრისით, რეკომენდებული არ არის.

როგორ მოქმედებს ის

რატომ მაინც და მაინც ცილა? იმიტომ, რომ მისგან არ სუქდებიან. მაგრამ ცილოვანი საკვების მიღება ყოველთვის წონის კლებას არ გულისხმობს. მაგალითად, სპორტსმენმა, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ შეუდგა ვარჯიშს და დიდი ოდენობით ცილოვან საკვებს იყენებს, შეიძლება წონა მოიმატოს კიდეც. დაგროვილი ცხიმი მას თავმოყრილი აქვს კუნთოვან ქსოვილში, კუნთები უფრო მეტ ცხიმს იწოვს. ადამიანები, რომლებიც წონას იკლებენ, ცილას იმის გამო იღებენ, რომ კუნთოვანი ქსოვილი არ დაკარგონ და ცხიმის წვის ხარჯზე ხდებიან, რაც ჯანმრთელობისათვის უფრო სასარგებლოა.

მავანი გაიფიქრებს, მთავარია შედეგი და სულერთია, რის ხარჯზე გავხდებიო. მაგრამ ნუ იჩქარებთ: თუ წონის დაკლებას მხოლოდ ნახშირწყლიანი რაციონით შეეცდებით, მალე შეამჩნევთ, რომ სწრაფად კარგავთ ძალებს და კიდევ უარესი - სუსტდება თქვენი გული, რომელიც, როგორც ცნობილია, კუნთია. გარდა ამისა, თქვენ რისკქვეშ, ააქცევთ ნახშირწყლის ცვლის ბიოქიმიურ მექანიზმებსაც.

წმინდა ცილოვანი რაციონი კი არ ასუსტებს გულს, მაგრამ მასაც გარკვეული თავისებურებები აქვს. თუ ნახშირწყლები არ მიეწოდება საკვებით, ამ მთავარი საწვავის მიღება ორგანიზმს დაგროვილი მარაგიდან უწევს. ამ დროს თავისუფდება და ორგანიზმიდან გამოდის ბევრი წყალი. ცილოვანი დიეტის სწრაფი ეფექტი სწორედ სითხის დაკარგვის შედეგია.

ნახშირწყლების დაგროვილი მარაგის გამოყენებისას ორგანიზმი იწყებს ცხიმების წვას. ამ დროს ცილოვანი საკვები არა მარტო ამარაგებს მას საშენი მასალით უჯრედებისა და ფერმენტების აღსადგენად, არამედ სპობს შიმშილის გრძნობას. ცილას დიდი რაოდენობით ვერ მიიღებ. მოკლედ, ცილოვანი დიეტით დაკლება შეუძლია ყველას, თუმცა აქაც არსებობს თავისებური დაბრკოლებები.

დაბრკოლებები

ცილოვანი დიეტა, ნებისმიერი არაბალანსირებული კვების მსგავსად, პრობლემებს ქმნის. მაქსიმალური ეფექტისთვის დიეტა ნამდვილად ცილოვანი უნდა იყოს: ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო - უპუროდ, მაკარონისა და კარტოფილის გარეშე, ჩაი უშაქროდ. ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.

მეორე პრობლემა - ასეთი დიეტის დროს თავისებურებებია ნივთიერებათა ცვლაში. რაც გამოიხატება წყურვილსა და ხშირ შარდვაში, თავისებურ სუნთქვასა და სხეულის სუნში, მუდმივ მსუბუქ გაბრუებასა და ეიფორიის განცდაში. თუმცა ამასთან შეჩვევა შესაძლებელია, რადგან შედეგი ამართლებს მოლოდინს.

მესამე პრობლემა - ყველა ადამიანის ღვიძლი და თირკმელები ვერ უძლებს ამ დიეტას. მათ, ვისაც ამ ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. დაბოლოს, ცილოვანი დიეტის დაცვა არ შეიძლება დიდხანს, სპეციალისტის დაკვირვების გარეშე. დიეტის დროს აღინიშნება ზოგიერთი ნივთიერების ნაკლებობა, მაგ. ანტიოქსიდანტებისა.

ბოსტნეულის დიდი ნაწილი და თითქმის ყველა ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს. ამიტომ მკაცრი ცილოვანი დიეტის დროს ისინი უნდა გამოირიცხოს. კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, გოგრა აკრძალულია. მხოლოდ ვაშლი შეიცავს ცილოვან დიეტაში დაშვებული ნახირწყლების დღიურ ნორმას. ყურძენში, საზამთროსა და ნესვში დიდი რაოდენობით შაქარია. ხილისა და კენკროვანი წვენები საერთოდ დაუშვებელია. ბევრი ადამიანი არ არის მზად ასეთი აკრძალვებისთვის. ისინი ელოდნენ, რომ მოუწევდათ უარის თქმა პურზე, კანფეტზე, ნაყინზე და ა.შ. მაგრამ არა ასეთი დოზებით!..

დასკვნა ერთმნიშვნელოვანია: გადაწყვიტეთ ცილოვანი დიეტის დაცვა, დაივიწყეთ ვიტამინები და მინერალური დანამატები. რაც უფრო დიდხანს აპირებთ ამ აკრძალვების გაძლებას, მით მეტად აუცილებელია ოჯახის ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაცია.