კვება და რაციონი სტენოკარდიისა და ინფარქტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვება და რაციონი სტენოკარდიისა და ინფარქტის დროს

სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობა მიზნად ისახავს სტენოკარდიული სიმპტომების შემსუბუქებას, მიოკარდიუმის ინფარქტისა და სიკვდილის პრევენციას, საბოლოოდ კი მიმართულია ცხოვრების ხარისხის ამაღლებისკენ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა და სწორი რაციონის შერჩევა.

კვება საჭიროა დღეში 4-5-ჯერ მცირე ულუფებით, სუფრის მარილის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 5 გრამს. კერძი უმარილოდ უნდა მომზადდეს. შეგიძლიათ ცოტაოდენი (5გ) მარილი უშუალოდ ჭამის წინ მოაყაროთ.

უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი საკვები, შებოლილი პროდუქტები საერთოდ უნდა ამოიღოთ რაციონიდან.

ხილი, ბოსტნეული - უხვად უნდა მიირთვათ. ისინი აუმჯობესებს ნაწლავის მოტორულ ფუნქციას, რაც ქოლესტერინისა და მისი ცვლის პროდუქტების ორგანიზმიდან გამოყოფას უწყობს ხელს. იზღუდება მხოლოდ კარტოფილი - ის სახამებლის შემცველობის გამო კალორიულია და სხეულის მასას ზრდის.

ბურღულეული - კარგია წიწიბურა, ჰერკულესი, ხორბალი, ისინი ქოლესტერინის გამოყოფას უზრუნველყოფენ.

პური - უმჯობესია თეთრი, ნამცხვრებს ერიდეთ.

ცხიმი - მხოლოდ მცენარეული.

ხორცის ნაწარმი - ნებადართულია ფრინველის თეთრი (მისი მიღება შეიძლება კვირაში 2-3-ჯერ), საქონლის მოხარშული მჭლე ხორცი. ქოლესტერინს დიდი რაოდენობით შეიცავს ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, ამიტომ მათი მიღება დაუშვებელია.

კვერცხი - ის ქოლესტერინს შეიცავს. კვირაში მხოლოდ 1 ცალია ნებადართული. იზღუდება ხიზილალაც.

თევზი - შეგიძლიათ უხვად მიირთვათ, ცხიმიანიც კი, მოხარშული ან ჩაშუშული.

რძის ნაწარმი - რძე, კეფირი, იოგურტი, მაწონი, ხაჭო. არაჟანს, როგორც ცხიმიან პროდუქტს, არ გირჩევთ. ყველიც - შეზღუდული რაოდენობით, ისიც მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.

კვების რეჟიმი და რაციონი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

  • სადღეღამისო კალორაჟი შეადგენს 1000 ან 1500 კკალ-ს;
  • საკვები პაციენტს ეძლევა მცირე ულუფებით და ხშირად (5-6-ჯერ დღეში);
  • საკვები ადვილად ასათვისებელია, არ შეიცავს ქოლესტერინსა და ცხოველურ ცხიმებს;
  • მარილის სადღეღამისო ოდენობა არ აღემატება 4-5 გრამს, ხოლო წყლისა - 1 ლ-ს, ზოგჯერ უფრო მეტადაც იზღუდება;
  • სასურველია საკვები არ იწვევდეს კუჭ-ნაწლავის შებერილობას.

მიოკარდიუმის ინფარქტის პირველ დღეებში პაციენტმა შეიძლება მიიღოს დაბალცხიმიანი რძის პროდუქტები (მაწონი, ხაჭო), ორცხობილა, მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩირი, შავი ქლიავი, მცენარეული ზეთი. პოსტინფარქტულ პერიოდში აკრძალვებსა და შეზღუდვებს ენაცვლება რაციონალური კვების პრინციპები.

საზოგადოდ, ჯანსაღი კვებისადმი ყოველგვარი მიდგომა ეფუძნება 10 ძირითად პრინციპს.

1. მიირთვით მრავალფეროვანი, ძირითადად მცენარეული საკვები;

2. დღეში რამდენჯერმე ჭამეთ პური, მარცვლეული, მაკარონი, ბრინჯი ან კარტოფილი;

3. დღეში რამდენჯერმე მიიღეთ სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული, უმჯობესია ახალი და ადგილობრივი;

4. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სხეულის რეკომენდებული წონა;

5. აკონტროლეთ ცხიმების მიღება სადღეღამისო კალორაჟი არა უმეტეს 30%-ის, ნაჯერი ცხიმები უჯერით (მცენარეული ზეთით) შეცვალეთ;

6. ცხიმიანი ხორცისა და ხორცპროდუქტების ნაცვლად მიირთვით ლობიო, სხვა პარკოსნები, თევზი, ფრინველისა და საქონლის მჭლე ხორცი.

7. მიიღეთ ცხიმისა და მარილის მცირე შემცველობის რძე და რძის ნაწარმი (კეფირი, მაწონი, იოგურტი, ყველი);

8. შაქრის მცირე შემცველობის პროდუქტები, ნაკლები რაფინირებული შაქარი, ტკბილი სასმელები, ტკბილეული;

9. ნაკლებმარილიანი საკვები, დღე-ღამის განმავლობაში პურის, გადამუშავებული, დაშაშხული, შებოლილი, დაკონსერვებული და სხვა პროდუქტით მიღებული მარილის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჩაის კოვზს - 6 გრამს.

ინფარქტის მწვავე, ქვემწვავე და რეაბილიტაციის პერიოდებში ალკოჰოლური სასმელების მიღება დაუშვებელია, პოსტინფარქტულ პერიოდში კი, თუკი არ აღინიშნება მნიშვნელოვანი გართულებები, ალკოჰოლის ზომიერი მიღება ერთგვარ დამცავ ეფექტსაც კი ახდენს. ზომიერ ოდენობად ითვლება 30 მლ ეთანოლის სპირტი. ასეთ ულუფას შეიცავს 2 საშუალო ზომის ჭიქა ღვინო, 80 მლ-მდე არაყი, ამდენივე კონიაკი. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ასეთი რეჟიმით ალკოჰოლის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების რისკს.