შოკოლადის დიეტა - შედეგი: 7 დღეში - 7 კგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შოკოლადის დიეტა - შედეგი: 7 დღეში - 7 კგ

და გახდეს უფრო ჯანმრთელი.

წონის დაკლება ყველაზე მეტად ტკბილეულის მოყვარულებს უჭირთ, რადგან ძნელია, უარი თქვა საყვარელ სასუსნავზე. სწორედ ამიტომ გახდა ძალიან პოპულარული - "შოკოლადის დიეტა".

mkurnali.ge

დიახ, არსებობს შოკოლადის დიეტა!

ის არ ჰგავს სხვა დიეტებს და არ გამორიცხავს მთავარ "ტაბუს" (ტკბილეულს), როგორც უმრავლესობა დიეტებისა. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადის ფილა და ყავა, მაგრამ გარკვეული წესების დაცვა მაინც მოგიწევთ.

დიეტის ხანგრძლივობა 3-დან 7 დღემდეა. შეგიძლიათ ყოველ 2 თვეში ერთხელ გაიმეოროთ. ერთ კვირაში თქვენ შეძლებთ 7 კგ-მდე დაკლებას.

მწარე შოკოლადს გასაოცარი ჰარმონიული გემო აქვს, ორგანიზმისთვის მრავალ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს და განწყობასაც ამაღლებს.

დასაწყისისთვის, რაციონიდან საერთოდ უნდა ამოიღოთ ტკბილი. მათ შორის, შაქარი. შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ 70% (ან უფრო ზემოთ) შავი შოკოლადი. რა თქმა უნდა, წონის დაკლებას მხოლოდ შოკოლადის ჭამით ვერ შეძლებთ. თქვენ უნდა

მიეჩვიოთ საკვების ხშირად მიღებას (დღეში 5-ჯერ), მაგრამ მცირე ულუფებით.

ყოველი ჭამის წინ, რამდენიმე წუთით ადრე, მიირთვით 2-3 ნატეხი შავი შოკოლადის ფილა. ის შიმშილის გრძნობას კლავს.

თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ:

საუკეთესო ხარისხის 72%-იანი შავი შოკოლადის ბელგიური ფილა "გილიანი"

mkurnali.ge

შოკოლადთან ერთად შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო მწვანე ჩაი ან უშაქრო ყავა. სურვილისამებრ, ყავაში შეგიძლიათ უცხიმო რძე ჩაამატოთ.

mkurnali.ge

დიეტის პერიოდში დასაშვებია შემდეგი პროდუქტები: მაკარონი, ლაფშა, სპაგეტი, თეთრი ხორცი, ბოსტნეულის სალათა ლიმონის წვენით ან სოიოს სოუსით.

არ არის რეკომენდებული ბანანისა და ყურძნის ჩართვა კვების რაციონში.

შოკოლადის ფილა დაყავით 6 ნაწილად და ყოველ 2 სთ-ში ერთხელ მიირთვით!

დანარჩენი პროდუქტები მიირთვით მოხარშული ან უმი სახით. არავითარ შემთხვევაში არ ჭამოთ შემწვარი!

სვით დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრი წყალი, ოღონდ არ დალიოთ შოკოლადთან ერთად. დაიცადეთ ნახევარი საათი და შემდეგ დალიეთ.

უნდა გახსოვდეთ, რომ დიეტიდან გამოსვლა ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. ნელ-ნელა გაზარდეთ ულუფები, დაამატეთ სხვა პროდუქტი, მაგრამ ეცადეთ, არ მიირთვათ ტკბილეული.

ტორტები, ნამცხვრები და სხვა ტკბილეული - შავი შოკოლადითა და თაფლით ჩაანაცვლეთ!

mkurnali.ge