ახალგაზრდობის გასახანგრძლივებელი რაციონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალგაზრდობის გასახანგრძლივებელი რაციონი

ყოველდღე რაციონში უნდა იყოს ნიორი და ხახვი. ამ ბოსტნეულს გააჩნია მძლავრი ჰიპოლიპიდემიური და ჰიპოქოლესტერინული მოქმედება. მათში ასევე არის სიმსივნის განვითარების შემაფერხებელი ნივთიერებები. აღნიშნული მოქმედება დამახასიათებელია კაროტინიოდებისთვისაც, რომლითაც მდიდარია ყვითელი შეფერილობის (მაგალითად, სტაფილო) ბოსტნეული. შევეცადოთ შევზღუდოთ ხორცის მიღება და უფრო ხშირად ჩავანაცვლოთ იგი თევზით, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ეიკოზაპენტანის მჟავას. გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ მენიუში ისეთი საკვები ნივთიერებების ჩართვას, რომელიც ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვიწყობს ხელს. ამ კუთხით ყველაზე მეტად შესწავლილია ანტიოქსიდანტები: *ამინომჟავები (ცისტეინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა); *მინერალური ნივთიერებები (თუთია, მაგნიუმი, რკინა, სპილენძი); *ვიტამინები (В ჯგუფის ვიტამინები, ასკორბინის მჟავა, ნიკოტინის მჟავა, К, А, Р, Е ვიტამინები, პროვიტამინი А — კაროტინი). *მცენარეული სტეროიდები, ბიოფლავონოიდები, ბეტანიდინი (ჭარხლის შემფერავი ნივთიერება). ეს ნივთიერებები კი ბევრია: ჭარხალში, ჭინჭარში, როზმარინში, ქინძში, სალბში, ესტრაგონში და სხვ. ანტიოქსიდანტებით მდიდარია ვაშლი, ჩაი, ყურძენი, რძის ნაწარმი. ანტიოქსიდანტებს სპეციალისტები სტრესის უარყოფითი შედეგების პროფილაქტიკურ საშუალებად განიხილავენ. ლალი ჩხიკვაძე